შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?

მოდით ვიანგარიშოთ რამდენი კალორია ენერგია უნდა დავხარჯოთ 10 კგ ცხიმის დასაწვავად:
ადამიანის ორგანიზმში 1 გრამი ცხიმის დაწვას სჭირდება საშუალოდ 7,7კკალორიის დახარჯვა.
იმისთვის, რომ თვეში დავწვათ 10 კგ. ცხიმი, ჩვენ უნდა დავწვათ 77,000 კკალ.
თუ ამას დღეებზე გადავითვლით
77000 კკალ/30 დღე≈2567კკალ დღეში.
გამოდის რომ თქვენ ყოველდღიურად უნდა შექმნათ 2567 კკალ. დეფიციტი. ეხლა ვნახოთ რამდენად რეალურია ეს.
80 კგ. წონის ადამიანი, სარბენ ბილიკზე საშუალო ტემპით სირბილისას (მაგალითად, 10 კმ/სთ სიჩქარით) წვავს 600-800 კკალ-ას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2567კკალ რომ დაიწვას, უნდა ირბინოს 3-4 საათი დღეში, რაც რა თქმა უნდა არარეალურია.
აქედან გამომდინარე, თუ ადამიანმა თვეში დაიკლო 10 კილო, ეს არ ნიშნავს, რომ დაწვა მთლიანად ცხიმი, დაკლებული წონის დიდი ნაწილი არის შეკავებული წყალი, რომელსაც აკავებს მარილი და შაქარი. კვების გამოსწორების შედეგად შეკავებული წყალი გამოდის ორგანიზმიდან.