ვარჯიშების კლასიფიკაცია ძალოსან კრისტიან ტიბადოს მიხედვით

კრისტიან ტიბადოს მიხედვით, ძალისმიერი ვარჯიშები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად, მათი ნერვული, კუნთოვანი და ბიომექანიკური დატვირთვის გათვალისწინებით.
🔹 1. მთავარი ვარჯიშები
ეს არის მრავალსახსრიანი ვარჯიშები, რომლებიც სრულდება უმეტესად თავისუფალი წონებით და ერთდროულად ტვირთავს:
- რამდენიმე კუნთოვან ჯგუფს
- ცენტრალურ ნერვულ სისტემას
- სტაბილიზატორ კუნთებს
მთავარი ვარჯიშები ქმნის ძალისა და კუნთოვანი მასის ზრდის საფუძველს.
🔹 2. დამატებითი ვარჯიშები
დამატებითი ვარჯიშები ინარჩუნებს მრავალსახსრიან ხასიათს, თუმცა:
- შედარებით ნაკლებია ნერვული დატვირთვა
- ხშირად გამოიყენება ზომიერი წონები
- გამოიყენება მთავარი ვარჯიშების მხარდასაჭერად
🔹 3. დამხმარე ვარჯიშები
ეს ვარჯიშები ძირითადად:
- იზოლირებულ ან ნახევრად იზოლირებულ მოძრაობებს მოიცავს
- სრულდება ტრენაჟორებზე ან ბლოკებზე
- ნაკლებად ტვირთავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
მათი მიზანია კუნთის მოცულობის გაზრდა და ტექნიკური კონტროლი.
🔹 4. კორექციის ვარჯიშები
კორექციის ვარჯიშები გამოიყენება:
- ჩამორჩენილი კუნთების გასაძლიერებლად
- ასიმეტრიისა და ბალანსის აღსადგენად
- ტრავმის პრევენციისთვის
ხშირად სრულდება მსუბუქი წონებით, რეზინის ლენტებით ან ფიტბოლით.
➤ ვარჯიშების კლასიფიკაცია ცალკეული კუნთების მიხედვით
🦵 კვადრიცეფსები
✔️მთავარი ვარჯიშები
- ჩაჯდომები
- შტანგით ჩაჯდომები მკერდზე
✔️დამატებითი ვარჯიშები
- ფეხის გადადგმა შტანგით (ლანჯები)
- ჩაჯდომები განტელებით
- გაკ-ჩაჯდომები შტანგით (ზურგს უკან)
- ფეხებით წოლჭიმი ტრენაჟორზე
✔️დამხმარე ვარჯიშები
- გაკ-ჩაჯდომები ტრენაჟორზე
- საფეხურებზე ასვლა
✔️კორექციის ვარჯიშები
- ფეხების გაშლა რეზინის ლენტით
🍑 ფეხის ბიცეფსი და დუნდულები
✔️მთავარი ვარჯიშები
- შტანგის კლასიკური ამოწევა
- ამოწევა სუმოს სტილში
- რუმინული შტანგის ამოწევა
- ამოწევა გამართული ფეხებით
✔️დამატებითი ვარჯიშები
- წინ გადმოხრები შტანგით (დილა მშვიდობისა)
✔️დამხმარე ვარჯიშები
- ფეხების მოხრა ტრენაჟორზე
- შემობრუნებული ჰიპერექსტენზია
✔️კორექციის ვარჯიშები
- ფეხების მოხრა ფიტბოლზე
- ფეხების მოხრა რეზინის ლენტით
🧠 მკერდი
✔️მთავარი ვარჯიშები
- კლასიკური წოლჭიმი
- წოლჭიმი ქვემოთ დახრილ სკამზე
- ორძელზე აზიდვები
✔️დამატებითი ვარჯიშები
- წოლჭიმი დახრილ სკამზე (ზედა მკერდი)
- წოლჭიმი განტელებით
✔️დამხმარე ვარჯიშები
- ხელების შეერთება ბლოკზე
- განგაშლა
- წოლჭიმი ტრენაჟორზე
✔️კორექციის ვარჯიშები
- აზიდვები ფიტბოლზე
🧱 ზურგის ზედა ნაწილი და უკანა დელტა
✔️მთავარი ვარჯიშები
- ყველა ტიპის აზიდვა ღერძზე
- შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში
- T-გრიფის ამოწევა
✔️დამატებითი ვარჯიშები
- ზედა ბლოკის ჩამოწევა
- ჰორიზონტალური ბლოკის გამოწევა
- განტელის ამოწევა
✔️დამხმარე ვარჯიშები
- ზედა ბლოკის ჩამოწევა გამართული ხელებით
- პულოვერი ბლოკზე
- უკანა დელტების აქნევები
✔️კორექციის ვარჯიშები
- შრაგები განტელებით
🟦 მხრები
✔️მთავარი ვარჯიშები
- შტანგის ამოწევა მკერდთან
- შტანგის ჭიმი ფეხზე დგომში ან დამჯდარი
- შტანგის აკვრა
✔️დამატებითი ვარჯიშები
- განტელების ჭიმი
- არნოლდის ჭიმი
✔️დამხმარე ვარჯიშები
- დელტების ტრენაჟორები
- განტელების აქნევა წინ და გვერდზე
✔️კორექციის ვარჯიშები
- კუბური ჭიმი
💪 ბიცეფსი და ბრაქიალისი
✔️მთავარი ვარჯიშები
- შტანგის აწევა ბიცეფსით
- შტანგის აწევა სკოტის სკამზე
✔️დამატებითი ვარჯიშები
- განტელების აწევა სკოტზე
- კლასიკური მოხრა
- ჩაქუჩები
- ზოტმანის მეთოდი
✔️დამხმარე ვარჯიშები
- ბიცეფსის ტრენაჟორები
✔️კორექციის ვარჯიშები
- ჩაქუჩები მაჯების მობრუნებით
🔥 ტრიცეფსები
✔️მთავარი ვარჯიშები
- წოლჭიმი ახლო ხელის მოჭიდებით
- წოლჭიმი ქვემოთ დახრილ სკამზე ახლო მოჭიდებით
- ორძელზე აზიდვები
✔️დამატებითი ვარჯიშები
- ფრანგული ჭიმი
- წოლჭიმი შემობრუნებული მაჯებით
✔️დამხმარე ვარჯიშები
- ხელების გაშლა განტელით
- ბლოკებზე ხელის გაშლა
✔️კორექციის ვარჯიშები
- აზიდვები ფიტბოლზე ხელების ახლო დადებით
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

