დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • ნახშირწყლები.

კვება

09 Mar

ნახშირწყლები.

  • In კვება

როგორი ნახშირწყლები არსებობენ.

მარტივი ნახშირწყალი: შაქარი, რთული ნახშირწყალი: სახამებელი და კიდევ უფრო რთული უჯრედისი.

შაქარი იყოფა გლუკოზა (სისხლში), ფრუქტოზა (ხილში), გალაქტოზა (რძეში). ამ შაქრების კომბინაცია დისაქარიდებია: ლაქტოზა, მალტოზა და საქაროზა (სუფრის შაქარი). დისაქარიდების კომბინაციაა რთული ნახშირწყლები: სახამებელი, უჯრედისი, გლიკოგენი.

1 გრ. ნახშირწყალში 4კკალ. ენერგიაა. მაგრამ უჯრედისს ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს და თქვენ ვერ იღებთ მისგან კალორიებს. მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი ითვისებს მაშინვე, რთულ ნახშირწყლებს გადაამუშავებს რამოდენიმე საათის განმავლობაში.

გავითვალისწინოთ თუ არა გლიკემიური ინდექსი?

გ. ი. მიხედვით პროდუქტები იყოფა: დაბალი გ.ი. (10-40), საშუალო გ.ი. (40-70) და მაღალი გ.ი. (70-ს ზევით). დაბალი გ. ი. პროდუქტი ნაკლებად ზრდის სისხლში შაქარს, ვიდრე მაღალი გ.ი. პროდუქტის მოცულობა და მომზადების ტემპერატურა მნიშვნელოვნად ცვლის გ. ი. 

რომელი ნახშირწყლებია სასარგებლო?

უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყალს, რომელიც მინიმალურად არის გადამუშავებული. ფქვილის სახით გადამუშავებული მარცვლეული კარგავს სასარგებლო თვისებებს და იქცევა ცარიელ კალორიად. ბოსტნეული (მათ შორის კარტოფილი) უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაკარონი, ბრინჯი და მით უმეტეს პური.

ზოგჯერ სწრაფი ნახშირწყალიც აუცილებელია. მაგ. ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე. ამ შემთხვევაში თქვენ გამოგადგებათ ხილი, ნატურალური წვენები და შაქრის შემცველი სპორტული დანამატები.

კუნთის ზრდისთვის საჭირო ნახშირწყლები.

ძალისმიერი ვარჯიშისათვის აუცილებელია კუნთში ნახშირწყლების მარაგი გლიკოგენის სახით 100 – 150 გრ. ამის გარეშე თქვენ ვერ ივარჯიშებთ, დაგეწყებათ თავბრუსხვევა და შეიძლება გონებაც დაკარგოთ. თუ არ აღადგენთ დახარჯულ მარაგს ვარჯიშის მერე, რთული იქნება კუნთების აღდგენაც. კუნთის მშენებლობისთვის ცილის გარდა ნახშირწყალიც აუცილებელია. სხვა ნუტრიენტებისგან განსხვავებით, ნახშირწყლები არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი. მის გარეშეც შეგვიძლია ვიარსებოთ, რაზეც დამყარებულია კეტო-დიეტა, თუმცა კუნთის მშენებლობა შეუძლებელია.

ნახშირწყლების მოხმარების დღიური ნორმა.

ძალისმიერი დატვირთვისას ორგანიზმი მოითხოვს 5 გ. ნახშირწყალს ერთ კგ. წონაზე, (70 კგ-ნისთვის 350 გრ.). გამოშრობის დროს შეიძლება ნახშირწყლების ამოღება რაციონიდან და ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი გახდომისათვის. მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ მასის მომატებაზე აუცილებელია 300-400 გრ. ნახშირწყალი: 100-150 გრ. ვარჯიშამდე, 100-150 გრ. ვარჯიშის მერე და კიდევ 100 გრ. საერთო მეტაბოლიზმისთვის.

Tags:გლიკემიური ინდექსიმარტივი ნახშირწყალინახშირწყლებირთული ნახშირწყალი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.