დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • ყველაფერი ბიცეპსით შტანგის აწევაზე.

ვარჯიშები

15 Mar

ყველაფერი ბიცეპსით შტანგის აწევაზე.

  • In ვარჯიშები

ბიცეპსით შტანგის აწევა საუკეთესო ვარჯიშია ბიცეპსის გასაზრდელად. ის ეფექტურია, თუ მას ვასრულებთ უშეცდომოდ.

შესრულების ტექნიკა.

საწყისი მდგომარეობა.

მოკიდეთ ხელები შტანგას მხრების სიგანეზე, ფეხებიც დადგით მხრების სიგანეზე. დადექით სწორად და ოდნავ მოიხარეთ მუხლებში. ხელისგულები მიმართულია წინ, იდაყვები სხეულთან ახლოს, მაგრამ არ ეხებით მას. სტატიკურად დაჭიმეთ მუცლის კუნთი.

შესრულება.

გააჩერეთ მხრები გაუნძრევლად. მხოლოდ წინამხარით (ხელი იდაყვის ქვევით) და ბიცეპსის დაძაბვით დაიწყე შტანგის აწევა. შტანგა აწიეთ სანამ ბიცეპსები ბოლომდე არ შეიკუმშება. ზედა წერტილში წამიერად შეაყოვნეთ და ნელა დაუშვით შტანგა საწყის მდგომარეობაში. აწევისას – ამოსუნთქვა, დაშვებისას – ჩასუნთქვა.

მოძრაობა თავიდან ბოლომდე შეასრულეთ ქანაობის და შტანგის ზევით ინეერცით ასროლის გარეშე.

შტანგა ქვედა წერტილიდან ზედა წერტილამდე მოძრაობს დიდ რკალზე.

ზედა წერტილში 2-3 წამით შეკუმშეთ ბიცეპსის კუნთი (პიკური შეკუმშვა). შტანგა არ უნდა აწიოთ ბოლომდე, დატოვეთ მცირე მანძილი მხრებამდე.

აწევა სრულდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩამოშვება.

არ ჩამოწიოთ შტანგა კონტროლის გარეშე. ჩამოუშვით ნელა და არ გაშალოთ ხელები ბოლომდე.

მისვლებს შორის გაწელეთ ბიცეპსი.

უმჯობესია ხელების ვარჯიში დაიწყოთ ამ ვარჯიშით.

ძალის მოსამატებლად შეასრულეთ 5 სერია, 3-5 გამეორებით. მასისთვის – 3 მისვლა 8-12 გამეორება. გამძლეობისთვის – 2-3 სერია, გამეორება 15-20.

მძიმე წონებზე გამოიყენეთ ქამარი და ე.წ. ჩიტინგი, წელის დახმარების გარეშე.

ვარჯიშის სხვადასხვა ვარიაციები.

ეს ვარჯიში შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა შტანგით, განტელებით და ტრენაჟორებით.

ბიცეპსით შტანგის აწევა ყველაზე რთული გასაკეთებელია კედელთან ზურგით მიყრდნობილი. ასე შესრულებისას უნდა აიღოთ ნაკლები წონა, ვიდრე საყრდენის გარეშე კლასიკური ვარიანტის დროს.

ხელის მოჭიდება.

შტანგის აწევისას ხელის მოჭიდება შეიძლება ცვალოთ. სტანდარტულია მხრების სიგანეზე ხელის მოჭიდება, როცა მთლიანი ბიცეპსია მოქმედებაში და შეიძლება დიდი წონის აწევა. ვიწრო მოჭიდებით აქცენტი გადადის ბიცეპსის გრძელ, გარეთა თავზე. წონები ნაკლებია. ფართო მოჭიდებით აქცენტი მოკლე, შიდა თავზე გადადის. პერიოდულად შეგიძლიათ ცვალოთ ხელის მოჭიდება, თუ ხედავთ, რომ ორთავა კუნთის რომელიმე თავი ჩამორჩება მეორე თავს.

რომელი გრიფით ჯობია ვარჯიში, სწორით თუ EZ-ით?

ამათ შორის განსხვავება ხელის მოჭიდებაშია. დიდი წონით ვარჯიშისას მაჯებისთვის უფრო მოხერხებულია EZ-ით ვარჯიში. მას იყენებენ ბიცეპსზე ტრავმის შემდეგ ან ტრავმის ასაცილებლად. დამწყებისთვის გაცილებით უკეთესია სწორი გრიფით ვარჯიში, ის უფრო გრძელია დაგრეხილ გრიფთან შედარებით და წონასწორობის დაცვის მომენტში უკეთესად ტვირთავს ბიცეპსს.

საერთოდ იდეალური ვარიანტია პერიოდულად ხელის მოჭიდების და შტანგის გრიფის ცვლილება.

Tags:EZEZ შტანგაბიცეპსიშტანგის აწევა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.