დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • ნახშირწყლების კლასიფიკაცია.

დამწყებებისთვის

20 Mar

ნახშირწყლების კლასიფიკაცია.

  • In დამწყებებისთვის

ნახშირწყალი შედგება ნახშირბადისა და წყლისგან, ქიმიური ფორმულაა Cx(H2O)y.

ნახშირწყლები ორგანიზმში ადვილად ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა. თუმცა ნახშირწყლების რაოდენობა ორგანიზმში არსებული ენერგის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ენერგიის მარაგის 80%-ს შეადგენს ცხიმი და 18%-ს კუნთში არსებული ცილები. ორგანიზმი ენერგიის წყაროდ ჯერ იყენებს ნახშირწყლებს და მხოლოდ ნახშირწყლების ნაკლებობის შემთხვევაში იყენებს ცხიმებს ან ცილებს.

ჩვენ ორგანიზმში ორი სახის ნახშირწყალია: გლუკოზა (მარტივი) სისხლში და გლიკოგენი (რთული) ღვიძლში და კუნთში. ჰორმონებით და ფერმენტებით ორგანიზმი გლუკოზას გარდაქმნის გლიკოგენად და აგროვებს მას კუნთებში და ღვიძლში, ხოლო სისხლში გლუკოზის ნაკლებობის შემთხვევაში ისევ ფერმენტებით და ჰორმონებით ორგანიზმი შლის გლიკოგენს გლუკოზად და სისხლის საშუალებით მიეწოდება უჯრედებს როგორც ენერგიის წყარო.

ნახშირწყლების კლასიფიკაცია.

ნახშირწყლები იყოფა 2 სახეობად: მარტივი და რთული. ხანდახან მათ უწოდებენ სწრაფ და ნელ ნახშირწყლებს იმიტომ რომ, სწრაფი, ანუ მარტივი სწრაფად იშლება და ხვდება სისხლში, ხოლო ნელი, ანუ რთული უფრო ნელა ხვდება სისხლში.

სწრაფი/მარტივი ნახშირწყლებია:

მონოსაქარიდები, დისაქარიდები და ოლიგოსაქარიდები

ნელი/რთული ნახშირწყლებია:

პოლისაქარიდები

მონოსაქარიდი ნიშნავს მონომერს, საქარიდს რომელიც შედგება ერთი მოლეკულისგან.
მონოსაქარიდებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა (არ იხსნება წყალში)

1. გლუკოზა – სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება. შაქარი, რომელსაც მომნელებელი სისტემა ფერმენტების დახმარებით იღებს ნახშირწყლების დაშლის შედეგად.
2. გალაქტოზა – გვხვდება რძის შაქარში ის პირდაპირ შეიწოვება სისხლში და ღვიძლში იცვლის სტრუქტურას და გარდაიქმნება გლუკოზად.
3. ფრუქტოზა – ხილშია, ესეც პირდაპირ შეიწოვება სისხლში და მერე ღვიძლში გარდაიქმნება გლუკოზად.

ორგანიზმი გალაქტოზასა და ფრუქტოზასაგან ცდილობს შექმნას გლუკოზა და მუშაობს მხოლოდ გლუკოზაზე. გლუკოზასთვის საჭიროა ინსულინი, ფრუქტოზასთვის არ არის საჭირო ინსულინი. ამიტომ დიაბეტიანებისთვის ტკბილეული დამზადებულია ფრუქტოზაზე, ის არ მოქმედებს სისხლში შაქარის დონეზე.

ოლიგოსაქარიდები (შედგება 2-დან 10 მოლეკულამდე) აქ შედის დისაქარიდები (დიამერი, შედგება 2 მოლეკულა მონომერებისგან): საქაროზა, მალტოზა, ლაქტოზა.

1. საქაროზა – ფრუქტოზა + გლუკოზა – არის ხილში, ჭარხალში და ლერწამში, მათი გადამუშავებით იღებენ სუფრის შაქარს.
2. მალტოზა – გლუკოზა + გლუკოზა – არის მხოლოდ მარცვლეულში და მიიღება სახამებელის დაშლის შედეგად, ქერიდან მიღებულ ალაოშია.
3. ლაქტოზა (გლუკოზა + გალაქტოზა – არის მხოლოდ რძის პროდუქტებში).

(ჩვენი კუჭი უფროს ასაკში ვეღარ ითვისებს ლაქტოზას, რადგან აღარ გვაქვს ფერმენტი, რომელიც შლის მას მონომერებად. ნაწლავებში ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც შლიან ლაქტოზას და იკვებებიან მისით, მრავლდებიან და ეს იწვევს მუცლის შებერილობას და დისკომფორტს მუცელში, აი ეს არის ლაქტოზის ვერ მონელება).

პოლისაქარიდები (პოლიმერებია, ანუ დიდი მოლეკულები): სახამებელი, გლიკოგენი, უჯრედისი, ცელულოზა, ქიტინი.

1. სახამებელი –შედის გლუკოზის ბევრი მოლეკულა, არის მარცვლეულში, ხორბალში, კარტოფილში, ბრინჯში და ა.შ.
2. გლიკოგენი – არის ღიძლში და კუნთებში 400 გრ-მდე და იშლება გლუკოზად როცა ორგანიზმს სჭირდება სწრაფი ენერგიის წყარო. გლიკოგენი არის ხორცშიც, რომლითაც ვიკვებებით, მაგრამ ორგანიზმი ვერ ითვისებს გლიკოგენს ხორციდან.
3. უჯრედისი – არ გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვის.
4. ცელულოზა –ყველაფერი რაც ხისგან არის. ესეც შაქარია, მაგრამ ორგანიზმს არ შეუძლია მისი ათვისება.
5. ქიტინი – მწერების გარეთა ჩონჩხი, ჯავშანი, სოკოების უჯრედული კედლები ესეც შაქარია, მაგრამ ის არ იძლევა ენერგიას, ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია ქიტინის ათვისება.

გლიკემიური ინდექსი.

ნახშირწყლებს აქვთ გლიკემიური ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად მოიმატებს შაქარი სისხლში კონკრეტული ნახშირწყალის მიღების შემდეგ. გ. ი. იცვლება 0-დან 100-მდე. ყველაზე მაღალი გ.ი. აქვს გლუკოზას. გლუკოზა სწრაფად შეიწოვება სისხლში და მაღლა წევს შაქრის დონეს. სწრაფ ნახშირწყლებს აქვთ მაღალი გ.ი. ხოლო ნელ ნახშირწყლებს დაბალი გ.ი.

ნახშირწყლების ათვისების სისწრაფე.

ორგანიზმში ყველაზე სწრაფად (20-30 წთ.) წვენები გადამუშავდება. ხილი, გადამუშავდება 30-60 წთ-ში. გამომცხვარი ნაწარმი, 20-60 წუთის შემდეგ. თეთრი პური უფრო სწრაფად აითვისება, ვიდრე რუხი პური, რომელშიც დიდი რაოდენობით უჯრედისია.

რძის პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები აითვისება 60-120 წთ. რძეში არის მარტივი ნახშირწყალი ლაქტოზა, მაგრამ არის ცხიმებთან და ცილებთან ერთად ბმაში, რაც ანელებს საჭმლის გადამუშავებას.

ბოლო ადგილზეა ფაფები, მარცვლეული, ბრინჯი და კარტოფილი, ეს პროდუქტები აითვისება ყველაზე დიდხანს, 120-300 წთ. აქ სახამებელი ცილებთან და უჯრედისთან ერთადაა ბმაში, ამიტომ უნდება მის ათვისებას ორგანიზმი დიდხანს.

ნახშირწყლების ფუნქციები უჯრედებში.

ენერგეტიკული ფუნქცია – ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა. 1 გრ. იძლევა 4 კკალ. ენერგიას. მომმარაგებელი ფუნქცია –ადამიანის უჯრედები იმარაგებენ გლიკოგენს, რომელიც გლუკოზის წყაროა.

საყრდენ–სამშენებლო ფუნქცია – ნახშირწყლები შედის მცენარეების უჯრედის შემადგენლობაში.

რეცეპტორული ფუნქცია – ზოგიერთ ნახშირწყალს შეუძლია მიიღოს გარემოდან სიგნალები.

დაცვითი ფუნქცია – ჩვენმა კუჭმა რომ არ დაიწყოს თავის თავის მონელება, მას აქვს ლორწოვანი გარსი, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. ისინი იცავენ ნაწლავებს, კუჭს, ბრონქებს მექანიკური დაზიანებისაგან, ეწინააღმდეგებიან ვირუსების და ბაქტერიების შეღწევას ორგანიზმში.

Tags:გალაქტოზაგლიკოგენიგლუკოზადისაქარიდებილაქტოზამალტოზამონოსაქარიდებიოლიგოსაქარიდებისაქაროზასახამებელიფრუქტოზაქიტინიცელულოზა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.