დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • <strong>დუნდულა კუნთების აგებულება და ფუნქციები.</strong>

ვარჯიშები

23 Feb

დუნდულა კუნთების აგებულება და ფუნქციები.

  • In ვარჯიშები, ქალები

დიდი დუნდულა კუნთი ერთი ბოლოთი დამაგრებულია თეძოს ძვალზე და მეორე ბოლოთი ბარძაყის ძვალზე.

დიდი დუნდულა კუნთის ფუნქციებია: ბარძაყის გაშლა მენჯ-ბარძაყის სახსარში, მენჯის შემობრუნება, ბარძაყის განზიდვა და ბარძაყის როტაცია გარეთ.

დიდი დუნდულა კუნთი შეიძლება დავყოთ ზედა და ქვედა მხარედ.

ქვედა მხარე უფრო მეტად აქტიურდება ბარძაყის გაშლისას, ზედა მხარე ბარძაყის განზიდვისას.

ბარძაყის გაშლისას დიდი დუნდულა კუნთი მეტად ერთვება მუხლის მოხრასთან ერთად. გამართული ფეხებით ვარჯიშისას მეტად ერთვება ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები, მაგ. რუმინულ ამოწევაში.

დიდი დუნდულა კუნთი ეფექტურად მუშაობს შემდეგ ვარჯიშებში: ხიდი, ჰიპერექსტენზია, ფეხის განზიდვა უკან ქვედა ბლოკზე, ღრმა ჩაჯდომა შტანგით, პლიე ჩაჯდომა ღრმად, ფეხის წოლჭიმი ტრენაჟორში, ბულგარული ჩაჯდომა, შებრუნებული გაკ ჩაჯდომა.

ყველაზე იზოლირებულად დუნდულები მუშაობს ხიდზე ვარჯიშისას, განსაკუთრებით ფეხების მუხლში მახვილი კუთხით (60 გრად) მოხრისას.

დიდი დუნდულა კუნთის ზევით მდებარეობს შუა დუნდულა კუნთი, რომელიც ერთადერთია დუნდულებს შორის, რომელიც წინიდან ჩანს. მისი განვითარება აფართოებს გვერდებს და ვიზუალურად ავიწროებს წელს.

შუა დუნდულა კუნთის ძირითადი ფუნქციაა ფეხის განზიდვა.

ვარჯიშები: ნაბიჯები გვერდზე რეზინით, ფეხის გვერდზე აწევა ბარძაყზე ბლინით ფეხზე დგომში, ჰორიზონტალურ სკამზე მუცელზე დაწოლილი ფეხების განზე გაშლა რეზინით, ფეხის გვერდზე აქნევა ქვედა ბლოკში.

ფეხის განზიდვა ჰორიზონტალურ სიბრტყეში (მაგ. ტრენაჟორში დამჯდარი) აქტიურად რთავს ზედა დუნდულა და შუა დუნდულა კუნთს. წინ გადახრა ზრდის ბრუნვის მომენტს და ააქტიურებს ყველა დუნდულა კუნთს.

მცირე დუნდულა კუნთი ღრმა კუნთია და არ ჩანს, მდებარეობს დიდი და შუა დუნდულა კუნთების ქვეშ. ფუნქციები იგივეა, რაც შუა და დიდი დუნდულა კუნთების. მისი ჰიპერტროფია მოცულობას აძლევს დუნდულებს. 

დუნდულა კუნთების 60-70% შედგება ნელი ბოჭკოებისაგან. ვარჯიშებში გამეორებების ოპტიმალური რაოდენობაა 8-15.

დუნდულა კუნთების სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია ვავარჯიშოთ ყველა ნაწილი. 3-6 მისვლა ყველა ნაწილზე კვირაში 2-ჯერ.

Tags:დიდი დუნდულა კუნთიდუნდულა კუნთებიმცირე დუნდულა კუნთიშუა დუნდულა კუნთი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.