ცილოვან – ნახშირწყლოვანი ფანჯარა, მითი თუ რეალობა.
ვარჯიშის მერე, როცა ორგანიზმში უკვე აღარ არის ნახშირწყლები, ამ დროს იხსნება ნახშირწყლოვანი ფანჯარა, დროის 40 წთ -ანი პერიოდი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კუნთის ზრდისთვის.
არის საპირისპირო მოსაზრება, რომ ვინაიდან მაღალი გ. ი. მქონე ნახშირწყლები ბლოკავენ ზრდის ჰორმონის გამოყოფას (ინსულინი ზრდის ჰორმონის საპირისპირო ჰორმონია), მისი მიღება უშუალოდ ვარჯიშის შემდეგ ხელს შეუშლის მასის ზრდას.
კუნთის ჰიპერტროფიისთვის აუცილებელია უჯრედში ამინომჟავების და ანაბოლური ჰორმონების არსებობა. ძალისმიერი ვარჯიშის დროს ტესტოსტერონი და ზრდის ჰორმონი გამოიყოფა მხოლოდ დაბალი შაქარის შემთხვევაში, ამიტომ ვარჯიშის მერე ნახშირწყლების მიღება გაუმართლებელია.
ვინაიდან ვარჯიშის შედეგად გამოიყო კატაბოლური ჰორმონები, მათ შორის კორტიზოლი, სისხლში არის შაქრის დაბალი დონე და უჯრედებში ანაბოლური ჰორმონების მაქსიმალური რაოდენობა, უმჯობესია მივიღოთ მარტო ცილები მაგ. შრატის პროტეინი ნახშირწყლების გარეშე. უადგილოა არგუმენტი, რომ თუ არ იქნება ინსულინი, ცილა ვერ მოხვდება უჯრედში რადგან ცილოვან პროდუქტს აქვს ინსულინური გამოხმაურება, ანუ მაინც გამოიყოფა ინსულინი. ასე რომ ამინომჟავები მაინც მოხვდება უჯრედში.
რაც შეეხება გლიკოგენის მარაგის შევსებას, სჭირდება 1-2 დღე და ვარჯიშის მერე სწრაფი ნახშირწყლების მიღება ამ პროცესს ვერ დააჩქარებს, სამაგიეროდ ხელს შეუშლის ზრდის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც მონაწილეობს როგორც ცილის სინთეზში, ასევე ცხიმის წვაში. ამიტომ არც გახდომის დროს და არც მასაზე მუშაობისას ვარჯიშის მერე სწრაფი ნახშირწყლების მიღება არ არის გამართლებული.
გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ეკტომორფებისთვის, რომლებისთვისაც ვარჯიშის შემდგომი კატაბოლიზმის შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი მომეტებულად გამოყოფს ჰორმონებს კორტიზოლს, გლუკაგონს, კატექოლამინს, რომლებიც პროვოცირებენ კუნთოვანი მასის დაშლას. ეს ჰორმონები ფიზიკური და ნერვული სტრესი დროს გამოიყოფა. სწორედ ამიტომ მოყვება ნერვიულობას წონის დაკლება. ეკტომორფის ამოცანაა ვარჯიშის მერე ენერგია აღიდგინოს სწრაფი ნახშირწყლებით. ისინი პროვოცირებენ ინსულინის სეკრეციას, რომელიც ანეიტრალებს იმ სამ კუნთის დამშლელ ჰორმონს.
ეს ეფექტი ჯობია გამოიყენონ მხოლოდ ეკტომორფებმა, ვისაც ძალიან უჭირს მასის მომატება და ადვილად კარგავს კუნთებს, მაშინ სავსებით გამართლებულია ნახშირწყლოვანი ფანჯრის დახურვა სწრაფი ნახშირწყლებით.