დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • მიზეზები, თუ რატომ არ აქვთ პროგრესი ნატურალურ ბოდიბილდერებს.

დამწყებებისთვის

17 Mar

მიზეზები, თუ რატომ არ აქვთ პროგრესი ნატურალურ ბოდიბილდერებს.

  • In დამწყებებისთვის

დავიწყოთ იქიდან, რომ უამრავი მამაკაცი ადრეული ასაკიდან იწყებს სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშს იმ იმედით, რომ გახდება უფრო ძლიერი და დიდი, თუმცა მათი უმეტესობა რამოდენიმე თვეში იმედგაცრუებული ანებებს თავს ვარჯიშს, რადგან ვერავითარი პროგრესი ვერ დაინახა საკუთარ თავში და ჩათვალა, რომ სტეროიდების და აკრძალული პრეპარატების გარეშე შედეგს ვერ მიაღწევს სხეულის მშენებლობაში. მოდით ერთად გავერკვეთ მიზეზებში, თუ რატომ ვერ აღწევენ სერიოზულ შედეგებს ნატურალები მაშინ, როცა ბოდიბილდინგში არსებობს უამრავი სავარჯიშო სისტემა და მეთოდოლოგია.

50 წელია, რაც ჯო ვეიდერმა შექმნა ვარჯიშის საკუთარი სისტემა. უამრავმა ადამიანმა გამოსცადა ეს სისტემა, ზოგმა მიაღწია კარგ შედეგს კუნთის ზრდაში, მაგრამ უმეტესობამ ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდებოდა. საქმე იმაშია, რომ თვითონ სისტემა სამწუხაროდ, არ მუშაობს ერთ წელზე მეტ ხანს, ერთი წლის შემდეგ კი მხოლოდ ფარმაკოლოგიის გამოყენებით იძლევა პროგრესს. გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ საწყის ეტაპზე ივარჯიშებთ პაუერლიფტერების და ძალოსნების, ან მენცერის და მაკრობერტის სისტემით. ვეიდერის სისტემა კარგად მუშაობს მხოლოდ მათზე, ვინც იყენებს ფარმას, ხოლო ნატურალები 1 წლის შემდეგ მხოლოდ დროს კარგავენ უშედეგო ვარჯიშში.

უმეტეს შემთხვევებში სავარჯიშო სისტემები შექმნილია პროფესიონალებისთვის, რომლებიც იყენებენ სტეროიდებს, ან მათ მიერ, ვინც თავად იყენებს ფარმას. რა თქმა უნდა ეს სისტემები არ იმუშავებს ნატურალზე. უმჯობესია დამწყებებმა პირველი 1-2 წელი დაუთმოთ ძალოსნების და პაუერლიფტერების სისტემით ვარჯიშს, რითაც გაზრდით თქვენს ფიზიკურ ძალას და საფუძველს ჩაუყრით მომავალში კუნთოვანი მასის წარმატებულ ზრდას. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი უამრავი ბბ-რი (შვარცნეგერი, კოლემანი, კოლომბო და სხვები), რომლებმაც დაიწყეს ვარჯიში ჯერ ძალოსნობასა და პაუერლიფტინგში და მხოლოდ ამის მერე მოვიდნენ ბბ-ში.

მოდით ვნახოთ ადამიანის ფუნქციონალური სისტემები:

1. ძვალ – სახსროვანი აპარატი
2.
ენდოკრინული სისტემა
3.
ნერვული სისტემა
4.
კუნთოვანი სისტემა

ძვალ – სახსროვანი აპარატი

ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებულია შემაერთებელი ქსოვილით, იოგებით. ასევე კუნთები დამაგრებულია ძვალზე მყესების საშუალებით. როცა დამწყები იყენებს ფარმას, მისი კუნთები და ძალა სწრაფად იზრდება, რაც არ ხდება მყესების შემთხვევაში. ძალის მომატებასთან ერთად იზრდება სავარჯიშო წონები, რაც ჯერ კიდევ მოუმზადებელი და სუსტი მყესებისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს. დიდი წონებით ვარჯიშისას სუსტი მყესები შეიძლება გაწყდეს. მყესები გაცილებით ნელა ვითარდება, ვიდრე კუნთები. ეს უნდა გაითვალისწინოს იმან, ვინც ვარჯიშის საწყის ეტაპზე აპირებს გამოიყენოს ფარმაკოლოგია. ამიტომ გამოცდილი მწვრთნელები ურჩევენ დამწყებებს დაიწყონ ძალაზე მუშაობით, მაგ. პაუერლიფტინგით, რომელიც უკეთესად ამაგრებს მყესებს ვიდრე ბბ–ნგი, სადაც ვარჯიშობენ კუნთის გათიშვამდე, რაც ანგრევს მყესებს.

აქვე ვარჯიშის ბოლოს კუნთის გაწელვაზე. როცა ვარჯიშობთ, კუნთი და მყესები მოკლდება და თუ არ გაწელავთ ყოველი ვარჯიშის მერე კუნთებს, მყესები თანდათან უფრო დამოკლდება და რაღაც მომენტში ვეღარ გაუძლებს დატვირთვას და შეიძლება გაწყდეს.

თუ არ გაქვთ ძლიერი და ელასტიური მყესები, ბბ-ში ვერაფერს მიაღწევთ. დაიწყეთ ძალისმიერი ვარჯიშით, გაამაგრეთ მყესები და მხოლოდ ამის მერე შეუდექით კუნთების გაზრდას. შეუძლებელია კუნთების გაზრდა მანამდე, სანამ ვერ შეძლებთ:

აიზიდოთ ღერძზე 10-12-ჯერ 5 სერიაში.
აიზიდოთ ორძელზე 20-ჯერ 3 სერიაში.
აწიოთ წოლჭიმში თქვენი წონის შტანგა 8-10 -ჯერ.
5-ჯერ ჩაუჯდეთ ერთნახევარი თქვენი წონის შტანგას.
5-ჯერ ამოწიოთ ერთნახევარი თქვენი წონის შტანგა.

ენდოკრინული სისტემა.

თუ ხართ ნატურალური ბბ–რი, არ უნდა გადატვირთოთ ენდოკრინული სისტემა. არ მიბაძოთ პროფესიონალ ბბ-ებს და მათ პროგრამებს, რჩევებს, რომ საჭიროა ბევრი და ინტენსიური ვარჯიში შესაძლებლობების ზღვარზე, რადგან ისინი გათვლილია პრეპარატების გამოყენებაზე და ეს რჩევები თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. ამით მხოლოდ გადაღლით თქვენს ენდოკრინულ სისტემას და მიიღებთ უკუშედეგს, დაკარგავთ მიღწეულ შედეგსაც.

როცა ვარჯიშობთ პრეპარატების გარეშე, 60 წუთის ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი აჩერებს ანაბოლური ჰორმონების გამოყოფას და გაძლიერებულად გამოყოფს კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს. ვინც იყენებს სტეროიდებს შეუძლიათ 2-3 სთ. ვარჯიში, ხოლო ნატურალი ათლეტის ენდოკრინული სისტემისთვის ასეთი ვარჯიში დამანგრეველია. გირჩევთ ვარჯიში ჩაატიოთ 60 წთ, გახურების და გაწელვების გარეშე.

უნდა ჩართოთ პროგრამაში ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს ანაბოლური ჰორმონების გამოყოფას. ვარჯიში კარგავს აზრს და კუნთის ზრდა, ან ცხიმის წვა არ იქნება, თუ ეს ჰორმონები არ გამოიყოფა. ამიტომ მარტო ხელების ვარჯიშით კუნთებს ვერ გაზრდით, თუ არ ავარჯიშებთ ფეხებს და ზურგს. მხოლოდ ჩაჯდომები, ამოწევები და სხვა ვარჯიშები დიდ კუნთებზე აყენებს სტრესს ორგანიზმს და აიძულებს გამოყოს ანაბოლური ჰორმონები.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ეხება კვებას. მასის მომატება გინდათ, თუ ცხიმის წვა, ყველანაირი სწრაფი ცვლილება ურტყავს თქვენს ენდოკრინულ სისტემას. თუ გინდათ გახდომა და ცხიმის დაწვა ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ ენდოკრინულ სისტემას, უნდა დაიკლოთ კვირაში 500 გრ. ამაზე მეტის დაკლების შემთხვევაში ცხიმთან ერთად დაკარგავთ კუნთებსაც. იგივეა მასის მომატებისას. თუ მოიმატებთ 500 გრ. მეტს, ეს არ იქნება მარტო კუნთი, მომატებთ ცხიმსაც. ბევრი ჯერ იმატებს რაც შეიძლება მეტს წონაში და მერე ჯდება მკაცრ დიეტაზე. ეს საზიანოა ენდოკრინული სისტემისთვის, ჯობია თავიდანვე ხარისხიანი კუნთის მშენებლობა.

ნერვული სისტემა

არ გადაღალოთ ნერვული სისტემა. თუ მიყვებით ვეიდერის სისტემას და ივარჯიშებთ 5-6 ჯერ კვირაში, ან დღეში 2-ჯერ, გადაღლით ნერვულ სისტემას. ვეიდერის სისტემა გათვლილია ფარმაზე, ნატურალებს კი გამოფიტავს და გადაღლის.

დანამატებით ვერ შეძლებთ აიცილოთ ნერვული სისტემის გადაღლა. ნერვული სისტემის გადაღლით ვერ შეძლებთ კონცენტრაციას ვარჯიშზე, შეიძლება დაგეწყოთ დეპრესია, გაქრება ვარჯიშის სურვილი, გაუარესდება შედეგები. ამიტომ შეადგინეთ ვარჯიშების თქვენი ინდივიდუალური გრაფიკი აღდგენის პერიოდის გათვალისწინებით. რაც უფრო გემატებათ ძალა, მით მეტ სტრესს აყენებთ ორგანიზმს და მით მეტი დრო გჭირდებათ აღდგენისთვის. 

კუნთოვანი სისტემა

პირველი 3 პუნქტის დაცვის გარეშე კუნთოვანი მასის ზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვეიდერის სისტემა მუშაობს ფარმაკოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ან ვარჯიშის პირველ თვეებში, როცა კუნთები რეაგირებს ნებისმიერ დატვირთვაზე და შედეგს მაინც იღებ. მაგრამ ჩვენ გვინდა პროგრესი მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს გენეტიკურ ზღვარს.

დასკვნა:

ბბ–გი იწყება ძლიერი მყესებიდან, რასაც ანვითარებს ძალისმიერი ვარჯიში. არ გადატვირთოთ ენდოკრინული სისტემა, არ ივარჯიშოთ 60 წთ. მეტ ხანს (გახურება და გაწელვები არ ითვლება), გამოიყენეთ ვარჯიშები, რომლებიც იწვევს სტრესს და გამოყოფს ანაბოლურ ჰორმონებს, ვარჯიში დაგეგმეთ პერიოდიზაციის გათვალისწინებით, რითაც იმოქმედებთ სხვადასხვა ტიპის კუნთოვან ბოჭკოებზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეძლებთ მიაღწიოთ პროგრესს თქვენს გენეტიკურ შესაძლებლობამდე სტეროიდების გარეშეც.

Tags:მყესებინატურალური ბოდიბილდერიფარმაჯო ვეიდერი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.