დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.

გახდომა

25 Jul

როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.

  • In გახდომა, მუცლის პრესი

სასწორი არ გვიჩვენებს ფიზიკური ფორმის მთლიან სურათს. წონა სიმაღლესთან მიმართებაში შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ არ ვიყოთ კარგ სპორტულ ფორმაში, გვქონდეს ბევრი ცხიმი და ცოტა კუნთი. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ მეტი კუნთური მასა და მინიმუმამდე შევამციროთ ცხიმი. ამისათვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენ პროცენტს შეადგენს კანქვეშა ცხიმი ორგანიზმში.

არსებობს ორგანიზმში ცხიმის შემცველობის გაზომვის რამოდენიმე მეთოდი, რომელთგან ერთერთი ყველაზე მარტივი და შედარებით ზუსტი მეთოდია კალიპერით კანქვეშა ცხიმის გაზომვა. ზუსტი გაზომვისთვის დაგვჭირდება დამხმარე, რომელიც გამოწევს კანს ცხიმთან ერთად, ამ დროს კუნთი უნდა იყოს დაჭიმული. მამაკაცებისთვის კალიპერით ვიღებთ მაჩვენებლებს 3 წერტილში: მკერდზე (იღლიასა და ძუძუს თავს შორის), მუცელზე (ჭიპიდან 3 სმ-ზე) და ბარძაყზე (ყველაზე მსხვილ ადგილზე შუაში). მერე ვაჯამებთ მონაცემებს და გამოგვყავს საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი.

თუ კალიპერის საშუალო მაჩვენებელი 6 მმ. მაშინ ცხიმის %-ლი შემცველობა 5-8%-ია

13 მმ = 9-13 %

19 მმ = 14-18 %

25 მმ = 19-23 %

38 მმ = 24-27%

51 მმ = 28-32 %

60 მმ-ზე მეტი = 33%-ზე მეტი

ამ მეთოდით შეიძლება ზუსტად ვერ დაადგინოთ რამდენია კანქვეშა ცხიმი, მაგრამ თუ პერიოდულად კალიპერით გაზომავთ კანქვეშა ცხიმს, თქვენ გეცოდინებათ რა მიმართულებით მიდიხართ, მცირდება თუ არა კანქვეშა ცხიმი, რასაც ვერ გაიგებთ სასწორით, რადგან წონა შეიძლება დაიკლოთ წყლის, ან კუნთის ხარჯზე.

ცხიმის შემცველობის პროცენტის კალკულატორი: https://beregifiguru.ru/%D0%9A%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BA%D1%83%D0%BB%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%80%D1%8B/%D0%A0%D0%B0%D1%81%D1%87%D0%B5%D1%82-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%86%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0-%D0%B6%D0%B8%D1%80%D0%B0

Tags:კალიპერიცხიმის შემცველობის პროცენტის კალკულატორი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
რატომ არის მუცელი წინ გამოწეული და რა იწვევს ჰიპერლორდოზს.
July 28, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.