დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვიტამინები და დანამატები
  • კრეატინი გამძლეობისთვის.

ვიტამინები და დანამატები

13 მარ

კრეატინი გამძლეობისთვის.

  • In ვიტამინები და დანამატები

კრეატინს ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ერთ კილოგრამ მასაზე 2 გრ. ოდენობით. ანუ, თუ თქვენი წონა 80 კგ–ია შეიცავს 160 გრ. კრეატინს. კრეატინის სინთეზი ხდება სამი ამინომჟავისაგან, ესენია: გლიცინი, არგინინი და მეთეანინი. თუ ეს ამინომჟავები არ არის საკმარისი ორგანიზმში, კრეატინის რაოდენობაც მცირეა.

კრეატინი კუნთის ბოჭკოებში კრეატინფოსფატის სახით ინახება და როცა კუნთის მუშაობისას იხარჯება ატფ –ის მარაგი, სწორედ ამ დროს კუნთის დასახმარებლად მოდის კრეატინფოსფატი, რომელიც ახდენს ატფ–ის რესინთეზს, რის შემდეგ კუნთი აგრძელებს მუშაობას. სწორედ ამიტომ ხდება სპორტული შედეგების გაუმჯობესება, როცა იყენებენ კრეატინს.

კრეატინი ორგანიზმში მოხვედრისას კუჭნაწლავის საშუალებით გროვდება კუნთის ქსოვილებში კრეატინფოსფატის სახით, რითაც იზრდება კუნთის გამძლეობა. კრეატინი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე, განსაკუთრებით ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის აღდგენაში. ირიბად მოქმედებს ცხიმის მასაზე, ამცირებს მას. კრეატინი გამძლეობასთან ერთად ზრდის ძალას და კუნთოვან მასას. ის აკავებს წყალს კუნთის უჯრედებში, რითაც ზრდის კუნთის მოცულობას.

კრეატინის მიღების წესი.

არსებობს არა ერთი სტატია კრეატინით ჩატვირთვის ფაზის შესახებ, რაც მწარმოებლების მარკეტინგული სვლაა გაყიდვების გასაზრდელად. კრეატინის მიღების ყველაზე ოპტიმალური დროა დილით უზმოზე, ან ვარჯიშის შემდეგ ყურძნის წვენში, ან შაქრიან წყალში გაზავებული 5 გრამის ოდენობით. კრეატინი თუ ტაბლეტების სახითაა, ჯობია ვარჯიშამდე 45 წუთით ადრე მიიღოთ. კრეატინის ორთვიანი კურსის შემდეგ ისვენებთ ერთ თვეს, შემდეგ ისევ შეიძლება 2 თვიანი კურსის გამეორება. კრეატინის მიღების პერიოდში სვით ბევრი წყალი, 2-3 ლიტრი დღეში და ამ პერიოდში მოერიდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებას.

Tags:CREATINEარგინინიატფგლიცინიკრეატინიკრეატინფოსფატიმეტეანინისპორტული კვება
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

მინერალები

მინერალები ბოდიბილდინგში

  • ოქტომბერი 9, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
მინერალები არაორგანული ნივთიერებებია და ვიღებთ საკვებიდან. უზრუნველყოფენ ნერვულ გამტარობას, კუნთების შეკუმშვას, წყლოვან-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგიის გამომუშავებას. კალციუმი და ფოსფორი...
ვიტამინები
ვიტამინები ბოდიბილდინგში
ოქტომბერი 8, 2025
4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.
ნოემბერი 15, 2022
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
ნოემბერი 14, 2022

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.