კორტიზოლის როლი ორგანიზმში.
კორტიზოლი კარგია როცა დროულად ხდება მისი გამოყოფა, ის გათენებისას გამომუშავდება და გვაფხიზლებს. ჩვენი ტვინი იღებს სიგნალს სინათლისგან, სინათლე გვაღვიძებს და გვაფხიზლებს. კორტიზოლი სისხლს აწვდის კუნთებს, გულს.
საჭიროა, რომ სისხლიდან ნელნელა გავიყვანოთ კორტიზოლი, რომელიც წესით უნდა გამომუშავდეს დილის 6-დან 12 სთ-მდე. თუ ამ დროს გვძინავს, იმიტომ რომ ღამე არ გვეძინა, კორტიზოლი დაწვავს ჩვენ კუნთებს.
როცა ღამე არ გვძინავს და შუქი გვაქვს ჩართული, გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც აღაგზნებს ჩვენ ორგანიზმს. ამავე დროს გამომუშავდება ძილის ჰორმონი. ეს ჰორმონები ერთმანეთს შეერევა, რის გამოც გვაქვს უძილობა და დილით, როცა კორტიზოლი უნდა გამომუშავდეს ჩვენ გვძინავს.
ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების გადაღლა, რასაც მოსდევს იმუნიტეტის და მეხსიერების დაქვეითება, ნაადრევი დაბერება. კორტიზოლი ანელებს საჭმლის მონელებას, რაც იწვევს სიმსუქნეს, ასევე უძილობას.