სწორი რჩევები დამწყებებს.
დამწყებები იშვიათად სუნთქავენ სწორად. ვარჯიშის დროს სუნთქვის ოქროს წესია: ამოსუნთქვა – წონის აწევისას/მაქსიმალური დატვირთვისას, ჩასუნთქვა – წონის დაშვებისას, ან გამეორებებს შორის დასვენებისას.
ვარჯიშის შესრულებისას ყოველთვის თავი გეჭიროთ სწორად/პირდაპირ (უყურებთ თქვენს წინ, პირდაპირ), ზურგი ინარჩუნებს ბუნებრივად ჩაზნექილ მდგომარეობას (არავითარი ძალდატანებით ჩაზნექა), ფეხის ტერფები მხრების სიგანეზე.
დამწყებისთვის არ არის მიზანშეწონილი მაქსიმალური გამეორებები კუნთის გათიშვამდე. ვარჯიში დაამთავრეთ კუნთის გათიშვამდე ერთი ნაბიჯით ადრე.
მოერიდეთ ერთი სავარჯიშო პროგრამით თვეობით ვარჯიშს, რადგან კუნთები ეჩვევიან კონკრეტულ ვარჯიშს და აღარ იზრდებიან. ასეთ შემთხვევაში ჯობია შეიტანოთ ცვლილება ვარჯიშში: ახალი ვარჯიშები, ვარჯიშების თანმიმდევრობის შეცვლა, მისვლების და გამეორებების სხვა კომბინაცია და სხვ.
ისწავლეთ იგრძნოთ დატვირთვის ქვეშ მყოფი კუნთი. მოახდინეთ კონცენტრაცია ვარჯიშის შესრულებაზე.
თავიდანვე, როგორც კი დაიწყებთ ვარჯიშს ისწავლეთ მოუსმინოთ საკუთარ სხეულს. ადრე თუ გვიან იპოვით სწორედ თქვენთვის ყველაზე სასარგებლო ვარჯიშს, ყველაზე ეფექტურ გამეორებების და მისვლების რაოდენობას და ა.შ. ამ ძიების პროცესში თქვენი აღმოჩენა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებს, რამაც არ უნდა შეგაშინოთ და დაგაბრკოლოთ! ყველას გვაქვს სხვადასხვა გენეტიკა და შესაბამისად ჩვენი ვარჯიშებიც უნდა განსხვავდებოდეს. თქვენს მაგივრად ყველაზე გამოცდილი მწვრთნელიც კი ვერ მიხვდება თქვენს გენეტიკურ თავისებურებებს. თქვენ უნდა იყოთ უფრო დაკვირვებული საკუთარი სხეულის მიმართ.