დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვიტამინები და დანამატები
  • გლუტამინი.

ვიტამინები და დანამატები

14 Mar

გლუტამინი.

  • In ვიტამინები და დანამატები

გლუტამინი მონაწილეობს ცილის მშენებლობის ყველა პროცესში. მას ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, ასევე იღებს საკვებიდან. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს საკმარისია, ხოლო ბბ-თვის საჭიროა გლუტამინის დამატებით მიღება. ის მონაწილეობს ანაბოლიზმში. როცა ორგანიზმი განიცდის ფიზიკურ დატვირთვას, იწყებს გლუტამინის მრავალჯერად გამომუშავებას, რათა აღადგინოს მისი უკმარისობა. გლუტამინის დაგროვება ხდება კუნთებში.

გლუტამინის რაოდენობა ორგანიზმში საკმარისია. გლუტამინს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს და არ არის მისი მიღების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, ბბ-ები მაინც განიცდიან გლუტამინის ნაკლებობას.

გლუტამინის წარმოება და ხარჯვა დამოკიდებულია მოთხოვნაზე. მის სინთეზში მონაწილეობს ამიაკი, რომელიც მავნეა კუნთებისათვის და ორგანოებისათვის.  

გამძლეობა დამოკიდებულია გარე და შინაგან ფაქტორ-ზე. იმუნური სისტემის კარგი მდგომარეობა ორგანიზმს იცავს ვირუსული ინფექციებისგან, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას. იმუნური სისტემის მუშაობაში ჩართულია გლუტამინი. მისი მარაგის შევსება ხდება საკვებიდან: საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, ბარდა. განსაკუთრებით ბევრია სოიოში.

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ანაბოლური პროცესი მაშინვე აქტიურდება. ეს მოითხოვს გლუტამინის გაზრდილ ხარჯვას. გლუტამინი ასევე მონაწილეობს კატაბოლურ პროცესში. ანაბოლიზმისგან განსხვავებით კატაბოლიზმი არ ჩერდება, რაც ითხოვს გლუტამინის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას. 

გლუტამინი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ამის წყალობით ხდება კუნთის მასის ზრდა. ვარჯიშის მერე გლუტამინი მონაწილეობს კუნთის აღდგენაში, წარმოადგენს რა მისთვის საკვებ კომპონენტს. თავისი კვებითი ღირებულებებით უტოლდება გლუკოზას.

გლუტამინის მიღება რეკომენდირებულია დღეში 2ჯერ. პირველი მიღება ვარჯიშის შემდეგ, მეორე ძილის წინ. გლუტამინი კატაბოლიზმის შენელებით და ზრდის ჰორმონის გამოყოფით ააქტიურებს კუნთის ზრდას. გლუტამინი შეიძლება მივიღოთ კრეატინთან ერთად, ოღონდ არა პროტეინთან ერთად. ვინაიდან გლუტამინი შეაჩერებს პროტეინის ათვისებას და უმჯობესია პროტეინი მივიღოთ 30 წთ-ის ინტერვალით. დღეში მაქსიმალური დოზა შეადგენს 8 გრ. გლუტამინს არ აქვს უკუჩვენებები და არის უსაფრთხო საკვები დანამატი.

Tags:გლუტამინი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.

  • November 15, 2022
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
ვიტამინი C – კვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი C-ს ნაკლებობა იწვევს კუნთების დაკარგვას, ხოლო თუ მივიღებთ დღეში 100-150 მგრ....
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
November 14, 2022
4 დანამატი, რომელიც გჭირდება მასის ზრდისთვის.
November 10, 2022
მაგნიუმი.
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.