ბოსტნეული.
ბოსტნეული კვების რაციონის შეუცვლელი პროდუქტია. ბოსტნეული დღეში 2-3 ჯერ უნდა გქონდეთ რაციონში. ის არის ვიტამინების და მიკროელკემენტების წყარო. იმის გამო, რომ ბოსტნეულში ბევრი უჯრედისია, მასში შემავალ ნახშირწყლებს ორგანიზმი ხანგრძლივად აითვისებს. ამიტომ უმჯობესია ორგანიზმს ნახშირწყლები მივაწოდოთ ბოსტნეულიდან, რადგან მათი კალორაჟი უჯრედისთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ტრანზიტის სახით.
სახამებლის გარეშე ბოსტნეული: ფოთლოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, კიტრი, ხახვი, ნიორი, პრასი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, ნიახური, სატაცური, მჟაუნა, ისპანახი, სალათის ფოთლები, სოკო.
ნაკლებ სახამებლიანი ბოსტნეული: ცუკინი, ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა.
სახამებლის შემცველი ბოსტნეული: კარტოფილი, ბატატი, ნიახურის ძირი, ყვავილოვანი კომბოსტო.
პომიდორი შეიცავს დიდი რაოდენობით ციტრუსის, ვაშლის და მჟაუნის მჟავებს, ამიტომ ის მიეკუთვნება მჟავე საკვებს. გარდა ამისა პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტ ნივთიერებას ლიკოპენს, რომელიც აძლევს მას წითელ შეფერილობას. ლიკოპენს აქვს ანტიკანცეროგენული ზემოქმედება ორგანიზმზე. ლიკოპენის შესათვისებლად პომიდორი უნდა მივირთვათ მცენარეულ ზეთთან ერთად. პომიდორი არ მიირთვათ სახამებლის შემცველ ბოსტნეულთან ერთად. პომიდორი მიირთვით სალათის ფურცლებთან, მწვანილთან და მცენარეულ ზეთთან ერთად.
სახამებლის შემცველი ბოსტნეული არ მიირთვათ ვახშამზე, მიირთვით დღის პირველ ნახევარში.
ნაკლებ სახამებლიანი ბოსტნეული ზოგჯერ შეგიძლიათ ვახშამზეც მიირთვათ.
სახამებლის გარეშე ბოსტნეული დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ.