ფიტნეს კლუბი თიდანი გთავაზობთ სხვა და სხვა სერვისებს
ძალისმიერი ვარჯიში
ძალისმიერი ვარჯიში – ეს არის თავისუფალი წონებით შტანგებით, განტელებით და ძალისმიერი ტრენაჟორებით ვარჯიში. ძალისმიერი ვარჯიში განკუთვნილია კუნთური მასის გამკვრივებისა და განვითარებისთვის, ასევე ძალის მომატებისთვის. ეს არის ანაერობული დატვირთვა, რა დროსაც აქტიურად იწვება ნახშირწყლები გლიკოგენის სახით, მაგრამ არ ხდება ცხიმის წვა. ერთსაათიანი აქტიური ძალისმიერი ვარჯიშით იწვება 200-დან 300-მდე კკალ. ენერგია. მთელი დღის მანძილზე ჩქარდება მეტაბოლიზმი. დაიწყეთ ძალისმიერი ვარჯიში ჩვენი გამოცდილი მწვრთნელების მეთვალყურეობით, ისინი გასწავლიან ვარჯიშების სწორად შესრულების ტექნიკას, დაგაზღვევენ ვარჯიშის შესრულებისას, რომ არ მიიღოთ ტრავმა და სწრაფად მოიმატოთ კუნთური მასა.
კარდიო აერობული ვარჯიში
კარდიო აერობული ვარჯიში – ეს არის ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა, რომლის დროსაც მუშაობაში ჩართულია უამრავი კუნთი და მოიხმარება დიდი რაოდენობით ჟანგბადი. აერობული ვარჯიში სრულდება დაბალი და საშუალო ინტენსივობით, ასევე გამოირჩევა დინამიური, უწყვეტი და გრძელვადიანი ხასიათის შესრულებით (5 წთ-ზე მეტი), რასაც თან ახლავს მაღალი სიხშირის გულისცემა და სწრაფი სუნთქვა, რა დროსაც აქტიურად იწვება ცხიმი. აერობული ვარჯიში გამოიყენება გახდომისათვის, ერთსაათიანი ინტენსიური კარდიო აერობული ვარჯიშით იწვება 500-დან 600-მდე კკალ. ენერგია. ჩვენ დარბაზში შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა კარდიო ტრენაჟორებით სარბენი ბილიკი, თხილამურები, ველოტრენაჟორი, სტეპი. გვაქვს ასევე აერობული ვარჯიშების სპეციალური კომპლექსები სხვადასხვა პრობლემური ზონებისთვის. ჩვენი ინსტრუქტორები შეგიდგენენ გასახდომ სავარჯიშო და კვების პროგრამებს, გასწავლიან ვარჯიშებს, დაგეხმარებიან ეფექტურად დაწვათ ცხიმი და მოიშოროთ ზედმეტი წონა.
ჯგუფური ვარჯიში
ჯგუფური ვარჯიში – ეს არის საბაზისო პროგრამები და მეთოდიკა, რომლებიც შექმნილია ჯგუფური ვარჯიშისთვის. ჯგუფური ვარჯიში მიზნად ისახავს სხეულის გაჯანსაღებას, წონის კლებას და ფორმების კორექციას. ჯგუფური ვარჯიშის უდავო უპირატესობაა სხვადასხვა მომზადების დონის ადამიანებისთვის სამოტივაციო ატმოსფერო და დადებითი ემოციების მუხტი. ჯგუფში ვარჯიში გიყალიბებთ დისციპლინას, არ ჩამორჩეთ სხვებს და მუდმივად გაიუმჯობესოთ თქვენი შედეგები. ტრენინგები ტარდება ტრენერის ხელმძღვანელობით, რომელიც გეხმარებათ ჩადგეთ რეჟიმში, აკონტროლებს ვარჯიშების სწორად შესრულებას და გაძლევთ რეკომენდაციებს კვების შესახებ. დაბალინტენსიური დატვირთვა იცვლება დინამიური დატვირთვით. გუნდური მუშაობა ხელს უწყობს მოუმზადებელი მოვარჯიშის სწრაფ ადაპტაციას სავრჯიშო პროგრამებზე. გარდა ამისა, ტრენინგის ეს ფორმა ხელს უწყობს ინტერესთა წრის გაფართოებას და ახალი მეგობრების შეძენას.
პერსონალური ვარჯიში
პერსონალური ვარჯიში – ეს არის ინდივიდუალური გაკვეთილი, რომელსაც ინსტრუქტორი ატარებს პირადად თქვენთვის, თქვენი მიზნების, ფიზიკური ფორმის, ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სურვილების გათვალისწინებით. თიდანი გირჩევთ პერსონალურ ვარჯიშს გამოცდილ მწვრთნელთან, როგორც უმოკლეს გზას თქვენი მიზნის მისაღწევად – როგორც გახდომისთვის, ასევე მასის, ძალის და გამძლეობის მომატებისთვის. თქვენი პირადი ტრენერი: უზრუნველყოფს თქვენი ვარჯიშის უსაფრთხოებას და მაქსიმალურ ეფექტურობას; ადგენს ოპტიმალურ განრიგს და სასწავლო პროგრამას, მოტივაციას გაძლევთ ვარჯიშზე ჩაერთოთ მთელი ძალები; პროფესიონალურად აკონტროლებს ყველა ცვლილებას თქვენს სხეულში და სპორტულ მაჩვენებლებში, დროულად განიხილავს ვარჯიშის პროგრამას, არეგულირებს ვარჯიშის დატვირთვას და ინტენსივობას; იძლევა რეკომენდაციებს კვებისა და დღის რეჟიმის შესახებ, გეხმარებათ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლაში; გაძლევთ ცოდნას და უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ მომავალში დამოუკიდებლად შეინარჩუნოთ შესანიშნავი ფიზიკური ფორმა!
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში – ეს არის ვარჯიშის სახეობა, როდესაც ხდება დატვირთვის ცვლილება მონაცვლეობით, მაღალი ინტენსიურობიდან დაბალ ინტენსივობამდე. მაგ, სპრინტით სირბილი და ძუნძულით სირბილი. ინტერვალური ვარჯიშის ამოცანაა მოკლე დროში მივაღწიოთ აერობულ ზღვარს, (ინტენსივობა, როდესაც ორგანიზმი გადადის ანაერობულ რეჟიმში და ენერგიის წყაროს სახით იყენებს ნახშირწყლებს და არა ცხიმებს) და დაბრუნდეს ჩვეულებრივ სავარჯიშო რეჟიმში. როგორც წესი აერობული ზღვარი შეადგენს მაქსიმალური პულსის 85%-ს. ინტერვალური ვარჯიში გამოიყენება სხვადასხვა კარდიო ტრენაჟორებით ვარჯიშის დროს. დატვირთვის ინტესივობის ცვლილება მიიღწევა სიჩქარის, მანძილის და პულსის სიხშირის შეცვლით. ინტერვალური ტრენინგის უპირატესობა. ინტერვალური ვარჯიში, განსხვავებით დაბალ ინტენსიური აერობული დატვირთვისგან, იწვევს მეტაბოლიზმის გააქტიურებას, რაც ხელს უწყობს ეფექტურად ცხიმის წვას არა მარტო ვარჯიშის დროს, არამედ ვარჯიშის შემდეგაც.
ფუნქციონალური ვარჯიში
ფუნქციონალური ვარჯიში – ეს არის ვარჯიშის სახეობა, რომელიც მიმართულია სპორტსმენის ფიზიკური თვისებების – ძალის, გამძლეობის, სისწრაფის, მოქნილობის, კოორდინაციის, ელასტიურობის განვითარებისკენ ერთობლიობაში. ფუნქციონალური ვარჯიში აუმჯობესებს მოვარჯიშის აღნაგობას, ხელს უწყობს კარგი ფიზიკური კონდიციების და სპორტული ფორმის შენარჩუნებას. ფუნქციონალური ვარჯიშის ინტენსივობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენ ფიზიკურ მონაცემებს, გადაჭარბებული დატვირთვები უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ფუნქციონალურ ვარჯიშს ხშირად იყენებენ პროფესიონალი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტის სახეობებში – წონასწორობის გრძნობის, ფეთქებადი ძალის, სწრაფი სტარტის განვითარებისთვის. მოწყობილობები (თავისუფალი წონები, ფიტბოლი, მედბოლი, ბოსუ, TRX და სხვ.) რომლებსაც იყენებენ ვარჯიშისას, თავისუფალი, არაფიქსირებული ტრაექტორიით მოძრაობის საშუალებას გაძლევთ, თქვენი კუნთები მუშაობენ ისე, როგორც ეს ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფუნქციონალური ვარჯიშები ეფექტურია იმიტომ, რომ მუშაობაში ერთვება თქვენი სხეულის ყველა კუნთი, მათ შორის ღრმა სტაბილიზატორი კუნთები, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.