დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • ნუშის რძე და ჩიას პუდინგი ნუშის რძით.

კვება

20 Mar

ნუშის რძე და ჩიას პუდინგი ნუშის რძით.

  • In კვება

 

ნუშის რძე და ჩიას პუდინგი ნუშის რძით.

ნუშის რძეს ძალინ სასიამოვნო გემო აქვს.  ნუშის რძე შეიცავს მცენარეულ ცხიმს, ნახშირწყალს, კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, ცინკს, რკინას, სელენს, სპილენძს, ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს. ნუშის რძე მასში შემავალი A ვიტამინის წყალობით აუმჯობესებს მხედველობას. ერთი ჭიქა ნუშის რძე შეიცავს E ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ს. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის. იმის გამო რომ ნუშის რძეში ცოტაა ნახშირწყლები, მას დაბალი გლიკემიური და ინსულინური ინდექსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მასში ცილები ცოტაა ბევრია B ჯგუფის ვიტამინები და რკინა, რომლებიც აუცილებელია კუნთის უჯრედების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის, კუნთების ზრდისთვის და გამკვრივებისთვის. ის გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცა ართრიტი და ოსტეოპოროზი.

როგორ მოვამზადოთ ნუშის რძე:

თქვენ დაგჭირდებათ 300 გ ნუში და 1,1 ლ წყალი. დაალბეთ ნუში ცხელ წყალში 8-10 სთ-ის განმავლობაში. დამბალ ნუშს გააცალეთ კანი, ჩაყარეთ ბლენდერში დაასხით 1,1 ლ წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საწურში ჩააფინეთ მარლა, მიღებული მასა გადაწურეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი. მინის ჭურჭელში ჩასხმული ნუშის რძე 4-5 დღე ინახება მაცივარში. ნუშის დარჩენილი მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზების, კოქტეილების ან ორცხობილების მოსამზადებლად. ნუშის კანში არის ანტიოქსიდანტები და უჯრედისი, შეგიძლიათ გამოაშროთ დაფქვათ და მოაყაროთ ნებისმიერ კერძს ან დესერტს. ნუშის რძეს აქვს სასიამოვნო არომატი. ძროხის რძისგან განსხვავებით უფრო გემრიელია და მსუბუქი. ნუშის რძე არის უვნებელი ყველასათვის, თუ არ გაქვთ ამ პროდუქტის აუტანლობა ან ალერგია.

ნუშის რძისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანსაღი დესერტი.

ჩიას პუდინგი ნუშის რძისგან: ნახევარ ჭიქა ნუშის რძეში ჩაყარეთ 4 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, დაუმატეთ ვანილი, ნებისმიერი სუნელი გემოვნებით (მუსკატი, დარიჩინი, კოჭა) დანის წვერით, შედგით მაცივარში 6-7 საათით, როცა ჩიას თესლები გაბუთქუნდება და რძის მასა შესქელდება შეგიძლიათ მოაყაროთ კენკროვანი ხილი ან ნებისმიერი სხვა ხილი დაჭრილი პატარა კუბებად. ეს დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ წახემსებაზე.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.