დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • სად მიდის ცხიმი გახდომისას?

გახდომა

17 Mar

სად მიდის ცხიმი გახდომისას?

  • In გახდომა

1 გრ. ცხიმის დაწვით გამოიყოფა 9 კკალ ენერგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხიმი გადაიქცევა ენერგიად! რადგან ბუნებაში არაფერი არ იკარგება, ცხიმიც დაწვის შედეგად გარდაიქმნება სხვა სუბსტანციად. ცხიმის შედგება C55H104O6. ცხიმის დაწვისას ხდება დაჟანგვა, სუნთქვისას ცხიმს ვუმატებთ ჟანგბადს O2 და რეაქციის შემდეგ მივიღებთ ნახშირორჟანგს და წყალს.

წყალი გამოდის ორგანიზმიდან შარდის და ოფლის სახით, ნახშირორჟანგი კი გამოდის ამოსუნთქვისას.

ცხიმის დაწვისას 16% გარდაიქმნება წყლად, დანარჩენი გამოიყოფა გაზი. 10 კგ. ცხიმი რომ დაწვათ, საჭიროა 29 კგ. ჟანგბადი, ამოისუნთქოთ 28 კგ ნახშირორჟანგი და ორგანიზმიდან გამოყოთ 11 ლიტრი წყალი და კიდევ – ამ პროცესის განსახორციელებლად საჭიროა 90 000 კკ-ზე მეტი ენერგიის დახარჯვა. 

მაგრამ მარტო ჩავისუნთქვით, ცხიმი თავისით არ დაიწვება. ცხიმის დასაწვავად, ჯერ უნდა გამოვიტყუოთ ის ცხიმის უჯრედებიდან, რაც შესაძლებელია 2 გზით: დიეტით და/ან ფიზიკური დატვირთვით.

როცა ცხიმი გამოედინება ცხიმის უჯრედებიდან (ამით ცხიმის უჯრედების რაოდენობა არ მცირდება), ის ხვდება სისხლში. სისხლით ცხიმი მიედინება მთელ ორგანიზმში. აქ ჯობია, თუ კუნთები იმუშავებენ (წინააღმდეგ შემთხვევაში ცხიმი დაუბრუნდება ცხიმის დეპოს), კუნთების შეკუმშვისას მასში ძლიერდება სისხლის და ჟანგბადის მიწოდება, ხდება ცხიმის წვა უშუალოდ კუნთის ქსოვილში. თუ არ არის ფიზიკური დატვირთვა, ცხიმი, რომელიც გახდომისას უნდა დაიწვას, გამოდის ღვიძლის გავლით, რითაც ზედმეტად იტვირთება ღვიძლი.

ამიტომ არ არის კარგი სწრაფად დაკლება, რადგან ღვიძლი ვერ უმკლავდება ამისთანა დატვირთვას. წონაში დაკლება არ უნდა აჭარბებდეს საკუთარი წონის 10%-ს თვეში, ისიც გახდომის პირველ თვეს. შემდგომ თვეებში გახდომის ტემპი უნდა შემცირდეს.

ცხიმი დაშლას იწყებს იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს დაგროვდა და ბოლოს იშლება იქ, სადაც ყველაზე დიდი ხანი გროვდებოდა.

ორგანიზმში არსებობს 2 ტიპის ცხიმი, კანქვეშა ცხიმი და შინაგანი/ვისცერული ცხიმი. ვისცერული ცხიმი უფრო საშიშია ვიდრე კანქვეშა ცხიმი. ვისცერული ცხიმი გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, ის გროვდება მუცლის არეში და წინ წევს მუცელს. ვისცერული ცხიმი აწვება შინაგან ორგანოებს, დიაფრაგმას, გულს. დარტყმას აყენებს ღვიძლს. ღვიძლის მუშაობის დარღვევა ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მატებას იწვევს სისხლში, ირღვევა ინსულინის გამომუშავება, ჩნდება დიაბეტის და გულ-სისხლძრღვთა დაავადებების საფრთხე.

ვარჯიშით წვავთ კანქვეშა ცხიმს, ხოლო თუ იცავთ სწორ კვებას, წვავთ ვისცერულ ცხიმს. ამიტომ გახდომისას ჯობია ივარჯიშოთ და თან დაიცვათ სწორი კვება, რათა დაწვათ როგორც კანქვეშა, ასევე ვისცერული ცხიმი.

Tags:ვისცერული ცხიმიკანქვეშა ცხიმინახშირორჟანგიშინაგანი ცხიმიშინაგანი/ვისცერული ცხიმიცხიმის დაჟანგვა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.