კვების გეგმა გამოშრობის ბოლო ეტაპზე.
კითხვის გაგრძელებამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩემს სტატიას გამოშრობაზე.
გამოშრობა პირველ რიგში არის უმკაცრესი დიეტა, რადგან ის გულისხმობს ძალიან ბევრ აკრძალვას. აქვე გეტყვით, რომ „სუშკა“ ყველას არ სჭირდება და არც შეიძლება. მუდმივად შეზღუდო საკუთარი თავი და გამოაშრო ორგანიზმი – საშიშია სიცოცხლისათვის. სუშკას იყენებენ ბბ-ები, ფიტნეს მოდელები ან პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა წონით კატეგორიაში და უნდათ მოკლე დროში დაიკლონ წონა შეჯიბრებამდე.
პირველი კვირა
120 გრ. ნახშირწყლები. შეიძლება: 2 მწვანე ვაშლი, ან გრეიფრუტი, ზომიერად დაბალი გ. ი. ბურღული: წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ოსპი. ყველაფერი უმარილო, გამოიყენეთ სელის ზეთი და ლიმონი. ამოიღეთ პური და ტკბილეული.
რაციონი შედგება: ქათმის მკერდი, 1 %-ნი ხაჭო, კეფირი ან მაწონი. კვირაში 3-ჯერ ორთქლზე მომზადებული ცხიმიანი თევზი (მაგ. სიომგა). შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეულის სალათები ზეთით და ლიმონის წვენით, მარილის გარეშე. კვირაში 2-ჯერ შეიძლება 50-60 გრ. 20 %-იანი ცხიმის შემცველი ყველი.
მეორე კვირა
100 გრ. ნახშირწყლები. 1 ვაშლი ან გრეიფრუტი. ბურღულეული მიიღეთ 14 სთ-მდე, დანარჩენი იგივე.
მესამე კვირა
80 გრ. ნახშირწყალი. ამოიღეთ ხილი და ყველი.
მეოთხე კვირა
60 გრ. ნახშირწყალი. შეამცირეთ ბურღულეული 6 ჩაის კოვზამდე მოხარშულ მდგომარეობაში. ბოსტნეულიდან ამოიღეთ სტაფილო, თუ აქამდე ჭამდით.
მეხუთე კვირა
40 გრ. ნახშირწყალი. ამოიღეთ ბურღულეული, ტოვებთ მწვანე ბოსტნეულს და ცილების შემცველ საკვებს.
მეექვსე კვირა
ამოიღეთ რძის პროდუქტები.
გამოშრობიდან გამოსვლა შემდეგნაირად: მე-7 კვირას ვიკვებებით როგორც გეგმის მიხედვით მე-5 კვირას. მე-8 კვირას, როგორც მე-4 კვირას და ა.შ.
გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის დიეტა და გამოშრობა არ დაიწყოთ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე!