დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი/ნივთიერებათა ცვლა.

გახდომა

14 მარ

როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი/ნივთიერებათა ცვლა.

  • In გახდომა

ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესები. ჩვენ ვიღებთ საკვებს, ის იშლება მარტივ ნივთიერებებად, რომლებსაც ორგანიზმი იყენებს თავისი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ორგანიზმმა საკვები რომ გადაამუშავოს და აითვისოს, გვჭირდება ენერგია, რომ არაფერი ვთქვათ გონებრივ და ფიზიკურ საქმიანობაზე.

საკვების გადამუშავების, ათვისების და გამოყენების მთელ ამ ქიმიურ პროცესებს უწოდებენ მეტაბოლიზმს, ანუ ნივთიერებათა ცვლას. მეტაბოლიზმი ხასიათდება ორი პროცესით, ანაბოლიზმით და კატაბოლიზმით.

ანაბოლიზმი –ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესებია, როდესაც მარტივიდან იქმნება რთული სტრუქტურები ( ახალი უჯრედები, ქსოვილები და ა. შ.)

კატაბოლიზმი –საპირისპირო პროცესია, როცა რთული სტრუქტურები იშლება მარტივებად ჩვენ ორგანიზმში ენერგიის საწარმოებლად.

ანაბოლიზმის დროს ხდება ორგანიზმის აღდგენა და ზრდა, კატაბოლიზმისას დაშლა, წონის დაკლება, უჯრედების და ქსოვილების დაკარგვა. ეს ორი პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს ერთდროულად. მაგრამ ერთი პროცესი შეიძლება ჭარბობდეს მეორეს, მაგ. ვარჯიშის მერე ჭარბობს კატაბოლური პროცესები, ხოლო კვების შემდეგ ანაბოლური.

სწრაფი მეტაბოლზმის ადამიანისთვის აღდგენა და ცხიმის წვა ადვილია. ისინი უფრო ჯანმრთელები და აქტიურები არიან, ვიდრე ნელი მეტაბოლიზმის მქონე. ამიტომ მეტაბოლზმის აჩქარება მნიშვნელოვანია.

არსებობს ნივთიერებათა ცვლის აჩქარების რამოდენიმე ხერხი:

1. დანაწევრებული კვება მცირე პორციებით.

როდესაც ვჭამთ ხშირად, სხეულში შეინიშნება მაღალი თერმოგენული ეფექტი. საკვების წვის დროს გამოიყოფა ენერგია. ეს ზრდის ტემპერატურას და ჟანგბადის მოხმარებას, რაც ზრდის მეტაბოლიზმს. ჟანგბადის გარეშე სითბო არ გამოთავისუფლდება. გარდა ამისა საჭმლის მცირე პორციებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს და აწვდის მას ენერგიას და საშენ მასალას. ხოლო როცა თქვენ იკვებებით იშვიათად, ორგანიზმი ენერგიის ეკონომიის მიზნით ნივთიერებათა ცვლას ანელებს.

როცა ხანგრძლივად გრძელდება (4 კვირა) დაბალ კალორიული დიეტა, ორგანიზმი ენერგიის შენახვის მიზნით ანელებს ნივთიერებათა ცვლას, რითაც ცდილობს ჩვენს გადარჩენას.

2. ჯანსაღი საკვები.

ჯანსაღი, მინიმალურად გადამუშავებული საკვები მოითხოვს ორგანიზმისგან დამატებით ენერგიას.

3. რეგულარული ვარჯიშები.

ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. იდეალურია ძალისმიერი და კარდიო დატვირთვების შეხამება. ძალისმიერი ვარჯიშის დროს ენერგიის გამოთავისუფლება ხდება ჟანგბადის გარეშე, ამიტომ ძალისმიერი ვარჯიშის მერე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება ორგანიზმის მიერ მომატებული ჟანგბადის მოხმარება და მეტაბოლიზმის აჩქარება. აერობული დატვირთვა ზრდის ორგანიზმის მიერ ჟანგბადის გამოყენებას. კარგია მაღალინტენსიური ინტერვალური ტრენინგი.

4. წყალი.

წყალი ხელს უწყობს ნუტრიენტების ტრანსპორტირებას და ნარჩენების გამოდევნაზე ორგანიზმიდან.

5. მიიღეთ ცილა.

ცილა მნიშვნელოვანია ორგანიზმის აღდგენისა და მშენებლობისთვის, ცილების გადამუშავება მოითხოვს მეტ ენერგიას ვიდრე ცხიმებიანი და ნახშირწყლებიანი საკვების გადამუშავება. მისი თერმოგენული ეფექტი უფრო მაღალია.

6. კუნთოვანი მასის გაზრდა.

რაც მეტია კუნთები, მით მეტი ენერგია ჭირდებათ მათ.

7. მწვანე ჩაი.

მწვანე ჩაის უნარი აქვს დააჩქაროს მეტაბოლიზმი 4%-ით. მწვანე ჩაი ასევე ამცირებს მადას.

8. სრულყოფილი ძილი და ნაკლები სტრესი.

როცა ვართ გამოუძინებელი და სტრესის ქვეშ, ჩვენ უფრო მეტად ვარღვევთ კვებას, რასაც მოსდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

ეს არის მეტაბოლიზმის დაჩქარების ყველაზე რეალური მეთოდები. რაც შეეხება პრეპარატებს, შეუძლებელია მიღებული კალორიების კომპენსაცია მოხდეს მწვანე ჩაით ,ეტაბოლიზმის აჩქარების იმედით. ცხიმისმწველი პრეპარატების მოთხოვნაა სწორი კვება და ვარჯიში, რის გარეშეც არც ერთი ცხიმისმწველი არ მუშაობს.

Tags:ანაბოლიზმიდანაწევრებული კვებამეტამოლიზმიმწვანე ჩაინივთიერებათა ცვლა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.