დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • მუცლის პრესი
  • პრესის საუკეთესო ვარჯიში – ფეხების აწევა ღერძზე დაკიდებულ მდგომარეობაში.

მუცლის პრესი

14 Mar

პრესის საუკეთესო ვარჯიში – ფეხების აწევა ღერძზე დაკიდებულ მდგომარეობაში.

  • In მუცლის პრესი

მუცლის ქვედა პრესის საუკეთესო ვარჯიშად ითვლება ღერძზე დაკიდებულ მდგომარეობაში ფეხების აწევა. ის არის ძნელად შესასრულებელი და დამწყებმა შეიძლება ვერც კი შეასრულოს. ეს ვარჯიში რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული ფიზიკური მომზადება.

განსაკუთრებით ეფექტურია ეს ვარჯიში მუცლის ქვედა პრესზე, მაგრამ ფეხების საკმაოდ მაღლა აწევისას არანაკლებ იტვირთება მუცლის ზედა პრესიც. თუ რეგულარულად გააკეთებთ ფეხების აწევას ღერძზე, მისი შედეგი აისახება არა მარტო მუცლის პრესზე, ასევე ხელს შეუწყობს თქვენ პროგრესს სხვა ვარჯიშებში.

ამ ვარჯიშის შესრულებისას შესაძლებელია როგორც მაქსიმალური ეფექტის, ასევე ტრავმის მიღება, ამიტომ მისი შესრულების ტექნიკას მიუდექით სერიოზულად.

ჩამოეკიდეთ ღერძზე. ფეხები უნდა იყოს ჰაერში და არ ეხებოდეს იატაკს. თავდაპირველად ხელები და ფეხები უნდა იყოს გამართული, ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ აქნევების გარეშე აწიეთ ფეხები რაც შეიძლება მაღლა. ზედა წერტილში წამიერად შეყოვნდი და კიდევ უფრო დაჭიმე მუცლის კუნთები. ამის შემდეგ აკეთებ ამოსუნთქვას და ძალიან რბილად უშვებ ფეხებს საწყის მდგომარეობაში. ქვედა წერტილშიც შეაყოვნეთ და მერე გაიმეორეთ ვარჯიში ისე, რომ არ იქანავოთ.

ფეხები აწევისას ეცადეთ გქონდეთ ოდნავ მოხრილი და მოხრის კუთხე მთელი ვარჯიშის განმავლობაში არ შეცვალოთ. პრესზე დატვირთვა პირდაპირ კავშირშია ფეხების აწევის სიმაღლეზე. რაც უფრო მაღლა აწევთ ფეხებს, მით მეტად დაგეჭიმებათ მუცლის კუნთები. ფეხების 45 გრადუსზე აწევისას პრესი მინიმალურად არის დაჭიმული, ძირითადი დატვირთვა მოდის ფეხებზე. როცა ფეხები იატაკის პარალელურია დაჭიმეთ პრესი და წინ წამოწიეთ საჯდომი. ასე მეტად დაიჭიმება პრესი. ამიტომ ეს ვარჯიში არ მოითხოვს დამატებით სიმძიმეებს. საკუთარი სხეულის წონა საკმარისია.

Tags:მუცლის პრესიპრესი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რატომ არის მუცელი წინ გამოწეული და რა იწვევს ჰიპერლორდოზს.

  • July 28, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in მუცლის პრესი
როცა იცავთ სწორ კვებას, მაგრამ მუცელი მაინც წინ არის გამოწეული, ეს სუსტი დუნდულა და მუცლის კუნთების ბრალია, რაც...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
პრესის ვარჯიში ,,პლანკა”.
March 18, 2022
პრესის არ ქონის 8 მიზეზი.
March 14, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.