ფრუქტოზა.
ბევრს გონია, ფრუქტოზა დიეტურია და უფრო სასარგებლო გახდომისთვის, ვიდრე შაქარი. კალორია ფრუქტოზასაც და შაქარსაც ერთნაირი აქვთ, 100 გ. 390 კ.
ფრუქტოზა იყიდება დიაბეტიანებისთვის დიეტური კვების სექციაში როგორც შაქრის შემცვლელი, მაგრამ ფრუქტოზა არის ჩვეულებრივი მარტივი ნახშირწყალი – მონოსაქარიდი, მარტივი საქარიდები არის ტკბილი, მაღლა წევს სისხლში გლუკოზის დონეს, რომელიც იწვევს ინსულინის მკვეთრ მომატებას, ინსულინი კი ხელს უშლის ცხიმის წვას და აგროვებს ცხიმს.
მაშინ რატომ ყიდიან დიეტურ სექციაში ფრუქტოზას? დიაბეტიანებისათვის ხომ არ შეიძლება ტკბილი?
იმიტომ, რომ ფრუქტოზის ათვისებისათვის არ არის საჭირო ინსულინი, რადგან გლუკოზის მკვეთრი აწევა სისხლში არ ხდება. ფრუქტოზა ინსულინის გარეშეც კარგად ხვდება უჯრედში, რაც კარგია დიაბეტისთვის, მაგრამ საინტერესოა, უშლის თუ არა ფრუქტოზა ხელს გახდომას და როგორ მოქმედებს ცხიმის წვაზე.
ჩვენმა ორგანიზმმა რომ არ შექმნას თითოეული მონოსაქარიდისათვის ცალკე ფერმენტი, ისწავლა ფრუქტოზას და გალაქტოზას გარდაქმნა გლუკოზად, გლუკოზა კი უკვე ენერგიის წყაროა.
ფრუქტოზა უფრო სახიფათოა ჩვენი გასუქებისთვის, ვიდრე შაქარი: როცა ორგანიზმში ხვდება ნორმალური რაოდენობის გლუკოზა, უჯრედები მაშინვე იღებენ და იყენებენ ენერგიის საწარმოებლად. ფრუქტოზის შემთხვევაში კი მხოლოდ 20-25% ტრანსფორმირდება გლუკოზაში და გამოიყენება ენერგიისთვის, ხოლო ფრუქტოზის 75% ღვიძლის მიერ ტრანსფორმირდება ცხიმში, გახდომისთვის ფრუქტოზა შაქარზე უარესია და სულაც არ არის დიეტური.
ამიტომ უმჯობესია შევამციროთ ტკბილის მოხმარება, ვიდრე ვჭამოთ ფრუქტოზის შემცველი პროდუქტები, მაგ. ხილი, რომელსაც ვჭამთ დიდი რაოდენობით, რადგან მიგვაჩნია, რომ არის სასარგებლო. აქაც საჭიროა დოზების დაცვა. რამდენი შეიძლება და რამდენი არა, ამის დათვლა ძალიან რთულია. ამიტომ, რომ არ გავართულოთ ცხიმის წვა, ჯობა რაციონიდან ამოვიღოთ ნებისმიერი მონოსაქარიდი, მათ შორის ფრუქტოზა.
ფრუქტოზას შეიცავს ყველა ხილი და რაც უფრო ტკბილია ხილი, მით უფრო მეტია მასში ფრუქტოზა. ფრუქტოზა 2-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე გლუკოზა და 1.5-ჯერ ტკბილი, ვიდრე შაქარი. ამის მიუხედავად ფრუქტოზა აითვისება მხოლოდ ღვიძლის უჯრედებით და მხოლოდ ღვიძლი გარდაქმნის ფრუქტოზის ნაწილს გლიკოგენად და რაც ზედმეტია – ცხიმად.
დიეტოლოგები სიმსუქნეს უკავშირებენ ფრუქტოზის ხშირ გამოყენებას. ასაკოვან ადამიანს გახდომა არ გამოუვა, თუ იყენებს ფრუქტოზას.