დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • როგორ ვებრძოლოთ უძილობას.

დამწყებებისთვის

15 მაი

როგორ ვებრძოლოთ უძილობას.

  • In დამწყებებისთვის

მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ძილის ხარისხს, არის ძილის ჰორმონი მელატონინი, რომელიც გამომუშავდება სიბნელეში. ეპიფიზი გარდაქმნის სეროტონინს მელატონინში. შუქი თიშავს მელატონინის გამომუშავებას. მელატონინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისათვის, ის ასევე ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამით შეუძლია გაგვიხანგრძლივოს სიცოცხლე. ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის გამომუშავება მცირდება. უძილობა სხვა დაავადებებთან ერთად  იწვევს ელასტიურობის დაკარგვას, ტკივილს და ანთებას.

მელატონინის გამომუშავებისთვის ჯობია დავიძინოთ როცა ბნელდება, 22-23 საათისთვის.

როგორ გავაუმჯობესოთ მელატონინის სინთეზი ორგანიზმში:

1. როცა წვებით დასაძინებლად, გამორთეთ შუქი და ყველა ხელსაწყო, რომელიც ანათებს.

2. ფტორი, რომელიც ონკანის წყალშია, ხელს უშლის ეპიფიზის მუშაობას, ამიტომ დააყენეთ წყლის ფილტრი.

3. ტელევიზორის, კომპიუტერის ცისფერი შუქი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. იყიდება სპეციალური სათვალეები ცისფერი შუქის ფილტრით, ან კომპიუტერზე დააყენეთ სპეციალური პროგრამა.

4. დღისით მეტი დრო გაატარეთ მზის სხივების ქვეშ, გამომუშავდება მეტი ვიტამინი D, რომელიც მელატონინის ანტაგონისტია, დღისით ის თიშავს მელატონინის გამომუშავებას, რათა ღამით უკეთესად გამომუშავდეს.

5. თავი აარიდეთ სტრესს, კორტიზოლიც ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას.

6. კოფეინი და ალკოჰოლიც ბლოკავს მელატონინის გამომუშავებას.

7. სიბნელესთან ერთად მელატონინის გამომუშავებას ასტიმულირებს სიცივეც, ამიტომ საძინებელში ჯობია იყოს სიგრილე.

8. მელატონინის გამომუშავებას და ღრმა ძილის ფაზას ხელს უშლის ელექტრო-მაგნიტური ველი. შედეგად ჩვენ კი გვძინავს, მაგრამ ორგანიზმი ვერ ისვენებს. საჭიროა ყველა ელექტრო მოწყობილობა გამოვრთოთ შტეფსელიდან, ხოლო მობილური ტელეფონი დავტოვოთ რაც შეიძლება შორს საწოლიდან, ან გადავიყვანოთ ფრენის რეჟიმში.

Tags:მელატონინიუძილობა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.