დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • პროგრამები
  • <strong>30 დღიანი სავარჯიშო პროგრამა ხელების სწრაფად გასაზრდელად.</strong>

პროგრამები

26 Dec

30 დღიანი სავარჯიშო პროგრამა ხელების სწრაფად გასაზრდელად.

  • In პროგრამები

1. ვარჯიშს იწყებთ ბაზისური ვარჯიშით მძიმე წონებით და დატვირთვების პროგრესიით. ჯერ აკეთებთ ბიცეფსზე 3 სერიას და შემდეგ ტრიცეფსზე 3 სერიას.

ყველა მისვლაზე უმატებთ წონას.

მაგ. დაიწყეთ შტანგის აწევა ბიცეფსით და როცა მორჩებით სამივე სერიას გადადით ორძელზე აზიდვებზე წონებით.

ან გამოიყენეთ სხვა ვარჯიშები წყვილში:

შტანგის აწევა ბიცეფსით / ფრანგული ჟიმი;

ან შტანგის აწევა სკოტის სკამზე / განტელის აწევა თავს ზევით;

ან ჩაქუჩები / ხელების გაშლა ტრიცეფსით ზედა ბლოკზე.

30 დღის განმავლობაში თანდათან უმატებთ წონებს ისე, რომ შეძლოთ მაქსიმუმ 6-8 გამეორება. დავუშვათ 20 კგ. შტანგას წევთ 10-12-ჯერ, მოუმატეთ წონას და აწიეთ 22,5 კგ. რამდენჯერაც შეძლებთ (6-მდე მაინც). ეცადეთ, რომ ამ წონით ახვიდეთ 8-9 გამეორებამდე. ამის შემდეგ ისევ მოუმატეთ შტანგას 2.5 კგ.

აკეთებთ 3 სერიას და მე-3 სერია უნდა იყოს კუნთის გათიშვამდე. მესამე სერიაში წონა ისეთი უნდა იყოს, რომ შეძლოთ მხოლოდ 6 გამეორება.

2. სუპერსეტი. პრინციპი მოზიდვა – აკვრა. ეს ნიშნავს, რომ ტრიცეფსზე თითოეული მისვლის შემდეგ აკეთებთ მისვლას ბიცეფსზე. მისვლებს შორის დასვენება 2 წუთი.

მაგ. ორძელზე აზიდვის შემდეგ სკოტზე შტანგის აწევა.

3. გამეორებების დიაპაზონის ცვლილება.

მთელი ვარჯიშის განმავლობაში თქვენ მუშაობდით 6-8 გამეორების დიაპაზონში სწრაფ ბოჭკოებზე, ნელი ბოჭკოების გასავითარებლად საჭიროა ბევრი გამეორება. ამიტომ ბოლო ვარჯიშში სამივე მისვლაში უნდა გავაკეთოთ ბევრი გამეორება, რისთვისაც გამოვიყენოთ დროპ სეტი.

მაგ. ჯერ აკეთებთ ტრიცეფსზე ხელების გაშლას ზედა ბლოკიდან მძიმე წონით 6-8 გამეორება და როგორც კი მორჩებით  შემდეგ აკლებთ წონას და აკეთებთ კიდევ 15-20 გამეორებას. ამის შემდეგ ეგრევე გადადიხართ ქვედა ბლოკიდან ხელების მოხრაზე ბიცეფსით და აკეთებთ იგივეს, ჯერ 6-8 გამეორება და შემდეგ წონის დაკლებით 15-20 გამეორება.

4. გაზარდეთ ვარჯიშების რაოდენობა კვირის განმავლობაში. ამისთვის გამოიყენეთ პრინციპი მოზიდვა – აკვრა.

პროგრამა მოზიდვა – აკვრა.

ორშ. მკერდი – ზურგი

სამშ. ფეხები

ოთხშ. ხელები

ხუთშ. დასვენება

პარასკ. მკერდი – ზურგი

შაბ. ფეხები

კვირა. ხელები

Tags:ხელების გაზრდა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 დღიანი სპლიტი. აჭიმვები, მოზიდვები, ფეხები.
June 13, 2023
2 დღიანი ზედა-ქვედას სპლიტი.
June 10, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.