დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • რატომ ვერ ვიკლებთ შიმშილობის დროს.

გახდომა

23 მაი

რატომ ვერ ვიკლებთ შიმშილობის დროს.

  • In გახდომა

ადამიანის ორგანიზმი მიჩვეულია შიმშილს, უხსოვარი დროიდან მას უწევდა შიმშილთან შეგუება, ამიტომ ჩვენ ორგანიზმში ჩამოყალიბდა ადაპტაციური მექანიზმები გადარჩენისათვის. ეს მექანიზმები ერთვება როგორც კი ვიწყებთ შიმშილს, იწყება ჰორმონალური ადაპტაცია.

როცა გვინდა გახდომა, ჩვენ ვიწყებთ კალორიების შემცირებას და ვარჯიშს, იწყება ცხიმის წვა. ორგანიზმს არ უყვარს მარაგების კარგვა, ამიტომ ჰორმონები ანელებენ მეტაბოლიზმს და ცხიმის წვა ჩერდება. დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტის, ან შიმშილის დროს პირველ რიგში იწურება გლიკოგენის მარაგი, რომელიც აკავებს წყალს, ამიტომაა, რომ თავიდან ადვილად ვიკლებთ პირველ 4-5 კგ-ს წყლის ხარჯზე. ამის მერე დგება პლატო, რაშიც მთავარი დამნაშავე არის ინსულინი. თუ ინსულინი მაღალია თქვენ ვეღარ წვავთ ცხიმს.

ინსულინის დონე რომ მცირდება ამას შევატყობთ მადაზე, თუ მადა მცირდება, ე. ი. ინსულინი შემცირდა.

რა გავაკეთოთ, რომ დავწიოთ ინსულინი:

1. გაზარდეთ შიმშილობის პერიოდი. არ ჭამოთ თუ არ გშიათ და მიიღეთ მეტი ცხიმი (75 გრ-მდე), რომ უფრო დიდხანს გაუძლოთ შიმშილს.

2. შეამცირეთ ნახშირწყლების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად. ზოგ პროდუქტში არის ფარული შაქრები, ან შეიცავს გლუტამატს რომელიც ასტიმულირებს ინსულინს.

3. მოერიდეთ სტრესს. სტრესზე გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც შლის კუნთის ცილას და გარდაქმნის შაქრად და წევს ინსულინს ზევით. ანალოგიურად გარდაქმნის ცხიმის კეტონებს შაქრად.

4. იძინეთ მეტი. გამოუძინებლობა ზრდის შაქრის დონეს სისხლში, გიძლიერდებათ შიმშილის გრძნობა.

5. არ მიიღოთ ტრანსცხიმები.

6. ივარჯიშეთ შიმშილის დროს.

7. ზოგიერთი წამალი იწვევს ინსულინრეზისტენტობას, ექიმის რეკომენდაციით შეცვალეთ ეს წამლები სხვა პრეპარატებით.

ხანგრძლივი (ერთკვირიანი) შიმშილობის დროს არის კუნთის დაწვის საშიშროება. ამ დროს პროტეინის ნაცვლად უმჯობესია ამინომჟავების კომპლექსის, ასევე ვიტამინების და მიკროელემენტების მიღება. არსებობს ამინომჟავების ათვისების მაჩვენებელი სხვადასხვა ცილოვანი საკვებისთვის. ანუ ამინომჟავების რამდენი % აითვისება სხვადასხვა ცილოვანი საკვებიდან, დანარჩენი გამოიყენება როგორც საწვავი გლუკოზის სახით. ამიტომ შიმშილობის დროს ცილის მიღებისას ნახევარზე მეტი ამინოები გარდაიქმნება გლუკოზად. მაგ:

1. კვერცხიდან აითვისება 48%

2. თევზიდან და ხორციდან 32%

3. სოიოდან 17%

4. შრატის პროტეინიდან (ინსულინური ინდექსიც ამ პროტეინს უარესი აქვს) 16%

5. ამინომჟავების კომპლექსიდან 99%

Tags:ამინომჟავების კომპლექსიშიმშილობა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.