როგორ ვავარჯიშოთ მუცლის პრესი სწორად + კვების მნიშვნელოვანი წესები

ლამაზი პრესი არ მიიღწევა მხოლოდ პრესის ვარჯიშით. მუცლის პრესი – „კუბიკები” არ გამოჩნდება, თუ კანქვეშა ცხიმი არ არის დაბალი (მამაკაცებში 10–15%, ქალებში 16–22%).
ამის მისაღწევად საჭიროა 4 ფაქტორი:
- სწორი და კონტროლირებადი კვება
- კარდიო დატვირთვა
- ძალისმიერი ვარჯიში (მუცლის პრესის და მთლიანი სხეულის)
- სპორტული დანამატები – როგორც დამატებითი ინსტრუმენტი
1. სწორი კვება = შედეგის 70–80%-ს
ცხიმის დასაწვავად აუცილებელია კალორიული დეფიციტი. კვება უნდა იყოს რეგულარული, დაბალანსებული, ცილით მდიდარი.
რეკომენდაციები:
- იკვებეთ დღეში 3–4-ჯერ
- 1.6–2.2 გრ ცილა თითო კილოგრამ სხეულის მასაზე
- დილის საათებში – ნახშირწყლები და ხილი; საღამოს – ცილა + ბოსტნეული
- შეამცირეთ შაქარი, ცომეული, ტკბილი სასმელები და სწრაფი კვება
- პროდუქტების შერევა დაშვებულია — მთავარი დღიურ კალორიაზე კონტროლია
2. კარდიო დატვირთვა – ცხიმის ხარისხიანი წვისთვის
კარდიო ზრდის ენერგომოხმარებას და აჩქარებს ცხიმის წვას.
რეკომენდაციები:
- 20–30 წუთი, 3–5-ჯერ კვირაში
- პულსი: 120–150 წთ-ში (HRmax – გულის მაქსიმალური პულსის 60–75%)
- საუკეთესო დრო: ძალისმერი ვარჯიშის შემდეგ და უზმოზე
3. ძალისმიერი ვარჯიში + მუცლის პრესი
მუცლის კუნთის ზრდა ხდება მაშინ, როცა მას ისეთი დატვირთვა აქვს, როგორც სხეულის სხვა კუნთებს.
რეკომენდაციები:
- ივარჯიშეთ დღეგამოშვებით 8–12 წუთი
- გააკეთეთ 15–20 გამეორება, 3–5 სერია
- კუნთის ზრდისთვის — დაამატეთ წონა
- პრესის ზედა, შუა და ქვედა უბნები განსხვავებული მოძრაობებით იტვირთება, თუმცა კუნთი ერთიანია
- არ დაიდოთ ხელები კეფაზე, რათა არ მოქაჩოთ თავი — ხელები დაიდეთ საფეთქლებთან ან მკერდზე
- არ წამოხვიდეთ მთლიანი ტორსით, წელი დააფიქსირეთ იატაკზე და მოიხარეთ ხერხემალში
4. სპორტული კვების დანამატები
- შრატის პროტეინი – ცილის დეფიციტის შესავსებად
- ლ-კარნიტინი – მცირე ეფექტი ცხიმის წვაზე
- კოფეინი / ცხიმის მწველები – ენერგიისთვის და ცხიმის წვისთვის (ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით)
- ომეგა-3, მაგნიუმი, D ვიტამინი – საერთო ჯანმრთელობისთვის
დასკვნა
👉 პრესი „სამზარეულოში ფორმირდება“, მაგრამ სწორი ვარჯიში მის ფორმასა და ზომას განსაზღვრავს.
თუ გააკონტროლებთ კვებას, დაამატებთ ზომიერ კარდიოს და იმუშავებთ ძალისმიერ დატვირთვაზე, მუცლის პრესი აუცილებლად გამოჩნდება.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

