დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • რა არის ინსულინრეზისტენტობა და როგორ შევამციროთ ინსულინი სისხლში. 

გახდომა

15 Mar

რა არის ინსულინრეზისტენტობა და როგორ შევამციროთ ინსულინი სისხლში. 

  • In გახდომა, ჰორმონები

ინსულინი სატრანსპორტო ჰორმონია, მას გადააქვს გლუკოზა კუნთებში, ან ცხიმში. ინსულინი ბლოკავს ცხიმის წვას.

როგორ დავწიოთ ინსულინი, თუ ვიკვებებით სწორად მაგრამ ინსულინის დონე მაინც მაღალი გვაქვს?

ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ინსულინრეზისტენტობა, რაც არის მეტაბოლური დარღვევა. როცა გლუკოზა მატულობს სისხლში, პანკრეასი იწყებს ინსულინის გამოყოფას, რომელსაც გადააქვს გლუკოზა სისხლიდან ქსოვილებში, მაგრამ უჯრედების რეცეპტორები არ იღებენ გლუკოზას – ეს არის ინსულინრეზისტენტობა. ამ დროს პანკრეასი ზრდის ინსულინის სეკრეციას. ის მუშაობს ცვეთაზე და ერთხელაც შეწყვეტს ინსულინის სეკრეციას და გავხდებით ინსულინდამოკიდებული, ეს მიგვიყვანს პირველი ტიპის დიაბეტამდე. ამ დროს უნდა ავიღოთ სისხლის ანალიზი შაქარზეც და ინსულინზეც.  

ჩვენ ვიცავთ სწორ კვებას, მაგრამ მაღალი ინსულინის გამო მაინც ვერ ვიკლებთ წონაში.

როგორ დავწიოთ ინსულინის დონე სისხლში, რომ ჩვენი ცხიმის წვა არ შეჩერდეს?

ჩვენი უჯრედები ბიოქიმიური რეაქციებისთვის იყენებს ენერგიას ატფ–ის საშუალებით, მისი რესინთეზი მუდმივად ხდება ცხიმებიდან, გლიკოგენიდან, ცილებიდან. ანაერობული გლიკოლიზით წარმოიქმნება მხოლოდ 2 მოლეკულა ატფ და ლაქტატი, როცა ვვარჯიშობთ შტანგით, ან განტელებით გვეწყება კუნთის წვა, რაც რძემჟავათია გამოწვეული, ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ანაერობულ რეჟიმში.

ანაერობული გლიკოლიზი ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.

ძალისმიერი ვარჯიშისას ერთი მოლეკულა გლუკოზა გვაძლევს მხოლოდ 2 მოლეკულა ატფ, მაგრამ ამ დროს გვჭირდება ბევრი ენერგია. ამას მივყავართ ორგანიზმის სტრესთან, კუნთის უჯრედებმა სისხლიდან რომ აიღოს გლუკოზა, საჭიროა რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდა.

ამიტომ, როცა ჩვენ გვაქვს მეტაბოლური დარღვევა და ინსულინრეზისტენტობა, ჩვენთვის აუცილებელია არა სირბილი, რაც აერობული დატვირთვაა, არამედ ანაერობული დატვირთვა სიმძიმეებით. სწორედ ის აიძულებს კუნთის უჯრედების რეცეპტორებს გაზარდოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა და ჩვენ ვიწყებთ ცხიმების წვას.

აერობული დატვირთვისას ატფ-ის რესინთეზი ხდება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ხარჯზე. ამ დროს ერთი ცხიმოვანი მჟავას მოლეკულიდან ვიღებთ ატფ-ის 138 მოლეკულას, ამიტომ ეს არ ზრდის კუნთის უჯრედების რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, თანაც ცხიმოვან მჟავას შეუძლია ინსულინის გარეშეც შეაღწიოს უჯრედის მემბრანის შიგნით. ამის გარდა ინსულინის მაღალი დონე ბლოკავს ლიპოლიზის პროცესს ცხიმის უჯრედში. ამიტომ სარბენი ბილიკი არ გამოგვადგება რეცეპტორების მგრძნობელობის ასაწევად და ინსულინის შესამცირებლად. 

Tags:ანაერობული გლიკოლიზიინსულინიინსულინრეზისტენტობაკუჭქვეშა ჯირკვალიმეორე ტიპის დიაბეტიმეტაბოლური დარღვევაპანკრეასი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

3 ნივთიერება, რომლებიც მატებს ტესტოსტერონს.

  • October 11, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ჰორმონები
ამ ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას: ეს არის D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი. D ვიტამინის...
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
August 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.