დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვიტამინები და დანამატები
  • მინერალები ბოდიბილდინგში

ვიტამინები და დანამატები

09 ოქტ

მინერალები ბოდიბილდინგში

  • In ვიტამინები და დანამატები
მინერალები

მინერალები არაორგანული ნივთიერებებია და ვიღებთ საკვებიდან. უზრუნველყოფენ ნერვულ გამტარობას, კუნთების შეკუმშვას, წყლოვან-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგიის გამომუშავებას. კალციუმი და ფოსფორი შედის ძვლოვან ქსოვილში, თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. მინერალები იყოფა მიკრო და მაკრო ელემენტებად. მაკროელემენტებია – კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და ნატრიუმი. მათ ორგანიზმი მოიხმარს დღე-ღამეში 200 მგრამზე მეტს. მიკროელემენტებია – ქრომი, კობალტი, სპილენძი, რკინა, სელენი, კრემნიუმი, თუთია (ცინკი) და სხვა. მათი დღიური მოთხოვნილება ორგანიზმისთვის 200 მგრამზე ნაკლებია. ბბ-ის ორგანიზმი მოითხოვს მეტ მინერალებს და ვიტამინებს. უჯრედებს შორის და უჯრედებში არის სითხე, რომელშიც გარეულია ელექტრულად დამუხტული მინერალები (ელექტროლიტები). ისინი არეგულირებენ წყლის ბალანსს უჯრედის მემბრანის ორივე მხარეს, ასევე უზრუნველყოფს კუნთის შეკუმშვას ნერვულ ქსოვილებში სიგნალების გადაცემის გზით. ელექტროლიტური ბალანსი აუცილებელია. ორი მთავარი ელექტროლიტია: ნატრიუმი და კალიუმი. ნატრიუმი არეგულირებს უჯრედებსშორის სითხის ბალანსს, კალიუმი შიგ უჯრედებში სითხის ბალანსს. ნატრიუმს ორგანიზმი იღებს მარილიდან. დღიური ნორმა არის 5 გრ. ნატრიუმი გამოიყოფა ოფლის სახით. ნატრიუმის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა ინტენსიურმა ვარჯიშმა ან მარათონმა. დიდი რაოდენობით წყლის მიღებაც არ შეიძლება. კალიუმი არეგულირებს წყლის ბალანსს უჯრედების შიგნით. ის ხელს უწყობს ნორმალურ გულისცემას, კუნთის შეკუმშვას, არეგულირებს წნევას და აწვდის უჯრედებს საკვებ ნივთიერებებს. ორგანიზმს არ შეუძლია შექმნას მისი მარაგი. ამიტომ უნდა მივიღოთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები მაგ. ბანანი, ფორთოხალი, პომიდორი. დღე-ღამეში გვჭირდება 2 გრ. კალიუმი, რასაც ვიღებთ ხილიდან და ბოსტნეულიდან. შარდმდენები ორგანიზმიდან რეცხავს კალიუმს და სხვა ელექტროლიტებს. წყლის ბალანსის ასეთი დარღვევა სიცოცხლისთვის საშიშია.

მიკროელემენტები ისევე აუცილებელია, როგორც ვიტამინები, უბრალოდ მათი რაოდენობა ორგანიზმში ბევრად მცირეა. მიუხედავად ამისა, ისინი მართავენ უამრავ მნიშვნელოვან პროცესს.

მიკროელემენტების ძირითადი მნიშვნელობა:

1. ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობა – კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი.

2. სისხლის წარმოქმნა და ჟანგბადის ტრანსპორტი – რკინა აუცილებელია ჰემოგლობინისათვის, ხოლო თუთია და სპილენძი მონაწილეობენ სისხლის წარმოქმნაში.

3. ნერვული სისტემის მუშაობა – მაგნიუმი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კალიუმი და ნატრიუმი არეგულირებენ ნერვულ იმპულსებს.

4. კუნთების მუშაობა – კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელია კუნთის შეკუმშვა-მოდუნებისთვის.

5. იმუნური სისტემის გაძლიერება – თუთია, სელენი და სპილენძი ზრდიან ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ.

6. ჰორმონების წარმოება – იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის, რომლებიც მეტაბოლიზმს აკონტროლებენ.

7. ანტიოქსიდანტური ფუნქცია – სელენი და მანგანუმი იცავენ უჯრედებს დაბერებისა და დაზიანებისგან.

8. სითხეების ბალანსი ორგანიზმში – ნატრიუმი და კალიუმი აკონტროლებენ წყლისა და მარილების ბალანსს.

Tags:მინერალები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ვიტამინები

ვიტამინები ბოდიბილდინგში

  • ოქტომბერი 8, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
ვიტამინების და მიკროელემენტების სინთეზი ორგანიზმს არ შეუძლია, ის მათ იღებს საკვებიდან. ვიტამინები ააქტიურებენ ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ პროცესებს. კუნთის...
4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.
ნოემბერი 15, 2022
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
ნოემბერი 14, 2022
4 დანამატი, რომელიც გჭირდება მასის ზრდისთვის.
ნოემბერი 10, 2022

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.