დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • ფრონტალური ჩაჯდომა.

ვარჯიშები

22 Mar

ფრონტალური ჩაჯდომა.

  • In ვარჯიშები

ფრონტალურ ჩაჯდომაში შტანგა გვიჭირავს წინიდან, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებად მოვიხაროთ ზურგში და ჩავჯდეთ უფრო ვერტიკალურად, ვიდრე კლასიკურ ჩაჯდომაში. ასეთი ჩაჯდომისას ნაკლებად იტვირთება წელი და უფრო მეტი დატვირთვა მოდის ბარძაყის ოთხთავა კუნთზე – კვადრიცეპსზე.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დაარეგულირეთ ჩაჯდომის სადგამი ისე, რომ შტანგა იყოს მხრების ქვემოთ და მისი აღებისას მოგიწიოთ ოდნავ ჩაჯდომა.

ხელები მოკიდეთ შტანგის გრიფს მხრების სიგანეზე ოდნავ განზე, მკერდი წინ წამოწიეთ, ზურგი დაჭიმეთ. შედით შტანგის ქვეშ და მოათავსეთ გრიფი წინა დელტებზე, აწიეთ იდაყვები მხრების დონემდე ცოტა დაბლა და გაწიეთ ოდნავ განზე. შეგიძლიათ გრიფს ხელები მოჭიდოთ გადააჯვარედინებული წინამხრებით. ფეხები მხრების სიგანეზე, ტერფები ოდნავ გაშლილი.

შესრულება. ჩამოიღეთ შტანგა თაროებიდან და გადადგით ნაბიჯი უკან. ფეხები მხრების სიგანეზე, ფეხის ტერფები ოდნავ გაშლილი. თავი გეჭიროთ პირდაპირ და ზურგი სწორად. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

ჩასუნთქვაზე დაიწყეთ ნელა ჩაჯდომა საჯდომის უკან გაწევით, მუხლები მოძრაობენ ტერფების მიმართულებით. გააგრძელეთ ჩაჯდომა მანამ, სანამ ბარძაყები იატაკის პარალელურად არ იქნება.

ამოსუნთქვაზე დაიწყეთ ადგომა ფეხების გასწორებით, იატაკზე ტერფების მიწოლით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ გამეორებების საჭირო რაოდენობა.

მუშა კუნთებია: კვადრიცეპსები (ბარძაყის ოთხთავა კუნთები)    

დამხმარე კუნთებია: ბარძაყები, დუნდულები

დაშვებული შეცდომები: ზურგში მოხრა, იდაყვების და მუხლების შიგნით შეწევა, იდაყვების ჩამოშვება, ქუსლების აწევა.

Tags:ფრონტალური ჩაჯდომა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.