როგორ გავასწოროთ მხრებში მოხრილობა? მკერდის კიფოზი.
მხრებში მოხრილობა იწვევს სუნთქვის და გულ სისხლძარღვთა სისტემების პრობლემებს. სქოლიოზის გასწორება კოსმეტიკურად შეიძლება, ფაქტიურად არა.
მხრებში მოხრილობას იწვევს კუნთების დისბალანსი, ზურგის კუნთები მოდუნებულია და მკერდის დაჭიმული, ამას იწვევს არასწორი სიარული, ხელების წინ მოძრაობა. სიარულისას ხელები უნდა მიდიოდეს უკან 30 გრადუსით, წინ სულ ოდნავ, ბეჭები მომზიდავი კუნთების ხარჯზე იწყებენ ხერხემლისკენ მოზიდვას, ასეთი სიარულით გამოგვივა ზურგის ამ კუნთების ბუნებრივი ვარჯიში. სიარულისას ხელისგულები მიმართული უნდა იყოს წინ.
1. დადექით კედელთან ზურგით, გააკეთეთ ერთი ნაბიჯი წინ და დაიწყეთ ხელების მოძრაობა უკან კედელთან შეხებამდე, ხელისგულები მიმართულია წინ, თქვენ იგრძნობთ ზურგის კუნთების მუშაობას.
2. დავიწყოთ მკერდის კუნთების გაწელვით, წინამხარი აწიეთ ყურის დონეზე, გამოსდეთ კარების კედლის კუთხეს, ან რაიმე საყრდენს და ისე გაწელეთ მკერდის კუნთი. მკერდთან ერთად ფეხებიც უნდა გავწელოთ, კერძოდ კვადრიცეპსი. მოვკიდოთ ხელი ფეხის ტერფს უკან და გავწელოთ. ასევე ფეხის ბიცეპსი და წვივები.
3. დაწექით მუცელზე, მკერდის ქვეშ დაიდეთ დაბალი სიმაღლის სადები, ან დაკეცილი პირსახოცი.
1). ვარჯიშები დავიწყოთ ხელების წინ აწევით ცერებით ზევით.
2). გამართული ხელების გვერდზე აწევა ხელისგულებით ქვევით.
3). მოხრილი ხელების გვერდზე აწევა.
4). ხელების უკან აწევა ხელისგულებით ქვევით და ხელისგულებით ზევით.
4. ჟგუტით ვარჯიშები:
1). გამართული ხელებით მხოლოდ მხრების/ბეჭების მოძრაობა წინ და უკან, ჟგუტი მხრების დონეზეა საყრდენზე გამოდებული.
2). შემდეგი ვარჯიში უკვე ხელებს ვხრით იდაყვში და იდაყვები მიგვაქვს უკან ბეჭების შეერთებით, ვბრუნდებით საწყის პოზიციაში ხელების გაშლით და ბეჭების მოდუნებით 3-4 სერია 12-15 გამეორება.
5. პლანკა გამართული ხელებით, მოძრაობა მხოლოდ ბეჭებით ზევით-ქვევით.
6. კედელთან ზურგით მიყრდნობილი ხელების ზევით-ქვევით ასრიალება.
7. ვჯდებით სკამზე, გამართული ხელებით წინ გვიჭირავს შეკრული ქამარი და ვჭიმავთ გვერდებზე, ვტრიალდებით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
8. იგივე ვარჯიში კეთდება ხელებით ზევით წინ გადახრა გულმკერდის არეში მოხრით და მერე გამართვით, შეიძლება დამჯდარი, მერე ფეხზე დგომში და ასევე კედელთან, ზურგით მიყრდნობილი.
9. ვიღებთ როლერს, ჯერ კედელთან ზურგით ვეყრდნობით როლერს და ვმოძრაობთ ზევით-ქვევით, რამოდენიმე დღის მერე გადავდივართ იატაკზე როლერზე დაწოლილი წინ და უკან მოძრაობა, ხელები თავს უკან კეფაზე.
რამოდენიმე რჩევა:
ფილტვების მოცულობის გაზომვა შეიძლება გულმკერდის გარშემოწერილობით, ვზომავთ ამოსუნთქვაზე და ჩასუნთქვაზე. წესით სხვაობა უნდა იყოს 10-12 სმ.
ცეკვა ფიზიოლოგიურ ნადრეკებს ასწორებს, საჭიროა სპეციალური ვარჯიშები ნადრეკების შესანარჩუნებლად. თავის წრიული ბრუნები მავნებელია, უკან გადახრისას იჭყლიტება ხერხემალში გამავალი არტერია, რასაც მივყავართ ჰიპოქსიამდე.