ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.
ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.
ყველა ნივთიერება იყოფა 2 ჯგუფად, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. ისინი შედგებიან ერთი და იგივე ქიმიური ელემენტებისგან იმ განსხვავებით, რომ ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ნახშირბადი, შესაბამისად ყველა დანარჩენი ნივთიერება, რომელშიც არ შედის ნახშირბადი არის არაორგანული, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა – მხუთავი გაზი (CO) და ნახშირორჟანგი (CO2).
ცოცხალი ორგანიზმები შედგება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნივთიერებებისგან.
ცოცხალ ორგანიზმებში არის იგივე ქიმიური ელემენტები, რაც არაცოცხალ, უსულო საგნებში, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმებში არის კიდევ ორგანული ნივთიერებები ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიცოცხლის წარმოშობას. ისინი პირველად გამოყვეს ცოცხალი ორგანიზმებიდან და ამიტომაც უწოდეს მათ ორგანული ნივთიერებები. ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობაში მთავარ როლს ასრულებენ ნუკლეინის მჟავები (დნმ, რნმ) და ცილები, ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმში ყველა პროცესების თვითრეგულაციას და მის თვითწარმოქმნას, რაც ნიშნავს თავად სიცოცხლეს.
ორგანიზმებში არაორგანული ნივთიერებებია: წყალი (70-80%) და მინერალური ნივთიერებები (1-1.5%).
ცოცხალი ორგანიზმის თვისებაა ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში ყველა ქიმიური რეაქციის ერთობლიობა. ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა უზრუნველყოფს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, მუდმივ კავშირს გარე სამყაროსთან.
ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) იყოფა 6 კლასიფიკაციად, ესენია:
ნახშირწყლები.
ცხიმები.
ცილები.
წყალი.
ვიტამინები.
მინერალები.
აქედან ორგანიზმი მოითხოვს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და წყლის დიდ რაოდენობას, ამიტომ ისინი მაკრო ნუტრიენტებია.
მიკრო ნუტრიენტებია ვიტამინები და მინერალები, რადგან მათ ორგანიზმი მოიხმარს მცირე რაოდენობით.