ლიმფური სისტემა და ლიმფური შეშუპება.
ლიმფა და ლიმფური სისტემა.
ლიმფური სისტემა სისხლძარღვთა სისტემის ნაწილია. სისხლძარღვთა სისტემა სისხლით უჯრედებს აწვდის საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს. უჯრედებში მათი გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები – რაც ვერ აითვისა ორგანიზმმა: ზედმეტი წყალი, ტოქსინები, მძიმე მეტალები, მავნე ნივთიერებები, რომელიც უნდა გამოვიდეს ქსოვილების გარეთ და სწორედ ამისთვის არსებობს ლიმფური სისტემა.
ლიმფური სისტემა ასევე აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ყველა უჯრედს აკრავს უჯრედშუა სითხე, რომელშიც არის ლიმფური კაპილარები. უჯრედშუა სივრციდან უჯრედებს ეწოდებათ საკვები ნივთიერებები, ხოლო ლიმფური კაპილარებით უჯრედებიდან გამოიყოფა ცვლის პროდუქტები და ტოქსინები. უჯრედშუა სივრცეში გროვდება ორგანიზმის შხამების, შლაკების, ტოქსინების 80%.
ლიმფა არის უჯრედშორის გამჭვირვალე სითხე, რომელიც გავს სისხლის პლაზმას. ნივთიერებებს, რომელსაც სისტემა აღიქვავს როგორც მავნებელს, ფილტრავს და გაუსნებოვნებს ლიმფურ კვანძებში. შემდეგ გაწმენდილ სითხეს ლიმფოსისტემა აბრუნებს უკან სისხლძარღვთა სისტემაში, აგდებს დიდ ვენურ ძარღვებში. თუ კი სისტემა ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მავნე ნივთიერებები იწყებენ ქსოვილებში დაგროვებას.
ლიმფურ სისტემას მიეკუთვნება:
1. ლიმფური კაპილარები
2. ლიმფური ძარღვები
ლიმფურ ძარღვებს აქვთ დიდი რაოდენობის წყვილი სარქველები, რომლებიც ლიმფას ატარებენ მხოლოდ ცენტრალური მიმართულებით. ლიმფური ძარღვები კრებენ ლიმფას ლიმფური კაპილარებიდან.
3. ლიმფური კვანძები
ლიმფურ ძარღვებში არის ლიმფური კვანძები. კვანძში შესული ლიმფა თავისუფლდება უცხო სხეულებისაგან (ბაქტერიები, სიმსივნის უჯრედები და სხვ.) და ლიმფოციტებით გამდიდრებული, გაედინება კვანძიდან გამომტანი ძარღვებით.
ლიმფური კვანძები იმუნიტეტის დაქვეითების და ვირუსული, ინფექციური დაავადებების დროს ამწვავებენ ანთებით პროცესებს. ისინი რეაგირებენ დაავადების კერაზე. თუ აგტკივდათ ყელი, მაშინ კვანძის ანთება ყბის ქვემოთ ხდება. აგტკივდათ ყური — ყბა-ყურის კვანძები შეგატყობინებენ ამას.
როგორ მუშაობს ლიმფური სისტემა.
სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ლიმფოსისტემას არ აქვს ტუმბო – გული, მის გულს წარმოადგენენ კუნთები. ლიმფა მიედინება მხოლოდ ერთი მიმართულებით, გულისკენ. მიედინება ნელა, ჩონჩხის კუნთების შეკუმშვით. ლიმფა მოძრაობს ქვევიდან ზევით. ლიმფური ძარღვების სარქველები არ აძლევენ საშუალებას ლიმფას დაბრუნდეს ქვევით. ფიზიკური აქტიურობის, კუნთების მუშაობის და ღრმა სუნთქვის ხარჯზე, ხდება ლიმფის გადაქაჩვა ლიმფურ სისტემაში. ლიმფა კუნთების დახმარებით ადის ტერფებიდან თავში, იქიდან კი ჩადის უკან ტერფებში. ასე ცირკულირებს ლიმფა და რაც უფრო ბევრ ბრუნვას აკეთებს, მით მეტი ლიმფა გაივლის ლიმფურ კვანძებში და მით უფრო გასუფთავდება სხეული.
კაპილარები აგროვებს ნარჩენებს, რომელიც მიემართება ლიმფური ძარღვებით 460-მდე ლიმფურ კვანძში, სადაც ხდება ლიმფის გაწმენდა „ნაგავისგან“, ანუ გაფილტვრა მავნე ნივთიერებებისგან. ლიმფური კვანძები აწარმოებენ იმუნური სისტემის უჯრედებს – ლიმფოციტებს. ახშობენ სხვადასხვა ინფექციებს, ყველანაირი ანტი სხეულების, ბაქტერიების, სიმსივნის უჯრედების მოქმედებას. ნარჩენებს ლიმფური სისტემა ორგანიზმიდან გამოყოფს ლორწოვანი გარსის მეშვეობით ნაწლავებიდან, ფილტვებიდან (ხველა), ცხვირ–ხახიდან, სასქესო ორგანოებიდან, და ასევე კანის საოფლე ჯირკვლებიდან. ნაწლავებიდან და ნაღვლის ბუშტიდან გამოდის ყველანაირი „ნაგავი“, ხოლო რაც არ გამოდის ლორწოს სახით, ბრუნდება ისევ სისხლში და უკვე თირკმელები ცდილობენ მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.
ლიმფური სისტემის ფუნქციები.
ლიმფური სისტემა ასრულებს 3 ფუნქციას:
1. აკონტროლებს სითხის ბალანსს და ახდენს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. თუ ეს ფუნქცია ირღვევა, მაშინ იზრდება შეშუპების ალბათობა – ამის შედეგია ვენების ვარიკოზული გაფართოება და შეშუპება.
2. ქმნის იმუნურ ბარიერს, წარმოქმნის იმუნური სისტემის უჯრედებს. ლიმფა იმუნიტეტთან ერთად მონაწილეობს ორგანიზმის დაცვაში. ლიმფა აწარმოებს ლიმფოციტებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს პარაზიტებისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან. ლიმფოციტების მაღალი დონე გვაუწყებს ორგანიზმში ანთებით პროცესზე.
გაციების დროს ცხვირიდან მოდის თეთრი გამჭირვალე გამონადენი ლიმფა და ნახველი, ესეც მკვდარი ლეიკოციტებია, რომლებმაც გაანეიტრალეს პათოგენური ბაქტერიები. ამიტომ მნიშვნელოვანია მისცეთ მათ გამოყოფის საშუალება და არ გამოიყენოთ გაციების საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატები.
3. წმინდავს ქსოვილებს მავნე ნივთიერებებისგან და შთანთქავს ცხიმს. ნახშირწყლები და ცილები ნაწლავიდან უშუალოდ სისხლში ხვდებიან, სისხლი ხვდება თირკმელებში. მისი ამოცანაა გაწმინოს სისხლი ტოქსინებისგან, კანცეროგენებისგან, შხამებისგან და დაბინძურებისგან, რომლებიც ხვდებიან სისხლში საკვებთან ერთად. ხოლო ცხიმის უმეტესი რაოდენობა იწოვება არა სისხლში, არამედ ლიმფაში. წვრილი ნაწლავის ლიმფურ ძარღვებში ხვდება ყველა მავნე ცხიმები. ცხიმებით გაჯერებული ლიმფა ხვდება გულის მაცხენა წინაგულში, საიდანაც სისხლი კანცეროგენებითა და ტრანსცხიმებით გაჯერებული ხვდება ტვინში, თვალებში, სარძევე ჯირკვლებში, კიდურებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიკვებოთ სუფთა და სასარგებლო ცხიმებით.
ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევის ნიშნები.
ლიმფა და ლიმფური სისტემა საცხოვრებელია ყველა პათოგენური და პარაზიტული ორგანიზმებისთვის, ჭიებისთვის, სხვადასხვა ინფექციების მატარებელი კიბოს უჯრედებისთვის.
ლიმფურ და სისხლძარღვთა სისტემას არ შეუძლიათ ერთდროულად ყველა ინფექციის მოკვლა თავისი ლეიკოციტებითა და ლიმფოციტებით, ამიტომ ზოგიერთი ინფექცია სახლდება ლიმფაში. ეს არის დაავადებების გამომწვევი მიკრობები, ვირუსები, კიბოს უჯრედები და პარაზიტული ორგანიზმები. ეს ხდება ორგანიზმის რთული დაავადებების დროს, ასევე გაუწყლოვნებისგან და იმუნიტეტის დაქვეითებისგან.
ლიმფის მოძრაობის ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება პრობლემები ჯანმრთელობასთან: შეშუპება, ვარიკოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, ცელულიტი, ფსორიაზი და სხვა. გარდა ამისა, ლიმფის არასაკმარისი ოდენობის გარეშე სისხლი სქელდება. იწევს სისხლის წნევა, მიდის დატვირთვა გულზე. ლიმფა სათანადოდ არ წმინდავს უჯრედშუა სითხეს და ამით ქმნის დატვირთვას სისხლძარღვთა სისტემაზე, მის ვენურ ნაწილებსა და თირკმელებზე, რომლებიც იძულებულები არიან აიღონ ლიმფის ფუნქცია თავის თავზე.
ლიმფური კვანძი არის კიბოს სიმსივნის განვითარების ადგილი. ხოლო ამ კვანძის მიმდებარე ლიმფური ძარღვების მეშვებით, ხდება მეტასტაზირება.
წარმონაქმნები კანზე დაკავშირებულია ლიმფური სისტემის დარღვევასთან: პაპილომები, მეჭეჭები, პიგმენტური ლაქები, კანის ფერის სხვადასხვა ცვლილება ადგილებში, სადაც საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლებია და ამ ჯირკვლების ცვლილებებიც: შავი წერტილები, სიწითლე, ანთება და ა.შ. ყველაფერი ეს იუწყება იმაზე, რომ ლიმფურ სისტემაში ტოქსიკური ნივთიერებების ჭარბი რაოდენობაა და მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათ გამოყვანას. პრობლემური კანი ყოველთვის არის ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგი. მაგალითად, ცელულიტი არის დაშლაკული კანის ლიმფა და ცხიმგროვები არ მიედინება კანის ქსოვილების უჯრედშუა სივრციდან. სწორედ ეს ქმნის „ფორთოხლის კანს“.
ლიმფური შეშუპება.
სიმსუქნის მიზეზი არ არის მარტო ზედმეტი ცხიმი, ხშირ შემთხვევაში ზედმეტი წონის მთავარი მიზეზი არის შეშუპება. ჩვენ უნდა გავარჩიოთ სიმსუქნე შეშუპებისგან და რა სახის შეშუპებაა. მე ადრე ვწერდი წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით წარმოქმნილ შეშუპებაზე, დღეს კი ვისაუბრებთ ლიმფურ შეშუპებაზე.
ორგანიზმს მუდმივად უწევს ბრძოლა უცხო, მავნე ნივთიერებებთან. ისინი ჩვენ ორგანიზმში ხვდებიან მანქანების გამონაბოლქვით და დაბინძურებული ჰაერიდან, მავნე, არაჯანსაღი საკვებიდან, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ქიმიურად დამუშავებული პროდუქტიდან რომლებიც გაჯერებულია ემულგატორებით, გემოს და ფერის მიმცემებით, და სხვა. ამას ემატება წამლები, რომლებსაც ვიღებთ სხვადასხვა დაავადებებისას. ეს ყველაფერი ორგანიზმისთვის უცხოა და გადააქვს ლიმფურ სისტემაში, რომელმაც ისინი უნდა გამოდევნოს. დროთა განმავლობაში ეს ტოქსინები გროვდება და ლიმფური სისტემა ვეღარ ასწრებს ამ ტოქსინებისგან განთავისუფლებას.
ხშირად ხელს ვუშლით ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან სხვადასხვა მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებებით. გაციებისას ვხმარობთ ცხვირში შესასხურებელ მედიკამენტს, ან ოფლის საწინააღმდეგო დეზადორს, ამის შედეგად მავნე ნივთიერებები ბრუნდება ლიმფურ სისტემაში, რის გამოც ლიმფა დედდება და სქელდება. ორგანიზმი ცდილობს შედედებული ლიმფა გაათხელოს და იწყებს ახალი ლიმფის წარმოებას რაც იწვევს შეშუპებას.
ლიმფის მოცულობა ნორმაშია, თუ 1-3 ლიტრია, გააჩნია ადამიანის მოცულობას. მაგრამ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს დაავადებების დროს. ეს არის ლიმფური შეშუპების ერთი მიზეზი.
ლიმფური შეშუპების მეორე მიზეზია უმოძრაობა. ლიმფა რომ გადაიქაჩოს ლიმფურ კვანძებში კიდურებიდან ზევით საჭიროა მოძრაობა. ისინი ვინც ნაკლებს მოძრაობენ, აქვთ მჯდომარე სამუშაო, არ დადიან ფეხით, არ ვარჯიშობენ, არიან ლიმფური შეშუპების რისკის ჯგუფში.
როგორ ავიცილოთ თავიდან ლიმფური შეშუპება.
ალბათ უკვე გასაგებია, როგორ ვებრძოლოთ ამ ტიპის შეშუპებას: უნდა ვიკვებოთ სწორად, არ მოვწიოთ და არ დავლიოთ, ვიყოთ სუფთა ჰაერზე, ბევრი ვიმოძრავოთ, ვივარჯიშოთ და ნაკლებად გამოვიყენოთ ოფლის და გაციების საწინააღმდეგო დეზოდორანტები.
ლიმფის მთავარი მამოძრავებელი არის დიაფრაგმის შეკუმშვა – ღრმა სუნთქვა. ლიმფა მიედინება საკმაოდ ნელა, ხოლო უმოძრაო ცხოვრების წესს შეუძლია შეამციროს ლიმფური ნაკადი 94%-ით, ანუ თითქმის შეაჩეროს. ამით ლიმფა შეიძლება გასქელდეს ხაჭოს, ფაფის მსგავსად. უმოძრაობა წარმოადგენს ერთ-ერთ ფაქტორს სხვადასხვა დაავადებების წარმოსაქმნელად.
ლიმფური შეშუპების ერთერთი მთავარი მიზეზი არის არასწორი კვება და სიმსუქნე. დაიცავით სწორი კვება, მიიღეთ წყალი არანაკლებ 2 ლ. დღეში და აღდგება თქვენი ლიმფური სისტემის ნორმალური მუშაობა.
ლიმფის ასაჩქარებლად კარგია მასაჟი ან თვითმასაჟი. მასაჟი უნდა გაკეთდეს ქვემოდან ზემოთ, რაც დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას. ლიმფის გაწმენდა ხდება საუნაში (კვირაში ერთხელ).