მნიშვნელოვანია თუ არა კუნთის შეგრძნება ფიტნესში?

ზოგჯერ ვარჯიშისას კუნთის მუშაობას მკაფიოდ გრძნობთ, ზოგჯერ კი — ნაკლებად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კუნთი სათანადოდ არ მუშაობს?
კუნთის შეგრძნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის კუნთის ზრდის მთავარი ფაქტორი არ არის!
ფიტნესში ხშირად ვიყენებთ ცნებას — ნეირო-კუნთურ კავშირს, ანუ გონებრივი კავშირი კუნთთან. ეს გულისხმობს ყურადღების კონცენტრაციას კონკრეტული კუნთის შეკუმშვასა და მუშაობაზე ვარჯიშის შესრულების დროს.
როდის არის ეს განსაკუთრებით სასარგებლო?
🔹 იზოლირებულ ვარჯიშებში, მაგალითად, ბიცეფსის მოხრისას ან ტრიცეფსის გაშლისას.
🔹 როდესაც სწავლობთ მოძრაობის სწორად შესრულებას და ცდილობთ, სამიზნე კუნთის მუშაობა უკეთ გააკონტროლოთ.
🔹 როდესაც ვარჯიშისას სხვა კუნთები ზედმეტად ერთვება და სამიზნე კუნთზე ყურადღების გადატანა გჭირდებათ.
მაგრამ,
თუ წოლჭიმში მკერდს კარგად ვერ გრძნობთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს. რადგან წოლჭიმში ტრიცეფსი და წინა დელტაც მონაწილეობს მოძრაობაში. ამასთან, კუნთის შეგრძნება, ან ძლიერი წვა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კუნთი უფრო მეტად გაიზრდება.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
✅ ვარჯიშის სწორ ტექნიკას.
✅ სამიზნე კუნთზე დატვირთვის კონტროლს.
✅ დატვირთვის პროგრესს დროთა განმავლობაში.
✅ საკმარის აღდგენასა და კვებას.
დასკვნა: კუნთის შეგრძნება ფიტნესში მიზანი კი არა დამხმარე საშუალებაა, განსაკუთრებით ტექნიკისა და კუნთის კონტროლის გასაუმჯობესებლად. თუმცა კუნთის ზრდისთვის მხოლოდ შეგრძნებაზე ნუ იქნებით დამოკიდებული — უფრო მნიშვნელოვანია: ვარჯიშის სწორად შესრულება, ვარჯიშის ბიომექანიკისა და კუნთის ფუნქციის ცოდნა, შესაბამისი დატვირთვის შერჩევა და მუდმივი პროგრესი. კუნთის შეგრძნება კი ამ პროცესში შეიძლება დაგეხმაროთ, განსაკუთრებით იზოლირებულ ვარჯიშებში.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია.

