სხეულის აგებულების ტიპები (ბიჭებისათვის) პირველი ნაწილი

👉 რა უნდა ვიცოდეთ სხეულის აგებულების ტიპებზე
სხეულის აგებულების დაყოფა ეკტომორფად, მეზომორფად და ენდომორფად მომდინარეობს უილიამ შელდონის თეორიიდან (XX საუკუნე). დღეს თანამედროვე სპორტული მეცნიერება ამ მიდგომას იყენებს მხოლოდ აღწერით კონტექსტში და არა როგორც მკაცრ, ბიოლოგიურად განსაზღვრულ კატეგორიებს.
➤ ექტომორფი (ასთენიკური აგებულება)
ექტომორფს ახასიათებს შედარებით სუსტი, გამხდარი აგებულება და დაბალი ცხიმის შემცველობა.
🔹 ძირითადი მახასიათებლები:
- ვიწრო მხრები და გულმკერდი
- შედარებით წვრილი ძვალი
- გრძელი კიდურები
- ცოტა ცხიმი
- უჭირთ წონისა და კუნთის მომატება
🔹 დაზუსტება:
- ❌ არ არის დადასტურებული, რომ ექტომორფებს აქვთ „მუდმივად მაღალი მეტაბოლიზმი“
- ✔️ ხშირია ენერგიის მაღალი ხარჯი და ნაკლები კალორიული მარაგი
➤ მეზომორფი (ნორმოსთენიკური აგებულება)
მეზომორფი ყველაზე მეტად ასოცირდება სპორტულ აგებულებასთან.
🔹 ძირითადი მახასიათებლები:
- შედარებით ფართო მხრები და ვიწრო წელი
- კარგად განვითარებული კუნთური მასა
- საშუალო ან დიდი ბუნებრივი ძალა
- შედარებით სწრაფი კუნთის მატება
🔹 დაზუსტება:
- ✔️ კუნთის ზრდაზე გავლენას ახდენს გენეტიკა
- ✔️ სწორი ვარჯიშითა და კვებით მეზომორფები ადვილად ინარჩუნებენ ფორმას
➤ ენდომორფი (ჰიპერსტენიკური აგებულება)
ენდომორფს ახასიათებს ცხიმის დაგროვებისადმი მიდრეკილება.
🔹 ძირითადი მახასიათებლები:
- შედარებით ფართო წელი და მრგვალი ფორმები
- შედარებით მსხვილი ძვალი
- ცხიმის სწრაფი დაგროვება
- უჭირთ წონის კლება
🔹 დაზუსტება:
- ✔️ აქვთ ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილება
- ✔️ გამძლეობა და ძალა განვითარებადია სწორი პროგრამით
➤ შუალედური ტიპები– რეალობა
ადამიანების უმრავლესობა არ მიეკუთვნება სუფთა ტიპაჟს.
ყველაზე გავრცელებულია:
- ეკტომორფ–მეზომორფი
- მეზომორფ–ენდომორფი
👉 სწორედ ამიტომ, საკუთარი თავის „ერთ ტიპში ჩაკეტვა“ არასწორია.
✅ დასკვნა
სხეულის აგებულების ტიპები არ არის დიაგნოზი.
✔️ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საწყისი გზამკვლევი ❌ მაგრამ არა როგორც ერთადერთი საფუძველი ვარჯიშისა და კვების დაგეგმვისთვის
⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება: ადამიანის ვარჯიში და კვება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ „ტიპაჟს“. რეალურად გადამწყვეტია:
- სხეულის ცხიმის პროცენტი
- კუნთური მასის ოდენობა
- ფიზიკური მომზადება
- ჰორმონალური და მეტაბოლური მდგომარეობა
- ცხოვრების წესი და ვარჯიშის გამოცდილება
თუმცა, ტიპაჟების ცოდნა დამწყებთათვის შეიძლება იყოს ორიენტირი.
👉 რეალური შედეგი მიიღწევა ინდივიდუალური მიდგომით.
(გაგრძელება იქნება: როგორ მოვარგოთ ვარჯიში და კვება სხვადასხვა აგებულებას)
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

