დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • <strong>ფეხის კუნთების აგებულება და ფუნქციები.</strong>

ვარჯიშები

08 Mar

ფეხის კუნთების აგებულება და ფუნქციები.

  • In ვარჯიშები

ბარძაყის ოთხთავა კუნთი შედგება 4 თავისგან.

ბარძაყის სწორი კუნთი ყველაზე გრძელი და ერთადერთი ორსახსრიანი კუნთია ოთხთავა კუნთში, მისი ფუნქციაა ბარძაყის მოხრა მენჯის სახსარში და წვივის გაშლა მუხლის სახსარში. ის იწყება თეძოს ძვალის წინა მხარის ქვედა ნაწილიდან და ბოლოვდება წვივის ძვალზე.  

ბარძაყის ლატერალური და მედიალური კუნთის ფუნქციაა წვივის გაშლა მუხლის სახსარში.

ბარძაყის შუამდებარე კუნთი ღრმა კუნთია და დაფარულია ბარძაყის სწორი კუნთით. ის იწყება ბარძაყის ძვალის პროქსიმალური ნაწილის წინა მხრიდან და ბოლოვდება მყესით, რომელიც უერთდება ოთხთავა კუნთის საერთო მყესს. მისი ფუნქციაც იგივეა, ფეხის გაშლა მუხლის სახსარში. 

ოთხთავა კუნთი სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ ზედა, შუა და ქვედა ნაწილებად.

ზედა ნაწილი მუშაობს ბარძაყის მოხრისას, მაგ. ფეხის წინ აქნევა, ჩაჯდომა და სხვ.

ქვედა და შუა ნაწილი აქტივირდება წვივის გაშლისას, მაგ. მუხლებზე დამდგარი მთელი ტანით უკან გადახრა და დაბრუნება, ფეხების გაშლა ტრენაჟორში და სხვ.

ბარძაყის სწორი კუნთი უკეთესად მუშაობს გამართული ბარძაყისას, ვიდრე მოხრილის დროს. მაგ. ფეხების ტრენაჟორში გაშლისას სწორ სკამზე დაწოლილ მდგომარეობაში ზედა ფაზაში (45 გრადუსიდან ზევით). ფეხების გაშლის ტრენაჟორში სკამზე დამჯდარი სწორი კუნთი იმუშავებს თუ საზურგეს უკან გავწევთ და ბარძაყს გავშლით მენჯ-ბარძაყის სახსარში.  

ბარძაყის ლატერალური, მედიალური და შუამდებარე კუნთები მუშაობენ მრავალსახსრიან ვარჯიშებში მაგ. ჩაჯდომებში, ფეხების წოლჭიმში, ბულგარულ ჩაჯდომებში. ამ ვარჯიშებში ბარძაყის სწორი კუნთი არ მუშაობს, შესაბამისად არც ჰიპერტროფირდება (განსაკუთრებით ნაწილობრივი, არასრული მოძრაობისას), ამიტომ ვერ ვითარდება ოთხთავა კუნთი სრულად მრავალსახსრიან  ვარჯიშებში. ამის მიზეზია ბარძაყის სწორი კუნთის მონაწილეობა ბარძაყის მოხრაში და ამიტომ  მრავალსახსრიან ვარჯიშებში ბარძაყის გაშლისას ის წარმოადგენს ანტაგონისტ კუნთს.

ბარძაყის სწორი კუნთი აქტიურად მუშაობს ისეთ ვარჯიშებში როგორიცაა ქვედა ბლოკის ცალი ფეხით გამოქაჩვა წინ გამართული ფეხით ზურგით კროსოვერისკენ, ფეხს ვწევთ 45 გრადუსამდე, სისი ჩაჯდომები, ფეხის გაშლა ტრენაჟორში ჰორიზონტალური სკამით, გამართული ტანით მუხლებში ჩაჯდომები, სადაც მუხლები წინ მიდის და ცალი ხელით ვეჭიდებით საყრდენს.

ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები პირობითად დაყოფილია მედიალურად და ლატერალურად  განლაგებულ კუნთებად. მედიალურად განლაგებულია ნახევრადმყესოვანი და თითისტარა კუნთი, რომელთა ფუნქციაც არის ბარძაყის გაშლა და წვივის მუხრა მუხლის სახსარში, მაგ. ზედა ბლოკიდან გამართული ფეხის ჩამოქაჩვა და ფეხის მოხრა ტრენაჟორში. ასევე მონაწილეობენ ბარძაყის შიდა ბრუნვაზე, მაგ. ტრენაჟორში ფეხების მოზიდვაში.

ბარძაყის ლატერალურ მხარეზე მდებარეობს ბარძაყის ორთავა კუნთი, რომელიც შედგება გრძელი და მოკლე თავებისგან. გრძელი თავის ფუნქციაა ბარძაყის გაშლა მაგ. გამართული ფეხებით შტანგის ამოწევა, წვივის მოხრა მაგ. ტრენაჟორში ფეხების მოხრა და ბარძაყის გარეთ ბრუნვა. ორთავა კუნთის მოკლე თავის ფუნქციაა ფეხის მოხრა მუხლის სახსარში.

შტანგის ამოწევისას და ტრენაჟორში ფეხების მოხრისას გარეთ შებრუნებული ფეხებით მუშაობს ორთავა კუნთის ლატერალური ნაწილი, ხოლო ფეხების შიგნით შებრუნებით დატვირთვა გადადის მედიალურ ნაწილზე.

ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები შეიძლება კიდევ დავყოთ პროქსიმალურ და დისტალურ ნაწილებად. წვივის მოხრა უფრო მეტად ააქტიურებს დისტალურ ნაწილს, ხოლო ბარძაყის გაშლისას უფრო მეტად აქტიურდება პროქსიმალური ნაწილი.

Tags:ბარძაყის ლატერალური კუნთიბარძაყის მედიალური კუნთიბარძაყის ოთხთავა კუნთიბარძაყის სწორი კუნთიბარძაყის შუამდებარე კუნთი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.