დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.

ვარჯიშები

14 Nov

რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.

  • In ვარჯიშები, ვიტამინები და დანამატები

1. ბაზისური თუ იზოლირებული ვარჯიშები.

ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ზურგზე ბაზისური ვარჯიშები (მაგ. განტელის ამოწევა ცალი ხელით) დიდი წონებით ზრდის ბიცეფსის ძალას და თავად ბიცეფსს, მაგრამ ბიცეფსის იზოლირებული ვარჯიშები 2-ჯერ მეტად ზრდის კუნთს (მაგ. განტელების აწევა მაჯების შემობრუნებით ფეხზე დგომში). მაქსიმალური შედეგისთვის ზურგის დღეს დაამატეთ ერთი-ორი იზოლირებული ვარჯიში ბიცეფსზე, მაგ. შტანგის აწევა ბიცეფსით და განტელების აწევა ბიცეფსით სუპინირებული მაჯებით დამჯდარი სკამზე.

2. შეარჩიეთ ვარჯიშები ბიცეფსის კარგი გაწელვით.

ისევ კვლევებით დადგინდა, რომ ჯგუფი, რომელიც აკეთებდა განტელების აწევას (სუპინირებული მაჯებით) ქვედა ფაზაში ბიცეფსის გაწელვით 3-ჯერ მეტად გაეზარდათ კუნთი, ვიდრე ჯგუფს რომელიც ვარჯიშობდა ზედა ფაზაში ბიცეფსის პიკზე. გამოდის, რომ ბიცეფსი კარგად იზრდება, თუ ბოლომდე ჩამოვუშვებთ განტელებს ან შტანგას, ამით მეტად იწელება ბიცეფსი დატვირთვის ქვეშ და უკეთესად იზრდება. (ეს არის ერთერთი მიზეზი, თუ რატომაც იზრდება ბიცეფსი იზოლირებული ვარჯიშით უკეთესად, ვიდრე ზურგის ბაზისური ვარჯიშებით, სადაც ბიცეფსი არ იწელება)

აქედან გამომდინარე 3 რჩევა:

1). ვარჯიშები შეასრულეთ სრული ამპლიტუდით.

2). შეარჩიეთ ვარჯიშები კარგი გაწელვით (მაგ. განტელების აწევა სუპინირებული მაჯებით დახრილ სკამზე დამჯდარი ხელები ოდნავ უკან, ან ქვედა ბლოკიდან ცალი ხელის მოხრა სახელურით, ზურგით ვდგევართ კროსოვერთან ხელი ოდნავ უკანაა და კარგად იწელება ბიცეფსი).

3). კუნთის გასათიშად გამოიყენეთ ნაწილობრივი აწევები ქვედა ფაზაში.

3. ბიცეფსის ვარჯიშის მოცულობა.

კვლევებით დადგინდა, რომ კვირაში 15 მისვლა უკეთესად ზრდის ბიცეფსს, ვიდრე კვირაში 6 ან 9 მისვლა. მაგრამ აქვე გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გადავაჭარბოთ, ბიცეფსი პატარა კუნთია და ასევე მუშაობს ზურგთან ერთად და თუ კიდევ დაამატებთ მისვლებს, კუნთი გადაიღლება, გექნებათ მუდმივი ტკივილი, მყესების ანთება და ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ. სავსებით საკმარისია 15 მისვლა კვირაში, რომელიც შეიძლება გაანაწილოთ ასე, ერთ დღეს 9 მისვლა ბიცეფსზე, მეორე დღეს 6 მისვლა ბიცეფსზე.

4. ნეირო-კუნთური კავშირი ტვინსა და ბიცეფსს შორის.

ბიცეფსის ვარჯიშისას წონა აწიეთ კუნთის შეკუმშვით, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იწელება კუნთი გაშლისას და როგორ იკუმშება. ეს რჩევა გამოიყენეთ ყველა კუნთის ჯგუფზე.

5. დატვირთვების, ანუ ძალის პროგრესია.

ბიცეფსის გასაზრდელად გაზარდეთ ძალისმიერი შესაძლებლობები. შეარჩიეთ 2-3 ვარჯიში, რომელსაც მუდმივად გააკეთებთ და ეცადეთ თანდათანობით მოუმატოთ წონებს. თუ ვერ ახერხებთ წონის მომატებას, მოუმატეთ გამეორების რაოდენობას 1-2-ით.

Tags:ბიცეფსიბიცეფსის გაზრდა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.