დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • კუნთის ბოჭკოების სახეობები.

დამწყებებისთვის

05 Apr

კუნთის ბოჭკოების სახეობები.

  • In დამწყებებისთვის

თეთრი და წითელი ბოჭკოები

სწრაფი და ნელი ბოჭკოები

გლიკოლიტური, ჟანგვადი და შუალედური ბოჭკოები

მაღალზღვრული და დაბალზღვრული ბოჭკოები

თეთრი და წითელი ბოჭკოები

თეთრი ბოჭკოები: მიოგლობინი, მიტოქონდრიები და ჟანგბადის მოხმარება – ცოტაა

წითელი ბოჭკოები: მიოგლობინი, მიტოქონდრიები და ჟანგბადის მოხმარება – ბევრია

მიოგლობინი წითელი ფერისაა და ჟანგბადის გადამტანია უჯრედში. რაც მეტ ჟანგბადს მოიხმარს უჯრედი, მით მეტი მიოგლობინი მიეწოდება უჯრედს.

ძალისმიერ ვარჯიშში უფრო მეტად იტვირთება თეთრი ბოჭკოები, ხოლო მარათონში გამოიყენება წითელი ბოჭკოები.

სწრაფი და ნელი ბოჭკოები

სწრაფი ბოჭკოები: სწრაფად იკუმშება და ფერმენტ ატფ-აზა-ს აქტიურობა მაღალია

ნელი ბოჭკოები: ნელა იკუმშება და ფერმენტ ატფ-აზა-ს აქტიურობა დაბალია

ძალისმიერ სპორტში უფრო მეტად იტვირთება სწრაფი ბოჭკოები.

გლიკოლიტური, ჟანგვადი და შუალედური ბოჭკოები

გლიკოლიტური ბოჭკოები: ენერგიის ძირითადი წყაროა გლუკოზა, ენერგომომარაგება ხდება ანაერობული გლიკოლიზით და ცოტა აქვს მიტოქონდრიები

ჟანგვადი ბოჭკოები: ენერგიის ძირითადი წყაროა ცხიმოვანი მჟავები, ენერგომომარაგება ხდება დაჟანგვით და ბევრი აქვს მიტოქონდრიები

შუალედური ბოჭკოები: ენერგიის ძირითადი წყაროა გლუკოზა და ცხიმოვანი მჟავები, ენერგომომარაგება ხდება აერობული და ანაერობული გლიკოლიზით და დაჟანგვით, აქვს საშუალო რაოდენობის მიტოქონდრიები

შუალედურ ბოჭკოებს შეუძლიათ გარდაიქმნან გლიკოლიტურ, ან ჟანგვად ბოჭკოებად, ადამიანის აქტიურობის სახეობიდან გამომდინარე. თუ ადამიანი დაკავებულია ძალისმიერი სპორტით, მაშინ შუალედურ ბოჭკოებში მცირდება მიტოქონდრიების რაოდენობა და გარდაიქმნება გლიკოლიტურ ბოჭკოებად, ხოლო თუ გამძლეობაზე ვარჯიშობს, მაშინ მატულობს მიტოქონდრიების რაოდენობა და შუალედური ბოჭკოები გარდაიქმნება ჟანგვად ბოჭკოებად.

მაღალზღვრული და დაბალზღვრული ბოჭკოები

მაღალზღვრული ბოჭკოები: აღგზნების ზღვარი და ნერვული იმპულსის გადაცემის სიჩქარე მაღალი, აქსონი დაფარულია მიელინის გარსით

დაბალზღვრული ბოჭკოები: აღგზნების ზღვარი და ნერვული იმპულსის გადაცემის სიჩქარე დაბალი, აქსონი არ არის დაფარული მიელინის გარსით

ბოჭკოების ყველა მოძრავი ერთეული არ ერთვება მუშაობაში ერთდროულად. ზოგიერთი მოძრავი ელემენტისთვის აღგზნების ზღვარი ძალიან მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს დიდი დატვირთვა, რომ მუშაობაში ჩაერთოს ეს მოძრავი ერთეულები. მაგ. როცა ადამიანი ჩვეულებრივად მოძრაობს, დადის, ჭამს, ლაპარაკობს მაშინ მაღალზღვრული მოძრავი ერთეულები არ ერთვება მუშაობაში. ხოლო თუ ადამიანს უნდა აწიოს რაიმე სიმძიმე, ამ დროს უკვე ერთვება მაღალზღვრული ბოჭკოები.

მოძრავი ერთეული არის კუნთის ბოჭკო და მოტონეირონი.

მოტონეირონი ინერვაციას უკეთებს კუნთის ბოჭკოს და არის 2 სახის, მიელინის გარსით და მის გარეშე. მიელინის გარსი საშუალებას აძლევს მოტონეირონს გაცილებით სწრაფად გაატაროს ნერვული იმპულსი, რაც აუცილებელია როცა ადამიანს უნდა ჩართოს დიდი რაოდენობის მოძრავი ერთეულები, მაგ. დიდი დატვირთვის დროს. მაღალზღვრული ბოჭკოების მოტონეირონები არის მიელინის გარსით, რომელიც სწრაფად ატარებს ნერვულ იმპულსს ტვინიდან ბოჭკოებამდე და ეს ბოჭკოები სწრაფად ერთვება მუშაობაში.

ეხლა გავაერთიანოთ კუნთის ბოჭკოების ყველა კლასიფიკაცია:

1. სწრაფი, თეთრი, მაღალზღვრული გლიკოლიტური ბოჭკოები (მგბ): ძირითადი ენერგომომარაგება ანაერობული გლიკოლიზი, აღგზნების ზღვარი ძალიან მაღალი და მუშაობაში ერთვებიან ყველაზე ბოლოს, აქსონი მიელინის გარსით, მიტოქონდრიების რაოდენობა ძალიან ცოტა. ამ ბოჭკოების რაოდენობა ორგანიზმში ძალიან ცოტაა, ზოგიერთ გლიკოლიტურ ბოჭკოებს შეუძლიათ გარდაიქმნან მაღალზღვრულ გლიკოლიტურ ბოჭკოებად აქსონის მიელინიზაციის ხარჯზე.

2. სწრაფი, თეთრი გლიკოლიტური ბოჭკოები (გბ): სწრაფია, მაგრამ მაღალზღვრულზე ნაკლები სისწრაფის, აღგზნების ზღვარი მაღალი, მაგრამ მაღალზღვრულზე დაბალი და შუალედურზე მაღალი, აქსონი მიელინის გარსის გარეშე, მიტოქონდრიების რაოდენობა დაბალია. ამ ბოჭკოების რაოდენობა სხვადასხვაა, რადგან შუალედურ ბოჭკოებს შეუძლიათ გარდაიქმნან გლიკოლიტურ ბოჭკოებად. 

3. შუალედური ბოჭკოები (შბ): შეიძლება იყოს თეთრიც და წითელიც, შეკუმშვის სისწრაფე შეიძლება იყოს მაღალიც და დაბალიც, რაც დამოკიდებულია ატფ-აზას აქტიურობაზე და ამას განსაზღვრავს გენეტიკა. ენერგომომარაგება როგორც აერობული და ანაერობული გლიკოლიზი, ასევე ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა, აღგზნების ზღვარი საშუალო (გლიკოლიტურ და ჟანგვად ბოჭკოებს შორის), მიტოქონდრიების რაოდენობა საშუალო, მაგრამ შეუძლიათ მოიმატონ ან შემცირდნენ, რაც ვარჯიშზეა დამოკიდებული. აქსონი მიელინის გარსის გარეშე. ამ ბოჭკოების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს ასევე ვარჯიშით.

4. წითელი, ნელი, ჟანგვადი ბოჭკოები (ჟბ): წითელია, დაბალი სისწრაფის, ძირითადი ენერგომომარაგება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა, აღგზნების ზღვარი დაბალი, აქსონი მიელინის გარსის გარეშე, მიტოქონდრიების რაოდენობა ძალიან მაღალი. მათი რაოდენობა იცვლება ვარჯიშით.

Tags:გლიკოლიტურითეთრი და წითელი ბოჭკოებიმაღალზღვრული და დაბალზღვრული ბოჭკოებიჟანგვადი და შუალედური ბოჭკოებისწრაფი და ნელი ბოჭკოები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.