ფრანგული წოლჭიმი

ფრანგული წოლჭიმი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიშია ტრიცეფსის გასავითარებლად. მიუხედავად სახელისა, აქ არ ხდება „ჭიმი“ — მოძრაობის მთავარი მექანიზმი არის ხელების გაშლა იდაყვის სახსარში.
ვარჯიში განსაკუთრებით ეფექტურად ტვირთავს ტრიცეფსის გრძელ თავს, თუმცა მუშაობაში მონაწილეობს მისი სამივე თავი.
➤ ვარჯიშის შესრულების ტექნიკა
🔹 საწყისი პოზიცია
აიღეთ ჩვეულებრივი ან EZ შტანგა და დაწექით ჰორიზონტალურ სკამზე.
ფეხები მყარად დადგით იატაკზე, მხრების სიგანეზე, მუხლებში დაახლოებით 90° მოხრილი.
🔹 მოჭიდება:
- ჩვეულებრივი შტანგა — მხრების სიგანეზე
- EZ შტანგა — კომფორტულ დახრილ მონაკვეთებზე
გაშალეთ ხელები და აწიეთ შტანგა მკერდის თავზე. მკლავები უნდა იყოს იატაკის პერპენდიკულარულზე ოდნავ უკან დახრილი, რაც ტრიცეფსზე დაძაბულობას ზრდის. ეს იქნება საწყისი პოზიცია.
🔹 შესრულება
ჩასუნთქვისას მოხარეთ ხელები იდაყვებში და ნელა ჩამოწიეთ შტანგა შუბლის მიმართულებით ან ოდნავ მის უკან.
მნიშვნელოვანია, რომ მკლავები მხრიდან იდაყვამდე დარჩეს თითქმის უძრავი — მოძრაობა უნდა შესრულდეს მხოლოდ იდაყვის სახსარში.
ჩამოიტანეთ შტანგა მანამ, სანამ წინამხრები თითქმის პარალელური გახდება იატაკთან.
ამოსუნთქვისას გაშალეთ ხელები იდაყვებში და დააბრუნეთ შტანგა საწყის პოზიციაში. მოძრაობის ბოლოს წამიერად დაძაბეთ ტრიცეფსი.
შტანგა ჩამოწიეთ კონტროლირებულად და შედარებით ნელა, ხოლო აწევა შეასრულეთ ოდნავ სწრაფად.
შეასრულეთ გამეორებების საჭირო რაოდენობა.
⚠ გაფრთხილება
წონის არჩევისას იყავით ფრთხილად. ზედმეტად დიდმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს იდაყვის მყესების გადატვირთვა ან დაზიანება.
აირჩიეთ ისეთი წონა, რომ შეძლოთ მინიმუმ 8–12 ტექნიკურად სწორი გამეორება.
თუ გაქვთ იდაყვის სახსრის პრობლემები, უმჯობესია ეს ვარჯიში დროებით ჩაანაცვლოთ ტრიცეფსის სხვა ვარჯიშით.
🔹 ვარიაციები
- ვარჯიში დახრილ სკამზე
- შესრულება განტელებით (მაჯები ერთმანეთის პირისპირ)
- შებრუნებული მოჭიდება შტანგით
➤ მუშა კუნთები
- ტრიცეფსი (სამივე თავი, განსაკუთრებით გრძელი თავი)
➤ დაშვებული შეცდომები
- იდაყვების განზე გაშლა
- მკლავების მოძრაობა მხრის სახსარში
- შტანგის ძალიან ახლოს ჩამოტანა სახესთან
- ზედმეტად დიდი წონის გამოყენება
- შტანგის უკონტროლოდ სწრაფად ჩამოშვება
➤ მსგავსი ვარჯიშები
- განტელის თავს უკან გაშლა
- ტრიცეფსის გაშლა ზედა ბლოკზე
- განტელებით ფრანგული გაშლა
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

