როგორ ავიცილოთ თავიდან შეშუპება. სასმელი წყლის დღიური ნორმა.
წყალ-მარილოვანი ცვლა არის სხეულში მარილების და წყლის მიწოდება და მათი გამოყოფა. წყალ-მარილოვანი ბალანსი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იღებს და როგორ გამოდევნის ორგანიზმი მარილებს და წყალს. თუ ორგანიზმი ამას აკონტროლებს, შეშუპება არ იქნება.
პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოთ წყლის და მარილების მიწოდება, თუ არადა გექნებათ შეშუპება. მეორე იქნება წყლის და მარილების გამოდევნა. თუ გამოყოფის სისტემა არ გაქვთ წესრიგში აქაც გექნებათ შეშუპება. ამის მოწესრიგება კი გაცილებით რთულია.
განვიხილოთ წყლის და მარილების მიწოდება. ეს შედარებით ადვილი გამოსასწორებელია.
წყლის მიწოდება.
წყალი არის ყველა ნივთიერების გამხსნელი, ის მონაწილეობს სხეულში მიმდინარე ყველა პროცესში. სხეულის 70-80 % შედგება წყლისგან.
ჯანმრთელ ადამიანში მიწოდებული და დახარჯული წყლის ბალანსი თავისით რეგულირდება. წყურვილი გვკარნახობს როდის უნდა დავლიოთ წყალი. თუ არ სვავთ წყალს, ორგანიზმი იწყებს წყლის შეკავებას.
მარილების მიწოდება.
ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ მარილებს და თუ არ აღვადგენთ წყალ-მარილოვან ბალანსს, გაჩნდება შეშუპება. ანუ, დისბალანსი მიწოდებულ და დახარჯულ მარილებს (ნატრიუმი, კალიუმი და სხვა მინერალები) შორის, რომელიც გამოიყოფა ოფლთან და შარდთან ერთად გამოიწვევს შეშუპებას.
ე.ი. შეშუპების პრობლემა წყლის და მარილების მიწოდებაშია. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ წყლის და მარილების ბალანსი.
რამდენი წყალი უნდა მოვიხმაროთ დღეში.
ლაპარაკია სუფთა წყალზე, აქ არ ითვლება ჩაი, ყავა, წვენები, ბულიონი და სხვა სითხე. ამიტომ უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი სუფთა წყალი. შეშუპება მოკლე დროში არ გაქრება, ეს პროცესი მომდინარეობს მინიმუმ თვენახევარი.
როცა ჩვენ გვწყურდება, ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება წყალი, მისი იგნორირება იწვევს შეშუპებას. ეს არის წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულირება ტვინის მეშვეობით. არსებობს ამ ბალანსის ჰორმონებით რეგულირების მექანიზმები.
წყლის ნაკლებობის დროს ორგანიზმი ინარჩუნებს მარილებს, მარილები კი აკავებენ წყალს და შედეგად ჩვენ ვშუპდებით.
რა ხდება მარილების, მინერალების, ელექტროლიტების ნაკლებობის შემთხვევაში. თუ ვსვავთ ბევრ წყალს და მარილებს არ ვიღებთ, მატულობს წყლის რაოდენობა და ისევ გვექნება შეშუპება, იმიტომ რომ ვკარგავთ მარილებს, რადგან თუ წყალი ბევრია ის აუცილებლად გამოდის შარდთან და ოფლთან ერთად.
მთავარი მარილი ორგანიზმში არის ნატრიუმქლორიდი, ჩვეულებრივი სუფრის მარილი. მარილზეა შეშუპების 85% დამოკიდებული. სხვა მინერალებზე და მიკროელემენტებზე დამოკიდებულია შეშუპების მხოლოდ 15%. მავნებელია ბევრი მარილი ისევე, როგორც მავნებელია ბევრი წყალი, მათ შორის უნდა იყოს ბალანსი. თუ ბალანსი დაირღვა, მაშინ ჩნდება პრობლემები. მარილის დღიური ნორმაა 5 გრამი.
მარილი უნდა მიიღოთ ზომიერად და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მის მოხმარებაზე უარის თქმა. მარილი იღებს მონაწილეობას ძვლების, ყველანაირი ქსოვილების, უჯრედების შექმნაში და აქვს ბევრი ფუნქცია.
იმიტომ უნდა მიიღოთ მარილები და მიკროელემენტები გარედან, რომ მათი სინთეზი ისევე არ ხდება ჩვენს ორგანიზმში, როგორც ვიტამინების. მათი საჭირო რაოდენობა შეიძლება მიიღოთ წყლიდან, წყალი შეიცავს ყველა საჭირო მინერალს და მიკროელემენტს. მინერალური წყალი მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით.
თითქოს ყველაფერი მარტივადაა, შეშუპება არ იქნება, თუ ვსვავთ წყალს და ვიღებთ მარილს, მაგრამ საქმე კარგად იქნება, თუ სითხის გამომყოფი სისტემა, კერძოდ თირკმელები და ოფლის გამომყოფი ჯირკვლები წესრიგშია.