დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • არმიული ჭიმი ფეხზე დგომში.

ვარჯიშები

22 Mar

არმიული ჭიმი ფეხზე დგომში.

  • In ვარჯიშები

ვარჯიში ბაზისურია, კარგია საერთო ძალის მოსამატებლად.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. მოათავსეთ შტანგა სადგამებზე ისე, რომ გრიფი იყოს იღლიების დონეზე. დადექით მის წინ, ხელის მოჭიდება მხრებზე ოდნავ ფართო, წინამხრები ერთმანეთის პარალელური და იატაკის პერპენდიკულარულია. ჩამოიღეთ შტანგა მხრებზე, წამოდით 1-2 ნაბიჯით უკან, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე. ტერფები 45 გრადუსით გაშლილი. ზურგი შეინარჩუნეთ გამართული, დაძაბეთ დუნდულები და პრესი. მზერა მიმართულია პირდაპირ და ზევით. აწევისას არ ვუყურებთ შტანგას და არ ვიხრებით უკან – შეიძლება წელი დავიზიანოთ (უკან გადახრისას ჩაერთვება მკერდი).

ამოსუნთქვისას აწიეთ შტანგა თავს ზევით, ხელებს იდაყვში ბოლომდე არ ვშლით. აწევისას იდაყვები არ გაწიოთ ძალიან განზე. თუ ვარჯიშის დროს ხელები იწყებენ “ქანაობას” – უნდა შეამციროთ სამუშაო წონა. შტანგა აწიეთ ზუსტად თავს ზევით, აწევისას გრიფი რომ არ მოედოს ნიკაპს თავი უკან გადაწიეთ და როცა გაცდება თავს, თავი გაასწორეთ. ზედა წერტილში შტანგა, მხრები, ბარძაყები და ტერფების ცენტრი უნდა იყოს ერთ ხაზზე.

ჩასუნთქვისას, შტანგის დაშვება დაიწყეთ ნელა მხრების ჩამოშვებით, დააბრუნეთ შტანგა მხრებზე. ქვედა წერტილში დააფიქსირეთ შტანგა, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაიწყეთ შემდეგი გამეორება.

მძიმე წონით ვარჯიშისას შეიძლება გამოიყენოთ ჩიტინგი, დაშვებისას მუხლებით ოდნავ აძლევთ ამორტიზაციას, ეს არბილებს დაწოლას წელზე და გეხმარებათ აწევაში. მძიმე წონით ვარჯიშისას მეტი წონასწორობისთვის შეიძლება ერთი ფეხის წინ დადგმა (ასე ნაკლებად გადაიხრებით უკან). მძიმე წონაზე გაიკეთეთ ქამარი.  

მუშა კუნთებია: მხრები (წინა დელტები)     

დამხმარე კუნთებია: ზურგი, ტრიცეპსები, მკერდი (ლავიწქვეშა), ტრაპეციულები (ზედა)

ვარიაციები: არმიული ჭიმი სკამზე დამჯდარი, არმიული ჭიმი სმიტის მანქანაში სკამზე დამჯდარი

დაშვებული შეცდომები: აწევისას წელში უკან გადახრა

Tags:არმიული ჭიმი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.