დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • მუცლის კუნთების აგებულება.

დამწყებებისთვის

20 მარ

მუცლის კუნთების აგებულება.

  • In დამწყებებისთვის

მუცლის კუნთები იყოფა მუცლის წინა, უკანა და გვერდითი კედლის კუნთებად.

მუცლის წინა კედლის კუნთებია მუცლის სწორი კუნთი და პირამიდული კუნთი, რომელიც ხრის ტანს წინისაკენ;

მუცლის უკანა კედლის კუნთს მიეკუთვნება წელის კვადრატული კუნთი, რომელიც მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე და გამოყოფილია ზურგის ღრმა კუნთებისაგან, მონაწილეობს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის გვერდით გადახრაში.

მუცლის გვერდითი კედლის კუნთები სამ შრედაა განლაგებული:
ყველაზე ზედაპირულად მოთავსებულია მუცლის გარეთა ირიბი კუნთი, რომელიც კორპუსის შემობრუნებისთვისაა.
შემდეგ – მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი, რომელიც აწვრილებს წელს.
და ყველაზე ღრმად მდებარეობს მუცლის განივი კუნთი, რომელიც არ ჩანს და ფარავს შინაგან ორგანოებს. პასუხს აგებს წელის სიწვრილეზე და შინაგანი ორგანოების მდებარეობაზე, ეწინააღმდეგება ორგანოების ჩამოწევას.

მუცლის კუნთების ფუნქციები:

მუცლის კუნთები მდებარეობას უცვლიან ხერხემლის სვეტს; მუცლის კუნთები და დიაფრაგმა მონაწილეობენ სუნთქვაში, საჭირო დონეზე ინარჩუნებენ მუცელშიდა წნევას, რაც უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების გარკვეულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. მუცლის კუნთების შეკუმშვისას მცირდება მუცლის ღრუს მოცულობა, ორგანოები განიცდიან ზეწოლას და ხდება მათი გამოთავისუფლება (დეფეკაციის, მოშარდვის, მშობიარობის აქტები). გამომდინარე აქედან, მუცლის კედლის კუნთებს მუცლის პრესის კუნთები ეწოდება.

Tags:ირიბი კუნთიმუცლის პრესი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.