როგორ იზრდება კუნთი. ეს უნდა იცოდეთ.
სინამდვილეში დღემდე არ იციან როგორ იზრდება კუნთი, არსებობს მხოლოდ კუნთის ზრდის თეორიები, რომლებიც მეცნიერულად არ არის დამტკიცებული.
ერთერთი თეორიის მიხედვით ვარჯიშს თან სდევს კუნთის უჯრედების მასიური დაშლა. სწორედ ამიტომ, ვარჯიშის მეორე დღეს გრძნობთ კუნთების ტკივილს. ამის მერე ირთვება დაზიანებების შეხორცების მექანიზმი, რომელსაც მოაქვს კუნთის მასის ზრდა (ქალებიც იღებენ ტრავმებს ვარჯიშით, თუმცა მათი კუნთები ისე არ იზრდება როგორც კაცების).
ეს გავს ძვლის შეხორცებას მოტეხილობის შემდეგ – შეხორცების ადგილი ხდება უფრო მსხვილი და უფრო მაგარი. შემდეგი ვარჯიში უმჯობესია გვქონდეს როცა აღდგენითი პროცესი ბოლომდე დასრულებულია. კუნთების აღდგენის პერიოდი შეადგენს 72 საათს.
დღეისათვის ეს თეორია მოძველდა და თანამედროვე მედიცინა უარყოფს მას. (მომავალში ჩვენ განვიხილავთ კუნთის ზრდის სხვა თეორიებსაც).
ვარჯიშის მერე დასვენება ჭირდება არა მარტო კუნთებს, ასევე ყველა ფიზიოლოგიურ სისტემას, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს. ამიტომ, დღევანდელ ბბ-ში უარი თქვეს ყოველდღიურ ვარჯიშზე. მაშინაც კი, როცა თქვენ ყოველდღე ავარჯიშებთ სხვადასხვა კუნთების ჯგუფებს, ორგანიზმი ვერ ასწრებს სრულად დასვენებას.