რა უნდა ვიცოდეთ დიაბეტის შესახებ.
პირველი ტიპის დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული) ვითარდება ბავშვობაში. დიაბეტის პირველი ნიშანია წყურვილი.
ინსულინს გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალის ბეტა უჯრედები, რომლებსაც იმუნური სისტემა შეცდომით ანადგურებს, ინსულინი ვეღარ გამოიმუშავდება და შაქარი სისხლში აჭარბებს ნორმას. შაქარი გამოიყოფა შარდთან ერთად, რაც იწვევს სხეულის დეჰიდრაციას. ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფისთვის ცხიმები იშლება, წარმოიქმნება კეტოაციდოზი და ადამიანი შეიძლება ჩავარდეს კომაში. ასეთ დროს ადამიანს პირიდან ამოსდის აცეტონის სუნი. საჭიროა ინსულინის შემცვლელი თერაპია. ინსულინი აღებს უჯრედის კარებს და გლუკოზა ხვდება უჯრედში.
2 ტიპის დიაბეტი უფროსი ასაკის დიაბეტია. ამ დროს ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ინსულინს, მაგრამ უჯრედები ვერ ამჩნევენ ინსულინს, რასაც მივყავართ გლუკოზის მომატებასთან და ორგანოების შიმშილთან. ისინი იძლევიან სიგნალს უფრო მეტი ინსულინის გამოსამუშავებლად, მაგრამ ინსულინის გამომუშავება მცირდება. ამ დროს იყენებენ ინსულინოთერაპიას.
2 ტიპის დიაბეტის ნიშანია სიმსუქნე. სიმსუქნე ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას, ცხიმი ხელს უშლის ინსულინს გახსნას უჯრედის კარები, გლუკოზა რჩება სისხლძარღვებში, ჭამს მას და ვითარდება განგრენა, ინფარქტი, ინსულტი, ათეროსკლეროზი, მხედველობის დაკარგვა, თირკმელების უკმარისობა.
მეორე ნიშანია ტკბილის და ცომეულის უზომო ჭამა.
მესამე ნიშანია ქრონიკული დაღლილობა, ძილიანობა.
2 ტიპის დიაბეტის მკურნალობის პირველი წამალი არის წონის დაკლება, კვება უნდა კონტროლდებოდეს.