დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • ჩაჯდომების სუსტი წერტილები.

ვარჯიშები

14 მარ

ჩაჯდომების სუსტი წერტილები.

  • In ვარჯიშები

ჩაჯდომებისას მუშაობენ: ბარძაყის წინა კუნთები კვადრიცეპსები, ბარძაყის შიდა კუნთები, ხერხემლის გამშლელი კუნთები და დუნდულები. როცა ვეღარ ვუმატებთ წონებს ჩაჯდომებში, უნდა ვეძებოთ სუსტი წერტილები სწორედ ამ კუნთებში.

ჩაჯდომებით კარგად ვითარდება კვადრიცეპსები, ამიტომ სუსტი წერტილი აქ არ გვაქვს. გამოდის რომ სუსტი წერტილები უნდა ვეძებოთ დანარჩენ 3 კუნთში.

იმის დასადგენად, თუ რომელი კუნთია სუსტი, უნდა დავაკვირდეთ მომატებულ წონაზე ჩაჯდომების შესრულებისას სად ვუშვებთ ტექნიკურ შეცდომებს.

ძირითადი ტექნიკური შეცდომები ჩაჯდომებისას:

1. ადგომისას მუხლების ერთმანეთთან მიახლოება.

ეს ნიშნავს, რომ სუსტად არის განვითარებული ბარძაყის შიდა კუნთები. რაც უფრო განზეა ფეხები, მით მეტად იტვირთება ეს კუნთი და ადგომისას ათლეტი ცდილობს ერთმანეთს მიუახლოვოს მუხლები, რითაც დატვირთვა გადააქვს ოთხთავა კუნთებზე/კვადრიცეპსებზე.

ეს შეიძლება გამოსწორდეს შემდეგი ვარჯიშებით: ფეხის გვერდზე გადადგმით და სუმოს სტილში ჩაჯდომები. ეს ვარჯიშები ტვირთავს ფეხის შიდა კუნთს.

2. ადგომისას საჯდომის ზევით აწევა.

ადგომისას ფეხები მუხლებში იწყებენ გაშლას, რადგან კვადრიცეპსები ძლიერია, ხოლო დუნდულები ბარძაყის გამშლელი კუნთი სუსტი, ის ჩამორჩება მოქმედებაში და ტანით წინ იხრება ათლეტი, აქედან ადგომა კი ძნელია.

ამის გამოსწორება შესაძლებელია შტანგით ფეხის წინ გადადგმები, ღრმა ჩაჯდომები ქვედა მდგომარეობაში შეყოვნებით, ასევე შტანგით წინ გადახრები.

3. ზურგის მოხრა ადგომისას.

აქ მიზეზი ზურგის სუსტი გამშლელი კუნთებია და რაც უფრო წინ არის ტანი გადახრილი, მით უფრო ძნელია ზურგის გამართულად შენარჩუნება. განსაკუთრებით თუ შტანგა ზევით გვიდევს. რაც უფრო დაბლა გვიდევს შტანგა, მით უფრო ადვილია სწორი ზურგის შენაჩუნება

აქ დაგვეხმარება შტანგის ამოწევა გამართული ფეხებით, შტანგით ზურგზე წინ გადახრები და ჰიპერექსტენზია.

დასკვნა:

თუ გინდათ აკეთოთ ჩაჯდომები სწორად, მარტო ჩაჯდომების კეთება არ არის საკმარისი. უნდა ავარჯიშოთ ყველა რგოლი, რომელიც ჩართულია ამ ვარჯიშში, რადგან ჩვენი ორგანიზმი რთული ბიომექანიკური სისტემაა, რომელიც შედგება სხვადასხვა რგოლებისა და ბერკეტებისაგან.

Tags:შტანგით ჩაჯდომებიჩაჯდომები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.