დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • კვება
  • კარტოფილი სპორტსმენებისთვის.

კვება

13 მარ

კარტოფილი სპორტსმენებისთვის.

  • In კვება

კარტოფილი შეიცავს რთულ ნახშირწყლებს. ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს, თუ შეჭამთ ვარჯიშამდე 30 წთ. ადრე, აწევს შაქრის დონეს სისხლში, მოგცემთ ძალას და ენერგიას ვარჯიშის დროს, ნაკლებად დაიღლებით. ვარჯიშის მერე თუ შეჭამთ, ნახშირწყლები სწრაფად აღადგენს გლიკოგენის მარაგს ორგანიზმში და დააჩქარებს აღდგენას.

მცირე ინფორმაცია კარტოფილის შემადგენლობაზე.

კარტოფილი შეიცავს ბევრ კალიუმს და სრულიად არ არის ნატრიუმი, რაც წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს. კარტოფილი არის C და B ჯგუფის ვიტამინების ტიამინის, მაგნიუმის და რკინის წყარო. ახალი კარტოფილი შეიცავს ბევრ, 21 მგ ვიტამინ C-ს 100 გრ–ში, 3 თვის შემდეგ მისი რაოდენობა მცირდება 9 მგ-მდე. თქვენ კარგავთ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, როცა თლით და ჭრით კარტოფილს, ასევე როცა ხარშავთ. ბევრი ვიტამინი C ინახება კანის ქვეშ და კარტოფილის სასარგებლო შემადგენლობა რომ შეინარჩუნოთ, ის მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ღუმელში კანიანად.

თუ მაინც გინდათ კარტოფილის გათლა, ააცალეთ თხელი ფენა და გათალეთ უშუალოდ მოხარშვის წინ. დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რომ არ გადაიხარშოს. მოხარშვის მერე გადაასხით წყალი და მიიტანეთ სუფრასთან.

ვიტამინი C-ს შემცველობა მგ-ში, 200 გრამ კარტოფილში:

მოხარშული ახალი კარტოფილი – 32
მოხარშული ძველი კარტოფილი – 12
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი – 16
(ვიტამინი C-ს დღიური ნორმა შეადგენს 60-70 მგ-ს.)
კალორიები კკალ: 80
ცილები გრ: 2.0
ცხიმები გრ: 0.4
ნახშირწყლები გრ. 18,1

აუცილებელია ვიცოდეთ მისი სწორად მომზადება, რისთვისაც გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები:

1. რადგან მოხარშვისას კარტოფილი კარგავს 10-დან 50%-მდე კალიუმს, ამიტომ მოხარშვას ჯობია ღუმელში გამოაცხოთ კარტოფილი, რითაც შეინარჩუნებთ არა მარტო კალიუმს, არამედ სხვა მიკროელემენტებიც.

2. არ შეინახოთ გათლილი კარტოფილი წყალში.

3. არ შეურიოთ თქვენს რაციონში ერთდროულად კარტოფილი და ცხიმები, მაგალითად არ შეწვათ კარტოფილი კარაქში.

Tags:კარტოფილი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • იანვარი 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა კლინიკური...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
იანვარი 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
ნოემბერი 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
მარტი 20, 2022

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.