რა არის სინამდვილეში გამოშრობა, ე.წ. „სუშკა“
გამოშრობის მიზანია სხეულის ცხიმისგან და სითხისგან განთავისუფლება კუნთის შენარჩუნებასთან ერთად.
გახდომა და სუშკა სხვადასხვა ცნებაა. გამოშრობა არის უმკაცრესი დიეტა, რომელიც ყველას არ სჭირდება და არც შეიძლება, საშიშია სიცოცხლისათვის. მას იყენებენ ბბ-ბი, ფიტნესმოდელები ან სპორტსმენები, რომლებსაც უნდათ მოკლე დროში დაიკლონ წონა.
კვება გამოშრობის დროს.
გამოშრობის დაწყება არ შეიძლება ორგანიზმის წინასწარ მომზადების გარეშე. არ უნდა გადახვიდეთ პირდაპირ მკაცრ ცილოვან დიეტაზე. 3 კვირით ადრე გადადით დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე და გაზარდეთ ცილები.
გამოშრობა იყოფა 4 პერიოდად.
1 პირველი პერიოდი. დაბალნახშირწყლოვანი დიეტა.
ნახშირწყლებს ვამცირებთ 2-ჯერ, ცილები 50-60%, ცხიმები 10-20%. ხანგრძლივობა 4-6 კვირა. შეწყვიტეთ კრეატინის მიღება, შეამცირეთ მარილი. პირველ კვირას წონას ვიკლებთ ზედმეტი წყლის გამოდევნის ხარჯზე.
2 მეორე პერიოდი. ნახშირწყლების გარეშე დიეტა.
ცილები 80%, ცხიმები 20%, ნახშირწყლებს თითქმის არ ვიღებთ. მცირდება გლიკოგენის მარაგი, 1 გ. გლიკოგენი აკავებს 4 გ. წყალს და წყალიც მცირდება. მცირდება ინსულინის დონე, რომელიც ხელს უშლიდა ცხიმის წვას. ეს პერიოდი არ შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, რადგან უკვე ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას.
3 მესამე პერიოდი. მაქსიმალურად ცილები, მინიმალურ. ცხიმები და ნახშირწყლები მთლიანად გამორიცხულია + წყალი მინიმალური რაოდენობით, რაც ძალიან ძნელია. ხანგრძლივობა არაუმეტეს ერთი კვირისა. ამ პერიოდში დაგეწყებათ თავბრუსხვევები, ნერვიულობა, სისუსტე.
4 მეოთხე პერიოდი. ნახშირწყლებით ჩატვირთვა.
ნახშირწყლების და წყლის შემცირებით ჩვენი კუნთები შეიკუმშა, მათ უფრო მეტად დაიწყეს ნივთიერებების შეთვისება, ამიტომ შეჯიბრებამდე 2-3 დღით ადრე სპორტსმენები იღებენ ნახშირწყლებს დაბალი გ. ი.
პროდუქტები რომლებიც შეგიძლიათ გამოშრობისას მიიღოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით: კვერცხის ცილა, ქათმის ფილე და უცხიმო თევზი. მოხარშული და თითქმის უმარილო. დაბალი გ. ი. ნახშირწყლები, ბოსტნეული, წიწიბურა. არ შეიძლება რძის პროდუქტი, შეიცავს ბევრ რძის შაქარს. ცხიმები უმჯობესია საერთოდ გამორიცხოთ. წყალი სუფთა სახით, შეიძლება უშაქრო მწვანე ჩაი.
გამოშრობის უკუჩვენებები.
გამოშრობა არ შეიძლება ვისაც აქვს დიაბეტი, ღვიძლის, თირკმელების, კუჭნაწლავის, ნაღველას დაავადებები.
გაფრთხილება: გამოშრობა არ დაიწყოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე! გამოშრობა არ შეიძლება, სანამ ბევრი ცხიმი გაქვთ. ცხიმი ჯერ სწორი კვებით და ვარჯიშით უნდა დაწვათ. თუ არ ვარჯიშობთ და გამოშრებით, ჩამოგეკიდებათ კანი, რადგან გამოშრობა ცხიმთან ერთად დაწვავს კუნთებსაც.