რატომ არ ვიყენებთ გახდომისთვის შიმშილობას.
არიან ადამიანები, რომლებიც სწრაფად გახდომისთვის მიმართავენ შიმშილობას, რასაც კატეგორიულად გვიკრძალავენ დიეტოლოგები. შიმშილით ორგანიზმს ვაყენებთ დიდ ზიანს და როცა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში კვებას, ორგანიზმი სწრაფად იწყებს ხელახლა წონის აკრეფას თანაც ცხიმის ხარჯზე. შიმშილობის დროს ორგანიზმი იღებს საშინელ სტრესს, რა დროსაც ერთვება ადამიანის თვითგადარჩენის რეფლექსი, ის ცდილობს მოიმარაგოს საკვები ცხიმის სახით შიმშილობის გამეორების, ან ყოველი შემთხვევისთვის. ეს რეფლექსი ადამიანშია მილიონი წლის მანძილზე, როცა პირველყოფილი ადამიანი მოიპოვებდა საკვებს შემთხვევიდან შემთხვევამდე. ერთი კვირის მანძილზე ადამიანს შეიძლება ვერ მოეპოვებინა საკვები, ამიტომ ბუნებამ მას მისცა უნარი შეენახა ენერგიის წყარო ცხიმის სახით, რასაც ეხლა ჩვენ ვეღარ შევცვლით.
შიმშილობით დაკლებული წონის 60 % მოდის კუნთის მასაზე და მხოლოდ 40 % ცხიმის ხარჯზე. ანუ კუნთები უფრო მალე იშლება, ვიდრე ცხიმი. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა პირველ რიგში თავიდან მოიშორა ენერგიის მთავარი მომხმარებელი კუნთი, რითაც შენელდა მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა), შენელებული ნივთიერებათა ცვლის დროს მიღებული საკვები კი გროვდება ცხიმის სახით. მხოლოდ კუნთების მუშაობისას იხარჯება გლუკოზის, კრეატინფოსფატის და ატფ – ის ენერგიის მარაგი, დაგროვილი ცხიმის მასა არ მოიხმარს ენერგიას, ჩვენი ამოცანა მისი მოშორებაა.
დასკვნა: დასაკლებად უარი უნდა ვთქვათ ორგანიზმის-თვის მავნებელ შიმშილობაზე, გადავიდეთ სწორ კვებაზე, ვივარჯიშოთ და ბევრი ვიმოძრაოთ.
პ.ს. ცხადია მნიშვნელობა აქვს შიმშილობის ხანგრძლივობას, აქ არ იგულისხმება 8 საათიანი, 16 საათიანი და არც 24 საათიანი შიმშილობა, საუბარია ხანგრძლივ შიმშილობაზე, რასაც ზოგიერთები იყენებენ სწრაფი გახდომის მიზნით.