დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • თაფლი – სასარგებლო თუ საზიანო პროდუქტი ორგანიზმისთვის.

გახდომა

20 მარ

თაფლი – სასარგებლო თუ საზიანო პროდუქტი ორგანიზმისთვის.

  • In გახდომა, კვება

ძირითადად ზედმეტი კილოგრამები გროვდება არასწორი კვებითი ჩვევებიდან და უმოძრაო ცხოვრების რეჟიმიდან. ა. გ. ორგანოზმში არის ჰორმონალური დისბალანსი, მიმდინარეობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ანთებითი პროცესი. ადამიანებს გონიათ, რომ სწორად იკვებებიან, მაგრამ უჭირთ წონაში დაკლება.

ბევრი პროდუქტი რომელიც გვგონია ჯანსაღი და სასარგებლო შეიცავს შაქარს, რომელიც გვიგროვებს ცხიმს და გვირყევს ჯანმრთელობას. ისინი, ვინც ტკბილზე არიან დამოკიდებული, მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და ხშირ შემთხვევაში საერთოდ ამოიღონ რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიხსნიან მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას, შესაბამისად ვერ დაამარცხებენ ზედმეტ წონას. ასეთ ადამიანებს ერთადერთ მხსნელად ევლინებათ თაფლი და მაშინვე ისმის შეკითხვა: თაფლი ხომ შეიძლება მივიღოთ შაქრის მაგივრად? თაფლი ხომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის? სამწუხაროდ მათ სხვა მითებთან ერთად ეს მითიც ენგრევათ.

თაფლზე ბევრი კარგი გვსმენია და გვგონია, რომ თუ ყოველდღიურად მივირთმევთ, ორგანიზმს გავაძლიერებთ და ავიმაღლებთ იმუნიტეტს. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს (ფრუქტოზას და გლუკოზას), ყოველდღიური მირთმევისას ის ორგანიზმზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.

დიდი რაოდენობით გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან ღვიძლი ხდება გაცხიმოვნებული (ჰეპატოზი), ცუდ დღეში ვარდება კუჭქვეშა ჯირკვალი პანკრეასი, გვემართება ქრონიკული პანკრეატიტი. გვეწყება ქრონიკული ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი), ორგანიზმში მატულობს ცუდი ქოლესტერინის დონე და გვემართება სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ეს ყველა დაავადება ურთიერთ კავშირშია და წარმოადგენს მეტაბოლურ სინდრომს. მეტაბოლური სინდრომი აქვს ყველას, ვისაც აქვს ჭარბი წონა. ამიტომ, ჭარბი წონის დარეგულირება არის პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგება.

თაფლი არასოდეს წარმოადგენდა ყოველდღიურ საკვებს, ის იყო სამკურნალო საშუალება. თაფლი შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფექციური და ვირუსული დაავადების დროს დღეში 1-2 ჯერ მცირე რაოდენობით, რადგან ამ დროს ჩვენი იმუნიტეტი ებრძვის ორგანიზმში ინფექციებს, ვირუსებს და ჩვენ სუსტად ვგრძნობთ თავს. თაფლი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. თაფლს შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა ოფლის სახით თბილ ჩაისთან ან რძესთან ერთად. ასე რომ, როცა ვართ ავად და ვებრძვით ვირუსს ან ინფექციას თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თაფლი, ხოლო თუ ჩვენ პრევენციის სახით ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად ხშირად მივირთმევთ თაფლს, მით უმეტეს კარაქიან პურზე გადასმულს, ეს მიგვიყვანს ჩვენ მეტაბოლურ სინდრომამდე მთელი თავისი გამოვლინებებით.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.