ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი.
ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ქრონიკული მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰორმონალურ დისბალანსს, რასაც მივყავართ სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებამდე: გულსისხლძარღვთა, ნერვული, კუჭნაწლავის, ენდოკრინული, ძვალსახსროვანი სისტემების პრობლემებამდე.
არასწორი კვებითი ჩვევებიდან და არასწორი რაციონიდან ადამიანებს ექმნებათ ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გულისხმობს მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას. თუ დროზე არ მოიხსნით ინსულინრეზისტენტობას შემდგომ უკვე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
ინსულინრეზისტენტობა უმეტესად დაკავშირებულია არასწორ კვებით ჩვევებთან, საკვების ჭარბად მიღებასა და ცხოვრების არააქტიურ წესთან. ამ დროს ორგანიზმში გროვდება ვისცელარული ცხიმი, შესაბამისად იზრდება მუცლის და წელის გარშემოწერილობა. შემდეგ ეტაპზე ხდება კანქვეშა ცხიმის ჩალაგება პრობლემურ ზონებზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ინდივიდუალურია გენეტიკიდან გამომდინარე.
ჭარბი წონა არა მხოლოდ არაესთეტიკურია, არამედ პირაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. ხშირად ჭარბწონიან ადამიანებს არანაირი ჩივილი არ აქვთ, მაგრამ თუ კითხვებს დავუსვამთ, აღმოჩნდება რომ გარკვეული სიმპტომები აქვთ, მაგრამ ისინი ამას არ უკავშირებენ ჭარბ წონას და მეტაბოლურ სინდრომს.
მეტაბოლური სინდრომის დროს მუცლის და წელის გარშერმოწერილობის ზრდა პირდაპირ კავშირშია გულსისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებასთან. ადამიანს შეიძლება სხეულის მასის ინდექსი ნორმაში ქონდეს, მაგრამ მუცლის და წელის გარშემოწერილობა იყოს ნორმაზე მეტი.
რა არის წელის გარშემოწერილობის ნორმა.
სხვადასხვა ქვეყნებში ეს სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ქართველი ქალებისთვის წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 80-85-88 სმ, ხოლო მამაკაცებში 90-95-102 სმ. თუ წელის გარშემოწერილობა ამ მონაცემებს აღემატება ეს იმას ნიშნავს რომ ვისცელარული ცხიმი (მუცლის ცხიმი) ჭარბად არის და სჭირდება დარეგულირება.
ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანი ადამიანები მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის მატარებლები არიან. ისინი ამას ვერ გრძნობენ და არ აწუხებთ. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარეობს ფუნქციური დარღვევები და საჭიროებს ყურადრებას და შესაბამის მკურნალობას.
მეტაბოლური სინდრომის დროს ხშირად დარღვეულია ლიპიდური ცვლა. ცუდი ქოლესტერინი თუ აღემატება ნორმას, აუცილებლად უნდა დავისტაბილუროთ ზ.ა. კვების რეჟიმის გამოსწორებით, ფიზიკური აქტივობით და თუ საჭიროა შესაბამისი მკურნალობით.
მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას აქვს სხვადასხვა სიმპტომები:
დაღლილობა და ხშირად მოთენთილობის შეგრძნება.
ენერგიის ნაკლებობა.
უხასიათობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება.
კვების შემდეგ მოთენთილობა და ძილიანობის მოგვრა.
ტკბილის მიმართ ლტოლვის გაძლიერება.
მუდმივად შიმშილის გრძნობა.
საღამოს შიმშილის გაძლიერება.
კანის სიმშრალე, გამონაყარი კანზე, თმების და ფრჩხილების მტვრევა.
გაურკვევლობის გრძნობა, მოქმედების და აზროვნების შეზღუდვა.
ყველაფერზე სიბრაზის გამოხატვა და მუდმივად განაწყენებული ყოფნა.
კუჭნაწლავის პრობლემები, განსაკუთრებით ნაწლავების ხშირი შებერილობა.
თითქოს არაფერს ცვლით კვებაში, მაგრამ წონას მუდმივად იმატებთ.
როგორ დავამარცხოთ მეტაბოლური სინდრომი?
მეტაბოლური სინდრომის დასამარცხებლად აუცილებელია სწორი დაბალანსირებული კვება. ასეთი კვება უნდა შედგებოდეს ყველა კომპონენტისგან: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკრო ელემენტები და ვიტამინები. არ დაგვავიწყდეს წყალი.
როცა მეტაბოლური სინდრომია რაციონში უნდა შევზღუდოთ ნახშირწყლები, რომ თავიდან ავიცილოთ ჭარბი ცხიმის დაგროვება.
სწორი კვების რაციონში ასეთი თანაფარდობა უნდა იყოს: 30% ნახშირწყლები, 30% ცხიმები, 40% ცილები.
მეტაბოლური სინდრომის და სიმსუქნის დროს ზ.ა. ციფრები განისაზღვრება შემდეგნაირად: 20% ნახშირწყლები, 20% ცხიმები და 60% ცილები.
ცილები არსებობს ცხოველური და მცენარეული. რაციონში ორივე სახის ცილა ჩავრთოთ. მცენარეულ ცილას დიდი რაოდენობით შეიცავს: მარცვლეული, ბოსტნეული, პარკოსნები.
ცხოველური ცილებიდან მჭლე ხორცი (ფრინველი, საქონელი, ინდაური, კურდღელი), კვერცხი, თევზი და რძის პროდუქტი, რომლებიც გარდა ცილებისა შეიცავს ბევრ მიკრო-მაკრო ელემენტს და ვიტამინს.
მარცვლეულის (წიწიბურა, ამარანტი, ქინოა, მუქი ბრინჯი) და რძის პროდუქტის (მაწონი, კეფირი) მიღების დროს წესრიგდება ნაწლავების მიკროფლორა, რადგან ორგანიზმი ღებულობს მცენარეულ ბოჭკოს, ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიებს.
ყოველ ძირითად კვებაზე მნიშვნელოვანია რაციონში გქონდეთ ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანე ფერის, სალათის ფურცლები და მწვანილეულობა.
სეზონური ხილი მიირთვით ზომიერად დღის პირველ ნახევარში. მეტაბოლურ სინდრომის დროს ყველაზე კარგია კენკროვანი ხილი.
კარგია ზომიერად თხილეულობის მიღება (ნუში, ნიგოზი, გოგრის თესლი, ჩიას მარცვალი)
რაციონში აუცილებელია ჩართოთ როგორც ცხოველური (ერბო, ნაღების კარაქი) ცხიმი, ასევე მცენარეული ცხიმი (ზეითუნის არარაფინირებული ზეთი).
ცხიმისწვის პროცესში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ნებისმიერი ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი, იმის გამო რომ ის არასწორად იკვებება, ხშირად მიირთმევს შაქრის შემცველ პროდუქტებს, შესაბამისად აქვს მეტაბოლური სინდრომი, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. წონის კლების პროცესში რაციონში თუ ჩართავთ ცხოველურ ცხიმს – ერბოს, გაგიძლიერდებათ სასუნთქი აპარატი, კერძოდ ბრონქებში გამომუშავებული სულქფანტანტები, ორგანიზმი აივსება ჟანგბადით. ორგანოები უკეთესად დაიწყებენ ფუნქციონირებას, შესაბამისად დაიწყება ცხიმის წვის პროცესი და დაიკლებთ წონაში.
მეტაბოლურ სინდრომთან საბრძოლველად სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი ფიზიკური აქტიურობის ჩართვა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც არეგულირებს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ჰორმონალურ ფონს. ეს სამი კომპონენტი: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმი უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების წესი. საბოლოო ჯამში ეს ყოველივე მოქმედებს მეტაბოლური პროცესების და ნივთიერებათა ცვლის გამართულობაზე.
რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ოსტეოპოროზის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, სიმსუქნის, ხანდაზმულებში დაცემისა და ფსიქიკური დაავადებების რისკს.
რთულია ცხოვრების სტილის შეცვლა, კომფორტის ზონის გარღვევა. მაგრამ თუ გინდათ რომ იყოთ ჯანმრთელი და მოხდენილი, უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი. უნდა დაისახოთ მიზანი და დაიწყოთ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. ყოველივე ზ.ა. მოითხოვს ნებისყოფას, ახალი ჩვევების გამომუშავებას და დისციპლინას, რომელიც არ მიიღწევა ერთ და ორ დღეში. ამას სჭირდება 21 დღე, რომ ძველი ჩვევები შეცვალოთ ახლით. თუ ეს პროცესები იძულებითია და უარყოფით ემოციებში ხართ ე.ი. არასწორად მიდიხართ და სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
წონის კლების კულტურა ჯერ უნდა გამოიმუშაოთ, სასიამოვნო გახადოთ და მერე დაიწყოთ წონაში კლება. თქვენი ფიქრები განსაზღვრავენ შინაგან და გარეგნულ მდგომარეობას, შესაბამისად განსაზღვრავენ წონის კლების პროცესსაც.
მეტაბოლური სინდრომის დამარცხება, არის ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების პრევენცია-პროფილაქტიკა.