ფეხის კუნთების აგებულება და ფუნქციები

ქვედა კიდურის კუნთები უზრუნველყოფს მოძრაობას მენჯის, მუხლისა და ტერფის სახსრებში. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბარძაყის წინა და უკანა ჯგუფის კუნთებს, რომლებიც მონაწილეობენ სიარულში, სირბილში, ხტომასა და ძალისმიერ მოძრაობებში.
➤ ბარძაყის ოთხთავა კუნთი
ბარძაყის ოთხთავა კუნთი შედგება ოთხი ნაწილისგან:
- ბარძაყის სწორი კუნთი
- ლატერალური კუნთი
- მედიალური კუნთი
- შუამდებარე კუნთი
ოთხივე კუნთი ერთიანდება საერთო მყესში, რომელიც უერთდება მუხლის კვირისთავს და შემდეგ გადადის პატელარულ იოგში, რომელიც ებმება წვივის ძვალზე.
🔹 ძირითადი ფუნქცია
ოთხთავა კუნთის მთავარი ფუნქციაა წვივის გაშლა მუხლის სახსარში.
➤ ბარძაყის სწორი კუნთი
ბარძაყის სწორი კუნთი არის ოთხთავა კუნთის ყველაზე გრძელი ნაწილი და ერთადერთი ორსახსრიანი კუნთი ამ ჯგუფში.
🔹 ანატომია
ის იწყება თეძოს ძვალის წინა ქვედა წვეტიდან და უერთდება ოთხთავა კუნთის საერთო მყესს.
🔹 ფუნქციები
- ბარძაყის მოხრა მენჯ-ბარძაყის სახსარში
- წვივის გაშლა მუხლის სახსარში
რადგან ეს კუნთი მოქმედებს ორ სახსარზე, მისი აქტივობა დამოკიდებულია სხეულის პოზიციაზე და მენჯის მდგომარეობაზე.
➤ ლატერალური, მედიალური და შუამდებარე ფართო კუნთები
ეს სამი კუნთი განლაგებულია ბარძაყის ძვალზე და მონაწილეობენ მხოლოდ ერთ მოძრაობაში.
🔹 ფუნქცია
- წვივის გაშლა მუხლის სახსარში
შუამდებარე კუნთი მდებარეობს ღრმად და დაფარულია ბარძაყის სწორი კუნთით.
➤ ოთხთავა კუნთის აქტივაცია ვარჯიშებში
ოთხთავა კუნთი აქტიურად მუშაობს როგორც იზოლირებულ, ასევე მრავალსახსრიან ვარჯიშებში.
🔹 მრავალსახსრიანი ვარჯიშები
მაგალითად:
- ჩაჯდომა
- ფეხის წოლჭიმი
- ბულგარული ჩაჯდომა
ამ მოძრაობებში ყველაზე მეტად აქტიურდება ლატერალური, მედიალური და შუამდებარე კუნთები, ხოლო ბარძაყის სწორი კუნთის აქტივობა შედარებით ნაკლებია, რადგან ის მონაწილეობს ასევე ბარძაყის მოხრაში.
🔹 იზოლირებული ვარჯიშები
ბარძაყის სწორი კუნთი უფრო აქტიურად მუშაობს ისეთ მოძრაობებში, სადაც ხდება წვივის გაშლა და ბარძაყის შედარებით გამართული პოზიცია,
მაგალითად:
- ფეხების გაშლა ტრენაჟორში
- სისი ჩაჯდომა
- ფეხის აწევა წინ ბლოკზე
➤ ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები (Hamstrings)
ბარძაყის უკანა ჯგუფი შედგება სამი ძირითადი კუნთისგან:
- ნახევრადმყესოვანი
- თითისტარა
- ბარძაყის ორთავა კუნთი
➤ ნახევრადმყესოვანი და თითისტარა კუნთები
ეს კუნთები განლაგებულია ბარძაყის მედიალურ მხარეს.
🔹 ფუნქციები
- ბარძაყის გაშლა მენჯ-ბარძაყის სახსარში
- წვივის მოხრა მუხლის სახსარში
- წვივის შიდა ბრუნვა მუხლის მოხრილ მდგომარეობაში
➤ ბარძაყის ორთავა კუნთი
ეს კუნთი განლაგებულია ბარძაყის ლატერალურ მხარეს და შედგება ორი თავისგან:
- გრძელი თავი
- მოკლე თავი
🔹 გრძელი თავის ფუნქციები
- ბარძაყის გაშლა
- წვივის მოხრა
- წვივის გარეთა ბრუნვა
🔹 მოკლე თავის ფუნქცია
- წვივის მოხრა მუხლის სახსარში
➤ ჰამსტრინგების აქტივაცია ვარჯიშებში
- შტანგის ამოწევა
- რუმინული ამოწევა
- ფეხების მოხრა ტრენაჟორში
- ხიდები
წვივის მოხრისას უფრო მეტად აქტიურდება კუნთების დისტალური ნაწილი, ხოლო ბარძაყის გაშლისას უფრო მეტად იტვირთება პროქსიმალური ნაწილი.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

