დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • ინსულინური ინდექსი.

კვება

20 Mar

ინსულინური ინდექსი.

  • In კვება

ინსულინი არის ძირითადი ანაბოლური ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. ის გვიცავს კუნთის დაშლისგან და გვეხმარება ავაშენოთ კუნთური მასა. ამავე დროს ის აგროვებს ცხიმს და ხელს გვიშლის ცხიმის წვაში. ამიტომ თუ გვინდა გამოშრობა, უნდა ვეცადოთ, რომ ინსულინი იყოს დაბალი.

გ.ი. გვიჩვენებს, თუ რამდენით მოიმატებს სისხლში გლუკოზის დონე ამა თუ იმ საკვების მიღების შემდეგ. ე. ი. გ. ი. პირდაპირ კავშირშია სისხლში შაქრის დონესთან. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ნახშირწყლებს და არ იწვევენ შაქრის მომატებას სისხლში, მაგრამ იწვევენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ინსულინის სეკრეციას, ამიტომ შემოღებული იქნა ინსულინური ინდექსი სხვადასხვა პროდუქტისთვის.

არის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ დაბალი გ.ი. მაგრამ აქვთ მაღალი ი. ი. იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა განსხვავებაა გ. ი. და ი. ი. შორის, ვნახოთ რა პროცესები მიდის ორგანიზმში მაღალი გ.ი. მქონე პროდუქტის და მაღალი ი.ი. მქონე პროდუქტის მიღების შემდეგ. როდესაც ვჭამთ რაიმე ტკბილს, ორგანიზმმა არ იცის რამდენი შაქარი მივიღეთ, ამიტომ ინსულინი გამოიყოფა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, შესაბამისად სისხლში შაქარი ეცემა ნორმაზე დაბლა, ამას ქვია რეაქტიული ჰიპოგლიკემიის ფაზა, რაც ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. დიაბეტით დაავადებულების გარდაცვალება ხდება არა მაღალი შაქრის გამო, არამედ პირიქით, როცა შაქარი ეცემა და ადამიანი ვარდება ჰიპოგლიკემიურ კომაში. ეს რომ არ მოხდეს, გამოიყოფა ჰორმონი გლუკაგონი, რომლის ფუნქციაა ასეთ დროს ღვიძლში მომარაგებული გლუკოზა მიაწოდოს სისხლში. ამის შემდეგ შაქრის დონე სისხლში ნორმალიზდება.

ანალოგიური პროცესი მიდის, როცა ვჭამთ ხაჭოს. ხაჭოს აქვს მაღალი ი. ი. და მისი მიღების შემდეგ გამოიყოფა ინსულინი, რომელსაც შაქარი მიაქვს უჯრედებში, ამან შეამცირა შაქრის დონე სისხლში, ხოლო გლუკაგონმა ღვიძლიდან გლუკოზა მიაწოდა სისხლში და დაარეგულირა შაქრის დონე. მაგრამ თუ შევადარებთ შაქარს და ხაჭოს, შაქრის მცირე რაოდენობაც კი გაცილებით მაღლა სწევს ინსულინს და გლუკაგონი ვერ ახერხებს დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე, ეს იწვევს ჰიპოგლიკემიას, რაც არ ხდება ხაჭოს დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

მოდით ვნახოთ როგორ იანგარიშება გ.ი. და ი. ი. გ. ი-ის ეტალონად აიღეს 50 გრ. გლუკოზა, 15 წუთში გაზომეს შაქრის დონე სისხლში და ჩათვალეს 100 ერთეულად. ი. ი. კი გაზომეს სხვანაირად, ეტალონად აიღეს თეთრი პურის რაოდენობა, რომელიც შეიცავს 240 კკალ. და მიანიჭეს 100 ერთეული. წონით ეს რაოდენობა თეთრი პური არის 100 გრამზე მეტი. ეხლა ვნახოთ კვერცხი, მისი ი. ი. 30-ია და უნდა ვჭამოთ 5 ცალი კვერცხი, რომ მივიღოთ 240 კკალ. გამოდის რომ 5 ცალი კვერცხი არის 20 გრამი თეთრი პურის ტოლფასი, რაც არც ისე ბევრია. ინსულინი კი გამოიყოფა ამ რაოდენობის კვერცხის ჭამისას, მაგრამ ის იმდენად მცირეა, რომ თქვენს გახდომაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

ისეთი პროდუქტების მიღებისას, რომლებიც არ შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგრამ ინსულინი მაინც გამოიყოფა, რომელიც დაწევს შაქარს სისხლში, ის კომპენსირდება ჰორმონ გლუკაგონის მიერ, რომელიც აიძულებს ღვიძლს გლუკოზის მიწოდებას სისხლში. ეს რომ არ მოხდეს, შაქარი ისე დაეცემა სისხლში, რომ ადამიანი ჩავარდება ჰიპოგლიკემიურ კომაში და დაიღუპება. ეს ნიშნავს, რომ თუ მივიღებთ მაღალი ი. ი. მქონე პროდუქტს, გლუკაგონის სიმძლავრე და მარაგი ღვიძლში საკმარისია, რომ გაანეიტრალოს სისხლში შაქრის დონე. თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ 50 გ. შაქარს და ერთ ბრიკეტ ხაჭოს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ი. ი. ვნახავთ, რომ ხაჭო ახლოსაც ვერ მივა 50 გ. შაქართან, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის შაქრის მიღებისას გლუკაგონი ვერ შეძლებს დაარეგულიროს რეაქტიული ჰიპოგლიკემია, მას შეიძლება აღარ ეყოს სისწრაფე და სიმძლავრე. ე.ი. ერთი ბრიკეტი ხაჭოც რომ ვჭამოთ, ის ვერ შეძლებს შეგვიშალოს ხელი ცხიმის წვაში. თუ ხართ ჩვეულებრივი მოვარჯიშე და არ გჭირდებათ ცხიმის ძალიან მცირე შემცველობა, როცა ინსულინის მიმართ მგრძნობელობა ძალიან მაღალია და ხაჭომ შეიძლება შეაჩეროს ცხიმის წვა, ამ შემთხვევაში არ უნდა გეშინოდეთ მაღალი ი. ი. მქონე პროდუქტის მიღების.  

Tags:გლიკემიური ინდექსიინსულინური ინდექსირეაქტიული ჰიპოგლიკემიის ფაზა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.